საქმე №ა-986-შ-22-2020 8 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ა.ს.გიზი
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა.მ.ოღლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის 2(011)-8504/2019 დადგენილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის 2(011)-8504/2019 დადგენილებით ა.ა.ს.გიზის (მოსარჩელე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს მიერ 2014 წლის 17 ოქტომბრის 2(011)-3429/2014 ნომრის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული ალიმენტის თანხა შეიცვალა და დადგინდა შემდეგი: მოპასუხე ი.ა.მ.ოღლის 03.08.2002წ. დაბადებული ი.გ.ა.გიზისა და 06.03.2005წ. დაბადებული ი.ა.ა.ოღლის სრულწლოვანებამდე შენახვისა და მზრუნველობისათვის ყოველ ბავშვზე 160 (ას სამოცი) მანეთის ოდენობით, სულ 320 (სამას ოცი) მანეთი ჩამოეჭრას და ჩარიცხულ იქნას მოსარჩელის - ა.ა.ს. გიზის სასარგებლოდ. სარჩელი მოთხოვნის დანარჩენი ნაწილი არ დაკმაყოფილდეს. შეცვლილი ალიმენტის თანხის ჩამოჭრა დაანგარიშდეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
2. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, აღძრული შუამდგომლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის 2(011)-8504/2019 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარდგენილი მასალებით ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ასევე, დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო უცხო ქვეყნის სასამართლოში გასამართი სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით ა.ა.ს.. გიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის 2(011)-8504/2019 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება მხარეთა დასწრების გარეშე.
6. მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი 2020 წლის 16 მარტს ადრესატის მამას ჩაჰბარდა. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. საქმის მასალებით დგინდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის 2(011)-8504/2019 დადგენილებით ა.ა.ს. გიზის (მოსარჩელე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს მიერ 2014 წლის 17 ოქტომბრის 2(011)-3429/2014 ნომრის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული ალიმენტის თანხა შეიცვალა. ამავე დადგენილების თანახმად, მოპასუხე ი.ა.მ.ოღლის - 03.08.2002წ. დაბადებული ი.გ.ა. გიზისა და 06.03.2005წ. დაბადებული ი.ა.ა. ოღლის სრულწლოვანებამდე შენახვისა და მზრუნველობისათვის ყოველ ბავშვზე 160 (ას სამოცი) მანეთის ოდენობით, სულ 320 (სამას ოცი) მანეთი უნდა ჩამოეჭრას და ჩარიცხულ იქნას მოსარჩელის - ა.ა.ს. გიზის სასარგებლოდ. სარჩელი მოთხოვნის დანარჩენი ნაწილი არ დაკმაყოფილდა. შეცვლილი ალიმენტის თანხის ჩამოჭრა უნდა დაანგარიშდეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
9. საქმეში წარდგენილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ. ამავე ცნობის თანახმად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 23 დეკემბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. შესაბამისად, დადასტურებულია მისი საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძვლები.
10. მოწინააღმდეგე მხარე გარდაბნის რაიონში მაცხოვრებელი პირია.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული საერთაშორისო ხელშეკრულების მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 42-46 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 44-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
15. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის დადგენილება უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ა.ს.გიზის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის 2(011)-8504/2019 დადგენილება, რომლის საფუძველზე: ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს მიერ 2014 წლის 17 ოქტომბრის 2(011)-3429-2014 ნომრის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული ალიმენტის თანხა შეიცვალა და მოპასუხეი.ა.მ.ოღლის, 03.08.2002წ. დაბადებული ი.გ.ა. გიზისა და 06.03.2005წ. დაბადებული ი.ა.ა. ოღლის სრულწლოვანებამდე შენახვისა და მზრუნველობისათვის ყოველ ბავშვზე 160 (ას სამოცი) მანეთის ოდენობით, სულ 320 (სამას ოცი) მანეთი უნდა ჩამოეჭრას და ჩარიცხულ იქნას მოსარჩელის - ა.ა.ს.გიზის სასარგებლოდ. შეცვლილი ალიმენტის თანხის ჩამოჭრა უნდა დაანგარიშდეს გადაწყვეტილე ბის მიღების დღიდან.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე