Facebook Twitter

საქმე №ას-732-732-2018 14 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ. მ-ძე (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) 2005 წლის დეკემბრიდან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი). 2011 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ავტომეურნეობის ... პოზიციაზე (ტ. 1, ს. ფ. 15).

2. მოსარჩელესთან, 2015 წლის 6 ოქტომბერს, გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება - ავტოპარკში ... თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 1100 ლარით (დარიცხული) (ტ.1, ს.ფ 16-17).

3. დამსაქმებელ კომპანიაში, 2015 წლის 5 ოქტომბერს, გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების პროცესი დაიწყო (ტ. 1, ს.ფ 45; 64-68).

4. დასაქმებულს, 2016 წლის 14 მარტს, შეატყობინეს, რომ 2016 წლის 18 მარტიდან შეუწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება (ტ. 1, ს. ფ. 18).

5. 2016 წლის 15 მარტის ბრძანებით მოსარჩელე, 2016 წლის 18 მარტიდან, დათხოვნილ იქნა სამსახურიდან; დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის კ. ს-ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გათავისუფლდა (ს. ფ. 18; 46-47).

6. მოსარჩელეს, 2016 წლის 30 მარტს, გაეგზავნა წერილობითი დასაბუთება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 19).

7. მოპასუხე კომპანიაში 2016 წლის მარტის დასაწყისის მდგომარეობით, დასაქმებული იყო 5 ..., რეორგანიზაციის შედეგად, დათხოვნილ იქნა მოსარჩელე და დაწესებულებაში დარჩა 4 .... (ტ. 1, ს. ფ. 79). მოსარჩელის დათხოვნის შემდეგ, 2016 წლის 25 მარტს, მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმდა დ. ბ-ძე უფროსი ... თანამდებობაზე (შრომის ანაზღაურება - 1300 ლარი დარიცხული). მასთან შრომითი კონტრაქტი გაგრძელდა მოგვიანებით; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შტატების აღწერის ფურცელში, 2016 წლის მარტამდე .... ... (მოგვიანებით ... ...) საშტატო ერთეული არ ფიქსირდება (ტ. 1, ს. ფ. 80-83; 63; 79).

8. მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მიღებული აქვს კომპენსაცია - 2 თვის შრომის ანაზღაურება.

9. სასარჩელო მოთხოვნა

9.1. დასაქმებულმა, 2016 წლის 26 აპრილს, სარჩელით მიმართა სასამართლოს დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე პოზიციაზე აღდგენა და 2016 წლის 18 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 100 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა რეორგანიზაციისა და საშტატო შემცირების საფუძველზე, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2016 წლის 15 მარტის ბრძანება №20-კ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დასაქმებული აღდგენილ იქნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის ავტოპარკის ... თანამდებობაზე; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დარიცხული) 2016 წლის 18 მაისიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

11.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მეოთხე მუხლებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლებით, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 მუხლით, სშკ-ის მე-2, 31-ე, 37-ე, 38-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 976-ე მუხლებით.

12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

12.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული გარემოებები და განმარტა, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც, მართლზომიერი და საჭიროებისამებრ ჩატარებული, ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ლეგიტიმურ საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულთა სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შტატების შემცირება შეიძლება იქნეს მიჩნეული. გარდა შტატების შემცირებისა, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად შეიძლება დასახელდეს ფუნქციების მატება და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია.

13.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება არც რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების ფაქტი და არც მოსარჩელის არასაკმარისი კომპეტენცია. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მარტოოდენ რეორგანიზაცია დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტოოდენ რეორგანიზაცია დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების მტკიცების ტვირთისაგან არ ათავისუფლებს. მით უფრო, თუ რეორგანიზაციას შტატების შემცირება, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურისათვის დასაქმებულის უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია ან სხვა ისეთი გარემოება არ სდევს თან, რაც დასაქმებულის სამსახურიდან გაშვებას შეიძლება დაედოს საფუძვლად.

13.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის დათხოვნამდე, დაწესებულებაში დასაქმებული იყო ხუთი .... მოსარჩელის დათხოვნის შემდეგ კი დაწესებულებაში დარჩა ოთხი ... და დაემატა უფროსი ..... მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულმა ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება, კერძოდ, იმის დამტკიცება, რომ დაწესებულებაში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ შტატების შემცირება გამოიწვია და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურისათვის მოსარჩელეს არასაკმარისი კომპეტენცია გააჩნდა.

13.5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც მხარეებს შორის სადავო არ ხდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შრომით–სამართლებრივი ხასიათი, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არ ექცევა რაიმე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგების სფეროში და იგი ექვემდებარება სშკ-ის შესაბამისი ნორმებით დადგენილ რეგულირებას.

13.6. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ თუ პირის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, მხოლოდ რეორგანიზაციის საფუძვლით, მართლზომიერად იქნება მიჩნეული, ასეთ შემთხვევაში, „რეორგანიზაცია“, რომელსაც არც შტატების შემცირება მოჰყოლია და არც დასაქმებული პირის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო, თუ სხვა მოთხოვნების გაზრდა, უფლების ისეთივე ბოროტად გამოყენებაა, როგორიც პირის სამსახურიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია საწარმო/დაწესებულება/ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული ცვლილებაა, რომელიც პირის სამსახურიდან გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაედოს საფუძვლად, თუ პირის სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაციის შედეგებმა განაპირობა და არა უშუალოდ რეორგანიზაციის პროცესმა. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტით დამსაქმებელს ყოველთვის შეეძლება კანონით აკრძალული საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული პროცესის ე.წ. „შიდა ორგანიზაციული ცვლილებით“ გამართლება.

14. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. დამსაქმებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

14.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ... 5 სამუშაო ადგილი 4-მდე შემცირდა. ამასთან, arasworad daadgina pirveli instanciis sasamarTlom da aseve arasworad gaiziara saapelacio sasamarTlom is garemoeba, rom მოსარჩელის nacvlad miRebuli iqna axali kadri - .... .... (es ukanaskneli miRebuli iqna gamosacdeli vadiT da gaTavisuflda samuSaodan xelSekrulebis vadis gasvlis gamo). saapelacio sasamarTlom ar gamoikvlia saqmeSi arsebuli mtkicebuleba, riTac dasturdeba, rom .... ... datvirTva funqcionaluri TvalsazrisiT arsebiTad gansxvavdeboda im ufleba-movaleobebisgan, rasac asrulebda Cveulebrivi .... garda amisa, დასაქმებულს დამსაქმებელი კომპანიის administraciam SesTavaza imave avtoparkSi sxva poziciaze gadasvla gamomdinare im mocemulobidan, risi SesaZleblobac gaaCnda organizacias, raTa maqsimalurad uzrunveleyo მოსარჩელე Sesabamisi Sromis pirobebiT, razec man uari ganacxada.

14.3. კასატორის განმარტებით, sarCeli iyo xandazmuli. saqmis masalebiT dasturdeba da saapelacio sasamarTlomac daadgina garemoeba imis Sesaxeb, rom Setyobineba SromiTi xelSekrulebis Sewyvetis Taobaze მოსარჩელეს Caჰbarda 2016 wlis 14 marts. amdenad, garda imisa, rom დასაქმებულისათვის cnobili iyo imis Sesaxeb, rom is 2016 wlis 18 martidan gaTavisufldeboda samuSaodan, misTvis aseve cnobili iyo SromiTi urTierTobis Sewyvetis mizezebisa da garemoebebis Taobazec. es ukanaskneli dasturdeba saqmeSi arsebuli mtkicebulebiT, kerZod, აპელანტი კომპანიის monitoringis sabWos (romelsac mimarTa დასაქმებულმა) 23.03.2016w. #3(24) sxdomis oqmiT. oqmSi aRniSnulia, rom მოსარჩელემ administraciisgan miiRo Setyobineba დამსაქმებელსა da დასაქმებულს Soris arsebuli SromiTi xelSekrulebis Sewyvetis Sesaxeb, rac gamowveuli iyo reorganizaciiTა da Sesabamisi cvlilebebiT. sarCeli ki mis mier sasamarTloSi Setanilia savaraudod 2016 wlis 26 aprils (sarCeli daTariRebulia 26.04.2016w.), anu, kanoniT gansazRvruli vadis darRveviT.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, თუმცა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. კასატორის ძირითადი პრეტენზია შეეხება იმას, რომ კომპანიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის შტატი შემცირდა, რამაც მისი სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ...,) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

20. საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარმოუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებლის ფარგლებში უზრუნველჰყოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება.

21. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც დასაქმებულის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლების კვლევას ეხება, სასამართლომ განმარტა: „დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას, კონკრეტულ შემთხვევაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღარ ესაჭიროებოდა იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული. ამასთან, სასამართლო ვალდებული იყო გაერკვია, მხოლოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება განპირობებული იყო საწარმოს ფინანსური მდგომარეობით, თუ ადგილი ჰქონდა ი. კ-ის მიმართ დისკრიმინაციას. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხე იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმების კანონიერების საკითხი“ (იხ. სუსგ-ები: №ას-646-612-2015, 23.08.2015წ.).

22. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომითი ურთიერთობის მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სსკ-ის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (შდრ: სუსგ 2015 წლის 29 ივნისი, საქმე Nას-414-391-2014, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 37(1) ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა).

23. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელზე გადავიდა ზემოთ ჩამოყალიბებული ყველა კომპონენტის დასაბუთების მტკიცების ტვირთი, თუმცა, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა ისიც კი, თუ რა ლეგიტიმური საფუძველი იდგა დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკან, ან თუ რა მიზეზობრივი კავშირი არსებობდა დასაქმებულის დათხოვნასა და საწარმოს რეორგანიზაციას შორის, ამიტომ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობის თაობაზე (შდრ. სუსგ #ას-1513-2019, 16.12.19 წ.).

24. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ რეორგანიზაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება, „ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს, მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ. #ას-665-636-2016, 9.12.2016)“.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ ვერ შეძლო სათანადოდ ემტკიცებინა, რომ რეორგანიზაცია გამოწვეული იყო გადაუდებელი საწარმოო აუცილებლობით და რომ მოსარჩელე იყო ის კადრი, ვისი გათავისუფლებაც ყველაზე მიზანშეწონილი და სამართლიანი იყო. მოპასუხემ ვერ უზრუნველჰყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმის მასალებით არც ის დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატი შემცირდა (იხ. ამ განჩინების 13.3 პუნქტი) და მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ დასაქმებული ახალი დისპეტჩერის მოვალეობანი არსებითად განსხვავდებოდა მოსარჩელის საქმიანობისაგან.

27. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი ხანდაზმულია, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოვლენათა შემდეგ ქრონოლოგიაზე: დასაქმებულს 2016 წლის 14 მარტს ჩაჰბარდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას იმავე წლის 18 მარტს შეუწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება. დასაქმებულმა 2016 წლის 23 მარტის განცხადებით მოითხოვა მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება, რაზეც პასუხი 2016 წლის 30 მარტის წერილით გაეცა. სარჩელი წარდგენილია 2016 წლის 26 აპრილს. სშკ-ის 38.6-ე მუხლის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოხმობილი ნორმისა და იმ ქრონოლოგიის მიხედვით, რაც წინამდებარე განჩინებაშა ასახული, დასაქმებულის სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან ის კანონით დადგენილ 30-დღიან ვადაშია წარდგენილი სასამართლოში (სსსკ-ის 60-61 მუხლები).

28. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დასაბუთებულია გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე (სშკ-ის 38.8 მუხლი).

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე