Facebook Twitter

საქმე №ა-5713-შ-173-2019 10 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილებით ქორწინება თ.ა–ძესა და ნ.ი–ას შორის შეწყდა.

2. თ.ა–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით თ.ა–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა; ბ) სათანადო წესით დამოწმებული ოფიციალური ცნობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს №300597-18 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; გ) გადაწყვეტილების მიღების თარიღებთან დაკავშირებით არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრისა და მასში გადაწყვეტილების დასახელების ასახვის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს №300597-18 გადაწყვეტილების შესწორებული და სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. 2020 წლის 17 იანვარს, ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მ.მ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა, აპოსტილით დამოწმებული ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილება და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, რომლიდანაც დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, აღნიშნულ თარგმანში აღმოფხვრილია გადაწყვეტილების მიღების თარიღებთან დაკავშირებით არსებული შეუსაბამობა და მასში ასახულია გადაწყვეტილების დასახელება.

5. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით თ.ა–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ.ა–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილებით ქორწინება თ.ა–ძესა და ნ.ი–ას შორის შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ა–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება თ.ა–ძესა და ნ.ი–ას შორის შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე