საქმე №ა-814-შ-18-2020
13 მარტი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ქ-ვა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის N3F1005/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. გერმანიის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის N3F1005/18 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ქ-ვა (დაბადებული ...09.19..., მოქალაქეობა: საქართველო, მცხოვრები 69... ვაინჰაიმი, გ. ...) და მოპასუხე მ. ნ-ი (დაბდებული ....09.19..., მოქალაქეობა: გერმანია, მცხოვრები 7... კარლსრუე, რ. ...) განქორწინდნენ.
2. 2020 წლის 20 თებერვალს ი. ქ-ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის N3F1005/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. გერმანიის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის N3F1005/18 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ქ-ვა (დაბადებული ....09.19..., მოქალაქეობა: საქართველო, მცხოვრები 69.. ვაინჰაიმი, გ. ...) და მოპასუხე მ. ნ. (დაბდებული ....09.19..., მოქალაქეობა: გერმანია, მცხოვრები 76... კარლსრუე, რ. ...) განქორწინდნენ.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა ი. ქ-ვამ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 15.10.2019 წ. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის N3F1005/18 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. ი. ქ-ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის N3F1005/18 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ი. ქ-ვას (დაბადებული ....09.19.., მოქალაქეობა: საქართველო, მცხოვრები 694... ვაინჰაიმი, გ. ...) და მოპასუხე მ. ნ-ს (დაბდებული ....09.19..., მოქალაქეობა: გერმანია, მცხოვრები 76... კარლსრუე, რ. ...) შორის 08.11.2013 წელს კარლსოუ-დურლახის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება. (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E 3../2013)
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე