საქმე №ა-5457-შ-161-2019 29 მაისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ქ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ვ.კ.ვ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ქ–ასა და გ.ვ.კ.ვ–ს შორის 2008 წლის 29 დეკემბერს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 862a/2008) შეწყდა. დაქორწინებული მეუღლეები განქორწინდნენ.
2. 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.ქ–ას წარმომადგენელმა, ადვოკატმა, ვ.გ–მა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 29 ნოემბრიდან; მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით); შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ი.ქ–ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი.ქ–ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ქ–ასა და გ.ვ.კ.ვ–ს შორის 2008 წლის 29 დეკემბერს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 862a/2008) შეწყდა. დაქორწინებული მეუღლეები განქორწინდნენ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 29 ნოემბრიდან; მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით); შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ქ–ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კარლსრუეს ადგილობრივი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ქ–ასა და გ.ვ.კ.ვ–ს შორის 2008 წლის 29 დეკემბერს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 862a/2008) შეწყდა. დაქორწინებული მეუღლეები განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე