Facebook Twitter

საქმე №ა-5575-შ-166-2019 7 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ. ა-ან

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ან

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება და არასრულწლოვან ბავშვზე კანონიერი მეურვეობის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ფ. ა-სა და მ. ა-ნს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და 2008 წლის 24 აპრილს დაბადებული ჯ. ა-ნის მეურვეობა მიენიჭა დედას – ფ. ა-ნს.

ფატმა არიჯანის წარმომადგენელმა ზ. დ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 7 მაისს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ფ. ა-ნს საქართველოში ბინადრობის ნებართვა აქვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ფ. ა-ნის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინების ასლი, ფ. ა-ნის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე მ. ა-ნს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2020 წლის 27 იანვარს.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე მ. ა-ნს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ფ. ა-ნის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ფ. ა-ნსა და მ. ა-ნს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და 2008 წლის 24 აპრილს დაბადებული ჯ. ა-ნის მეურვეობა მიენიჭა დედას – ფ. ა-ნს.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 7 მაისს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ფ. ა-ნს საქართველოში ბინადრობის ნებართვა აქვს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ა-ნის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის კონიას მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. ა-ნსა და მ. ა-ნს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და 2008 წლის 24 აპრილს დაბადებული ჯ. ა-ნის მეურვეობა მიენიჭა დედას – ფ. ა-ნს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე