Facebook Twitter

საქმე№ა-1033-შ-24-2020 13 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სარა კრიხელი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის, მაინის ფრანკფურტის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის 467 F 13090/12 S გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, მაინის ფრანკფურტის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის 467F13090/12S გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება), შეწყდა, თბილისში 1997 წელს, №117 მმაჩის ბიუროში, მ. მ-ვსა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, განმცხადებელი) და ს. კ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 2 მარტს, შუამდგომლობით მომართა მ. მ-მა, მოითხოვა დასახელებული, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2013 წლის პირველი მარტიდან.

4. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია შუამდგომლობის ავტორის მიერ, მოპასუხეს არ გამოუთქვამს პრეტენზია.

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე და 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, მაინის ფრანკფურტის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის 467F13090/12S გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა, თბილისში 1997 წელს, №… მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე