№ა-4394-შ-110-2017 22 ნოემბერი, 2017 წელი, ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ირლანდიის ლიმერიკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების (2016 წლის 11 იანვრის საქმეზე) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ირლანდიის ლიმერიკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით (2016 წლის 11 იანვრის საქმეზე) გ. გ-ს (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) მ. გ-ას (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) სასარგებლოდ დაეკისრა ყოველკვირეული თანხის გადახდა 20.00 ევროს ოდენობით, თითოეული ბავშვის: რ-ს (დაბადებულის 2--- წლის --- იანვარს) და შ-ს (დაბადებულის 2--- წლის --- მარტს) მხარდასაჭერად, მათ მიერ 18 წლის ასაკის მიღწევამდე (ყოველკვირეული ჯამური თანხა - 40 ევრო). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირველი გადახდა უნდა შესრულდეს 2016 წლის 22 აპრილს.
2. შუამდგომლობის ავტორმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქმეზე დადგენილია, რომ ირლანდიის ლიმერიკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით (2016 წლის 11 იანვრის საქმეზე) მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველკვირეული თანხის გადახდა 20.00 ევროს ოდენობით, თითოეული ბავშვის: რ-ს (დაბადებულის 2--- წლის --- იანვარს) და შ-ს (დაბადებულის 2--- წლის --- მარტს) მხარდასაჭერად, მათ მიერ 18 წლის ასაკის მიღწევამდე (ყოველკვირეული ჯამური თანხა - 40 ევრო). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირველი გადახდა უნდა შესრულდეს 2016 წლის 22 აპრილს.
9. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხდიდან მოწინააღმდეგე მხარეს ამჟამად გადასახდელი აქვს 2 600 აშშ დოლარი, ბოლო გადახდა მან 2016 წლის 8 ივნისს განახორციელა.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
11. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ირლანდიის ლიმერიკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება (2016 წლის 11 იანვრის საქმეზე) იმ ნაწილში, რომლითაც გ. გ-ს მ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველკვირეული თანხის გადახდა 20.00 ევროს ოდენობით, თითოეული ბავშვის: რ-ს (დაბადებულის 2--- წლის --- იანვარს) და შ-ს (დაბადებულის 2--- წლის --- მარტს) მხარდასაჭერად, მათ მიერ 18 წლის ასაკის მიღწევამდე (ყოველკვირეული ჯამური თანხა - 40 ევრო); ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირველი გადახდა უნდა შესრულდეს 2016 წლის 22 აპრილს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მომხსენებელი: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი