საქმე №ა-868-შ-19-2020 8 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ტ–ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №2/622/144/2013)
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის (საქმე №2/622/144/2013) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ.კ–სა და ნ.ტ–ოს შორის 2008 წლის 9 ივლისს, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ (სააქტო ჩანაწერი №08200830077) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. ლ.კ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 28 იანვრიდან.
4. გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად. მოწინააღმდეგე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი კანონით დადეგნილი წესით ეცნობა. ამ უკანასკნელმა სასამართლოს განცხადებით მიმართა და საქმის განხილვა მის დაუსწრებლად მოითხოვა, ასევე, სარჩელი სრულად ცნო.
5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით ლ.კ–ის შუამდგომლობა უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ლ.კ–სა და ნ.ტ–ოს შორის, 2008 წლის 9 ივლისს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ (სააქტო ჩანაწერი №08200830077) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
9. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 28 იანვრიდან. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე№2/622/144/2013) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.კ–ის შუამდგომლობა უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №2/622/144/2013) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის, ქ.ხარკოვის რაიონის ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №2/622/144/2013), რომლითაც ლ.კ–სა და ნ.ტ–ოს შორის 2008 წლის 9 ივლისს, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ (სააქტო ჩანაწერი №08200830077) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე