Facebook Twitter

საქმე №ა-1128-შ-28-2020 29 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ღ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ს.ჯ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის აუგსბურგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის (№409F1541/11) გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის აუგსბურგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის (№409F1541/11) გადაწყვეტილებით ა.ღ–ძესა და დ.ს.ჯ–ის შორის 2008 წლის 21 ოქტომბრის აუსბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2. ა.ღ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის აუგსბურგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. აუსბურგის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 03.01.2012 წლიდან.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად, მოპასუხე განცხადებას დაეთანხმა.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის განჩინებით ა.ღ–ძის შუამდგომლობა გერმანიის აუგსბურგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის აუგსბურგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ღ–ძესა და დ.ს.ჯ–ის შორის 2008 წლის 21 ოქტომბერს აუსბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ნომერი 851/2008) გაუქმდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 03.01.2012 წლიდან. მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის აუგსბურგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ღ–ძის შუამდგომლობა გერმანიის აუგსბურგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის (№409F1541/11) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის აუგსბურგის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის №409F1541/11 გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ღ–ძესა და დ.ს.ჯ–ის შორის 2008 წლის 21 ოქტომბერს აუგსბურგისს მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე