საქმე №ა-5635-შ-167-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ფ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ფ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ლიუნენის პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლოს (საოჯახო საქმეთა სასამართლო) 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, ლიუნენის პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლოს (საოჯახო საქმეთა სასამართლო) 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.ფ–ძესა და ო.ფ–ძეს შორის საბერძნეთში, ათენში, საქართველოს საელჩოს მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 2012 წლის 30 აპრილს რეგისტრირებული #92620123051 ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ფ–ძემ და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (მონაწილეობდნენ წარმომადგენლის მეშვეობით);
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) შუამდგომლობის ავტორის პასპორტის ასლის თანახმად, ს.ფ–ძე საქართველოს მოქალაქეა, ამასთანავე, ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის ორივე მხარე საქართველოს მოქალაქეს წარმოადგენდა;
დ) შუამდგომლობის ავტორის ქორწინებამდელი გვარი იყო ჯ–ვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის ნაწილში მხარეს უარი ეთქვა მის განსახილველად მიღებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს.ფ–ძის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის, ლიუნენის პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლოს (საოჯახო საქმეთა სასამართლო) 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, ლიუნენის პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლოს (საოჯახო საქმეთა სასამართლო) 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.ფ–ძესა და ო.ფ–ძეს შორის საბერძნეთში, ათენში, საქართველოს საელჩოს მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 2012 წლის 30 აპრილს რეგისტრირებული #92620123051 ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ფ–ძემ და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (მონაწილეობდნენ წარმომადგენლის მეშვეობით);
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) შუამდგომლობის ავტორის პასპორტის ასლის თანახმად, ს.ფ–ძე საქართველოს მოქალაქეა, ამასთანავე, ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის ორივე მხარე საქართველოს მოქალაქეს წარმოადგენდა;
დ) შუამდგომლობის ავტორის ქორწინებამდელი გვარი იყო ჯ–ვა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ლიუნენის პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლოს (საოჯახო საქმეთა სასამართლო) 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება რომლითაც ს.ფ–ძესა და ო.ფ–ძეს შორის საბერძნეთში, ათენში, საქართველოს საელჩოს მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 2012 წლის 30 აპრილს რეგისტრირებული #92620123051 ქორწინება შეწყდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ფ–ძის შუამდგომლობა გერმანიის, ლიუნენის პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლოს (საოჯახო საქმეთა სასამართლო) 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ლიუნენის პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლოს (საოჯახო საქმეთა სასამართლო) 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება რომლითაც ს.ფ–ძესა და ო.ფ–ძეს შორის საბერძნეთში, ათენში, საქართველოს საელჩოს მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 2012 წლის 30 აპრილს რეგისტრირებული #92620123051 ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი