საქმე №ა-5694-შ-172-2019 18 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ჩ-ვი
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ე-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ე-ს ა. ჩ-ვის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 6 860 000 რუბლისა და პირგასამტეხლოს – 6 860 000 რუბლის გადახდა.
ა. ჩ-ვის წარმომადგენელმა შ. დ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 29 ივლისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ალან ჩეხოევის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინების ასლი, ა. ჩ-ვის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარე რ. ე-ს საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ე-ს ა. ჩ-ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 6 860 000 რუბლისა და პირგასამტეხლოს – 6 860 000 რუბლის გადახდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 29 ივლისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჩ-ვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ა. ჩ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქ.შატურის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ე-ს ა. ჩ-ვის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 6 860 000 რუბლისა და პირგასამტეხლოს – 6 860 000 რუბლის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე