Facebook Twitter

№ას-1755-2019 26 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – მ.ს–ძე, ნ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ნ.ი–ძე, ე. ი–ძე, გ. ი–ძე, ს. ი–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით:

- ნ.ი–ძის, ე. ი–ძის, გ. ი–ძის და ს. ი–ძის (შემდეგში მოსარჩელეების) სარჩელი ნ.ს–ძისა და მაია და მ.ს–ძეების (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ არ დაკმაყოფილდა.

- გაუქმდა ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ.ს–ძეს აეკრძალა საჯარო რეესტრში, N83.05.06.314 ს/კ რეგისტრირებული, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და სხვაგვარად განკარგვა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით ნ.ს–ძის და მ.ს–ძის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მათ მიმართ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

- მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- მოცემულ საქმეზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- მოსარჩელების სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ცნობილ იქნა ნ.ი–ძის, ე.ი–ძის, გ.ი–ძის და ს.ი–ძის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 250 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართობი: 130 კვ.მ და N2 განაშენიანების ფართობი - 48 კვ.მ.;

- ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 6 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული ნ.ს–ძეს და მ.ს–ძეს შორის, დამოწმებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2015 წლის 6 აგვისტოს.

4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ს–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

6. საკასაციო პალატას მომართა მ.ს–ძის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოსადგენად. კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. საკასაციო პალატას კვლავ მომართა მ.ს–ძის წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

8. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ნ.ს–ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართებზე - ქ. ბათუმი, ...... და ქ. ბათუმი, ......., მაგრამ გზავნილები არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, მისამართები კოდირებულია.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკლნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, სასამართლო გზავნილი კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, ვინაიდან, იგი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კასატორმა მისამართი შეიცვალა, თუმცა ამის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე გაგზავნილი გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება. კერძო საჩივრის ავტორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სხვა საფუძველიც, კერძოდ, სსსკ-ის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაცვით, ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართებზე, მაგრამ ვერცერთხელ ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, მისამართები კოდირებულია. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა განმეორებით გზავნილს ნ.ს–ძისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს.

11. რაც შეეხება მ.ს–ძის კერძო საჩივარს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხავეზის შევსების ვადა და ადრესატს ხარვეზი არ შეუვსია.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩვრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 2020 წლის 27 იანვარს #0 საგადახდო დავალებით ე.პ–ძის მიერ გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ს–ძისა და ნ.ს–ძის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. მ.ს–ძეს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ე.პ–ძის მიერ 2020 წლის 27 იანვარს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე