საქმე №ა-890-შ-21-2020
13 მარტი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - დ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.რ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – კოლუმბიის ოლქის უზენაესი სასამართლოს საოჯახო ურთიერთობების განყოფილების 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. კოლუმბიის ოლქის უზენაესი სასამართლოს საოჯახო ურთიერთობების განყოფილების 2019 წლის 17 დეკემბრის N2019 DRB 3980 გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ.ა–ძე და მოპასუხე მ.რ–ი განქორწინდნენ. ვინაიდან ორივე მხარემ უარი განაცხადა კოლუმბიის ოლქის უზენაესი სასამართლოს საოჯახო ურთიერთობების განყოფილების N2019 DRB 3980 გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 17 დეკემბრეს.
2. დ.ა–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კოლუმბიის ოლქის უზენაესი სასამართლოს საოჯახო ურთიერთობების განყოფილების 2019 წლის 17 დეკემბრის N2019 DRB 3980 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. კოლუმბიის ოლქის უზენაესი სასამართლოს საოჯახო ურთიერთობების განყოფილების 2019 წლის 17 დეკემბრის N2019 DRB 3980 გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ.ა–ძე და მოპასუხე მ.რ–ი განქორწინდნენ.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა დ.ა–ძემ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 17.12.2019 წ. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, კოლუმბიის ოლქის უზენაესი სასამართლოს საოჯახო ურთიერთობების განყოფილების 2019 წლის 17 დეკემბრის N2019 DRB 3980 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. დ.ა–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კოლუმბიის ოლქის უზენაესი სასამართლოს საოჯახო ურთიერთობების განყოფილების 2019 წლის 17 დეკემბრის N2019 DRB 3980 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა დ.ა–ძეს (პ/ნ......) და მ.რ–ს შორის 2017 წლის 20 მაისს, ბელგიაში, ბრიუსელი, სენ-ჟილში რეგისტრირებული ქორწინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე