Facebook Twitter

საქმე №ას-1848-2018 5 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის 44 369 აშშ დოლარის დაკისრება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ.ბ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.მ–ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა 2002 წლიდან 2010 წლის 29 იანვრამდე მოსარჩელის მიერ მოპასუხის სახელზე გადარიცხული 57 476 აშშ დოლარის ¼-ის _ 14 369 აშშ დოლარისა და 2010 წლის 29 იანვრიდან 2014 წლის 17 ივნისამდე გადარიცხული 61 549 აშშ დოლარის ½-ის - 30 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1999 წლის 15 მარტიდან მხარეები ფაქტობრივ, ხოლო 2010 წლის 29 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ა.ბ–ძე (დაბადებული 08.03.2000წ.) და თ.ბ–ძე (დაბადებული 2003 წლის 24 ოქტომბერს). მოსარჩელე მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში ქ.ნახოდკაში მდებარე საზღვაო-სანაოსნო სააგენტოში, რის გამოც, ხშირად იყო შორეულ ნაოსნობაში და წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვე იმყოფობოდა საქართველოში, მისი კუთვნილი ხელფასი კი, მოპასუხესთან სიტყვიერი შეთანხმებით, 2003 წლის დასაწყისიდან ირიცხებოდა სს „ს.ბ–ში“ გახსნილ მოპასუხის პირად ანგარიშზე. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა შეიძინეს უძრავ-მოძრავი ქონება, ოქროს ნივთები და ავტომანქანა „ტოიოტა RAV 4“. 2014 წლის 17 ივნისიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა მოპასუხე ცხოვრობს სწორედ მის მიერ ნაყიდ საცხოვრებელ სახლში. ქორწინების რეგისტრაციამდე მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა 57 476 აშშ დოლარი, ხოლო, ქორწინების შემდეგ - 60 549 აშშ დოლარი, სულ _ 118 025 აშშ დოლარი. 1999 წლიდან 2010 წლამდე ანუ იმ პერიოდში, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მოსარჩელე ასრულებდა არარსებულ ვალდებულებას, ვინაიდან არარეგისტრებული ქორწინებით არ წარმოშობილა მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები, თუმცა, მოპასუხისათვის თანხის ჩარიცხვით, მოსარჩელე უზრუნველყოფდა საკუთარ ოჯახს (საკუთარ თავს, მეუღლესა და ორ შვილს), რის გამოც, როგორც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაცემული, მას უნდა დაუბრუნდეს გადარიცხული თანხის ¼ _ 14 369 აშშ დოლარი, ხოლო, ქორწინების რეგისტრაციიდან 2014 წლის 17 ივნისამდე გადარიცხული 60 549 აშშ დოლარიდან, რაც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ½. მოსარჩელის მიერ გამომუშავებული თანხით მოპასუხემ 2007 წლის 2 მარტს შეიძინა ქ.კასპში, ..... მდებარე ბინა (ს/კ #.......) და დაირეგისტრირა თავის სახელზე, 2008 წლის 10 ივლისს შეიძინა, ქ.კასპში, ....... მდებარე ბინა (ს/კ #........), რომელიც 2014 წლის 30 ივნისს ფიქტიურად გააფორმა საკუთარი დედის სახელზე. 2013 წლის 19 მარტს შეიძინა ავტომანქანა ტოიოტა RAV 4, რომელიც ასევე დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე. მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხით მოპასუხემ გაარემონტა უძრავი ქონება, შეიძინეს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ააშენა ავტოფარეხი და ფარავდა მიმდინარე ხარჯებს. მეუღლეთა თანხით შეძენილი ერთოთახიანი ბინა მათ გაუცვალეს მოპასუხის დედას მათი ბინის მომიჯნავედ მდებარე ერთოთახიან ბინაში, ეს ორი ბინა გააერთიანეს და გაიუმჯობესეს საყოფაცხოვრებო პირობები. აღნიშნული ბინებიდან ერთ-ერთი ბინა მოპასუხე მხარემ მოასწრო და გადააფორმა თავისი დედის სახელზე და ვინაიდან მოპასუხის აღნიშნული ქმედებების გამო შეუძლებელი გახდა რეალურად აღწერილიყო გასაყოფი ქონების ჩამონათვალი და ღირებულება, რომელიც მეუღლეთა არარეგისტრირებულ ქორწინებაშია შეძენილი მოსარჩელის მიერ გამომუშავებული თანხებით, ის მოითხოვს თანხის დაკისრებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მართალია მოსარჩელე მას ურიცხავდა თანხას, თუმცა, ეს თანხა ხმარდებოდა ოჯახს, მოპასუხე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, უვლიდა შვილებს, რომლებიც დადიოდნენ სკოლაში, სხვადასხვა წრეზე, ისტუმრებდა მათი მკურნალობის ხარჯებს. რაც შეეხება ნივთებს, რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებს, ნაწილი მათგანი მართლაც მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი, თუმცა ავტომანქანა, რომელიც ოქროს ნივთებთან ერთად, დღეის მდგომარეობით ისედაც მოსარჩელის მფლობელობაშია, დედის მიერ გამოგზავნილი ფულით შეიძინა მოპასუხემ, ისევე, როგორც სხვა ნივთები. მოპასუხის დედა მუშაობს საზღვარგარეთ და შვილს უგზავნის ფულს, რომელსაც მოპასუხე, მინდობილობის საფუძველზე, განკარგავს დედამისის სახელითა და სურვილით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის 44 369 აშშ დოლარის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საქმის ზეპირი განხილვისას მხარეებმა იშუამდგომლეს შესაძლო მორიგების მიზნით სხდომის გადადების თაობაზე, მოგვიანებით წერილობით მომართეს საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს ზეპირი მოსმენის გარეშე მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, შეამოწმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, დაუკავშირდა მხარეებს და გამოარკვია, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერა ეკუთვნოდათ მათ, ამასთან, მორიგების აქტი წარმოადგენდა მათი ნების გამოვლინებას, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით ზ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. სხდომაზე სასამართლომ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები და საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. მხარეებმა წერილობით მომართეს საკასაციო სასამართლოს, წარმოდგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს ზეპირი მოსმენის გარეშე მისი დამტკიცების თაობაზე შემდეგი შინაარსით:

1. მხარეები თანმხდებიან, რომ არსებული სასარჩელო მოთხოვნის სანაცვლოდ, მ.მ–ი გადასცემს საკუთრების უფლებით ზ.ბ–ძეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს _ ე.ბ–ძეს მის საკუთრებაში არსებულ: ა) ბინას, ქ.კასპში, ...... (ყოფილი ......), მე-2 სართულზე მდებარე 35,62 კვ.მ ბინასა (ს/კ# .........) და ბ) ავტომანქანა ტოიოტა RAV 4-ს (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: ......, შასის #ACA.., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: ..... გაცემული: 19.03.2013წ);

1.1. საჯარო რეესტრის 2020 წლის 13 მარტის ამონაწერით მ.მ–ის საკუთრებაში არსებული, ქ.კასპში, ....., (ყოფილი .......), მე-2 სართულზე მდენარე 35,62 კვ.მ ბინა (ს/კ# .......) დღეისათვის უფლებრივად უნაკლოა, რაც წარმოადგენს წინამდებარე მორიგების არსებით პირობას. ამასთან, მ.მ–ი აცხადებს, რომ არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც გავლენას იქონიებს აღნიშნული ბინისა და ავტომანქანის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაზე და იღებს ვალდებულებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებების განხორციელებისგან, რომელიც გამოიწვევს მორიგების ობიექტის რაიმე უფლებრივ შეზღუდვას ან დატვირთვას;

2. წინამდებარე მორიგების მიზნებიდან გამომდინარე, ზ.ბ–ძე ან ე.ბ–ძე ერთპიროვნულად ვალდებული არიან და აცხადებენ თანხმობას, რომ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გადაცემიდან და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილებით („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“) განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნიდან 10 (ათი) დღის ვადაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენით განახორციელებენ 1. პუნქტში მითითებულ ავტომანქანაზე ყადაღის მოხსნის რეგისტრაციას, ასევე, ბინისა და ავტომანქანის საკუთარ თავზე გადაფორმებას;

3. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე #51/12-14) მ.მ–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ტოიოტა RAV 4-ის (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: ....., შასის #ACA.., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: ..., გაცემული: 19.03.2013წ) დაყადაღების ნაწილში, ხოლო ზ.ბ–ძის ან ე.ბ–ძის მიერ ბინისა და ავტომანქანის უფლებრივად უნაკლოდ მდგომარეობით გადაფორმების შემდეგ გადაფორმდეს ამავე განჩინებით განსაზღვრული ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ....., ს/კ #.......) ყადაღის დადების ნაწილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის დაყადაღებულ ბინაზე უზრუნველყოფის განჩინების გაუქმების საფუძველია საჯარო რეესტრის ამონაწერი და ავტომანქანის შესახებ ამონაწერი შსს-ს მომსახურების სააგენტოდან, რომლითაც დადასტურდება ზ.ბ–ძეზე ან ე.ბ–ზე უფლებრივად უნაკლოდ მდგომარეობით ბინისა და ავტომანქანის საკუთრების უფლებრივად აღრიცხვა;

3.1. ზ.ბ–ძე და ე.ბ–ძე იღებენ ვალდებულებას, ავტომაქანის შსს-ს მომსახურების სააგენტოში გადაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში აიღონ და მ.მ–ს გადასცენ ცნობა ავტომანქანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ......., ს/კ #.....) არსებული ყადაღის მოხსნის ერთ-ერთ საფუძველს;

4. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების 1 პუნქტში მითითებული ბინისა და ავტომაქანის ზ.ბ–ძეზე ან ე.ბ–ძეზე უფლებრივად უნაკლოდ მდგომარეობით გადაფორმების შემდეგ, მ.მ–ი უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე მორიგების მე-3 პუნქტში მითითებული ყადაღის გაუქმების პროცესუალური მოქმედებები და განჩინების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ......, ს/კ #......);

4.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ბინაზე ყადაღის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ზ.ბ–ძეზე ან ე.ბ–ძეზე მორიგების ობიექტის _ ქ.კასპში, ..... (ყოფილი ......), მე-2 სართულზე მდებარე 35,62 კვ.მ ბინის (ს/კ #......) საჯარო რეესტრში და ავტომანქანა ტოიოტა RAV 4-ის (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: ....., შასის #ACA...., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: ....., გაცემილი: 19.03.2013წ.) შსს-ს მომსახურების სააგენტოში უფლებრივად უნაკლო (იგულისხმება უფლებრივი ნაკლი, რომელიც მომდინარეობს მ.მ–ისგან) მდგომარეობით გადაფორმება (აღრიცხვა);

ბ) ზ.ბ–ძის ან ე.ბ–ძის მიერ წინამდებარე მორიგების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გადაცემიდან და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილებით („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“) განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ბინასა და ავტომანქანაზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ წარუდგენლობა;

5. წინამდებარე მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული ქონების გადაფორმებამდე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის შენარჩუნების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც არ აღმოიფხვრება წარმოშობიდან ორი თვის ვადაში, მ.მ–ი ვალდებულია, გადაუხადოს ზ.ბ–ძეს პირგასამტეხლო 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;

6. ამ შეთანხმებით სრულდება მხარეებს, როგორც ყოფილ მეუღლეებს შორის არსებული დავა და მათ ერთმანეთის მიმართ სხვა რაიმე სახის ქონებრივი პრეტენზია არ ექნებათ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება, სატელეფონო საშუალებით დაუკავშირდა მხარეებს, ასევე, მესამე პირს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ხელმოწერა ნამდვილად მათ ეკუთვნოდათ, მორიგების აქტში გადმოცემული პირობები გამოხატავდა მათ ნამდვილ ნებას და მხარი დაუჭირეს მის დამტკიცებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდება, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

2. უზრუნველყოფის ღონისძიება:

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო მ.მ–ის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ ქონებას:

ა) ქ.კასპში, ...... მდებარე საცხოვრებელ სახლს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......);

ბ) ქ.კასპში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......);

გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, ტოიოტა RAV 4, ფერი _ მწვანე 7/8, გამოშვების წელი _ 2002, სანომრე ნიშანი - ....., შასის ნომერი - ACA......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ......, გაცემული 19/03/2013.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებამ მორიგების აქტის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძების გაუქმების წესი და პირობები, პალატა ითვალისწინებს მას და ამ ეტაპზე ძალაში ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინებას, ამასთანავე, ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმდება მორიგების აქტით გათვალისწინებული წესით.

3. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმება დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ მიღწეულ იქნა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2 949 ლარის ნახევარი 1 474,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 1991, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგება კასატორ ზ.ბ–ძეს (პ/# ......, წარმომადგენელი _ შ.მ–ი), მოწინააღმდეგე მხარე მ.მ–სა (პ/#......) და ე.ბ–ძეს (პ/# .......) შორის შემდეგი პირობებით:

2.1. მხარეები თანმხდებიან, რომ არსებული სასარჩელო მოთხოვნის სანაცვლოდ, მ.მ–ი გადასცემს საკუთრების უფლებით ზ.ბ–ძეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს _ ე.ბ–ძეს მის საკუთრებაში არსებულ: ა) ქ.კასპში, ....... (ყოფილი ......), მე-2 სართულზე მდებარე 35,62 კვ.მ ბინასა (ს/კ# .......) და ბ) ავტომანქანა ტოიოტა RAV 4-ს (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: ...., შასის #ACA.., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: ..., გაცემული: 19.03.2013წ);

2.1.1. საჯარო რეესტრის 2020 წლის 13 მარტის ამონაწერით მ.მ–ის საკუთრებაში არსებული, ქ.კასპში, ....., (ყოფილი ......), მე-2 სართულზე მდებარე 35,62 კვ.მ ბინა (ს/კ# ......) დღეისათვის უფლებრივად უნაკლოა, რაც წარმოადგენს წინამდებარე მორიგების არსებით პირობას. ამასთან, მ.მ–ი აცხადებს, რომ არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც გავლენას იქონიებს აღნიშნული ბინისა და ავტომანქანის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაზე და იღებს ვალდებულებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებების განხორციელებისგან, რომელიც გამოიწვევს მორიგების ობიექტის რაიმე უფლებრივ შეზღუდვას ან დატვირთვას;

2.2. წინამდებარე მორიგების მიზნებიდან გამომდინარე, ზ.ბ–ძე ან ე.ბ–ძე ერთპიროვნულად ვალდებული არიან და აცხადებენ თანხმობას, რომ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გადაცემიდან და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილებით („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“) განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნიდან 10 (ათი) დღის ვადაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენით განახორციელებენ 2.1. პუნქტში მითითებულ ავტომანქანაზე ყადაღის მოხსნის რეგიატრაციას, ასევე, ბინისა და ავტომანქანის საკუთარ თავზე გადაფორმებას;

2.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე #51/12-14) მ.მ–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ტოიოტა RAV 4-ის (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: ......, შასის #......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: ......., გაცემული: 19.03.2013წ) დაყადაღების ნაწილში, ხოლო, ზ.ბ–ძის ან ე.ბ–ძის მიერ ბინისა და ავტომანქანის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობით გადაფორმების შემდეგ გაუქმდეს ამავე განჩინებით განსაზღვრული უზრუნველყოფა ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ......., ს/კ # ......) ყადაღის დადების ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის დაყადაღებულ ბინაზე უზრუნველყოფის განჩინების გაუქმების საფუძველია საჯარო რეესტრის ამონაწერი და ავტომანქანის შესახებ ამონაწერი შსს-ს მომსახურების სააგენტოდან, რომლითაც დადასტურდება ზ.ბ–ძეზე ან ე.ბ–ძეზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობით ბინასა და ავტომანქანაზე საკუთრების უფლების აღრიცხვა;

2.3.1. ზ.ბ–ძე და ე.ბ–ძე იღებენ ვალდებულებას, ავტომაქანის შსს-ს მომსახურების სააგენტოში გადაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში აიღონ და მ.მ–ს გადასცენ ცნობა ავტომანქანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ........, ს/კ # .......) არსებული ყადაღის მოხსნის ერთ-ერთ საფუძველს;

2.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების 2.1. პუნქტში მითითებული ბინისა და ავტომაქანის ზ.ბ–ზე ან ე.ბ–ზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობით გადაფორმების შემდეგ, მ.მ–ი უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე მორიგების 2.3. პუნქტში მითითებული ყადაღის გაუქმების პროცედურული მოქმედებები და განჩინების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ......., ს/კ # .......);

2.4.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ბინაზე ყადაღის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ზ.ბ–ძეზე ან ე.ბ–ძეზე მორიგების ობიექტის _ ქ.კასპში, ....... (ყოფილი .......), მე-2 სართულზე მდებარე 35,62 კვ.მ ბინის (ს/კ #.......) საჯარო რეესტრში და ავტომაქანა ტოიოტა RAV 4-ის (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: ......., შასის #......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: ......., გაცემილი: 19.03.2013წ.) შსს-ს მომსახურების სააგნეტოში უფლებრივად უნაკლო (იგულისხმება უფლებრივი ნაკლი, რომელიც მომდინარეობს მ.მ–ისგან) მდგომარეობით გადაფორმება (აღრიცხვა);

ბ) ზ.ბ–ძის ან ე.ბ–ძის მიერ წინამდებარე მორიგების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გადაცემიდან და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილებით („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“) განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ბინასა და ავტომანქანაზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ წარუდგენლობა;

2.5. წინამდებარე მორიგების 2.1.1. პუნქტში მითითებული ქონების გადაფორმებამდე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის შენარჩუნების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც არ აღმოიფხვრება წარმოშობიდან ორი თვის ვადაში, მ.მ–ი ვალდებულია, გადაუხადოს ზ.ბ–ძეს პირგასამტეხლო 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;

2.6. ამ შეთანხმებით სრულდება მხარეებს, როგორც ყოფილ მეუღლეებს შორის არსებული დავა და მათ ერთმანეთის მიმართ სხვა რაიმე სახის ქონებრივი პრეტენზია არ ექნებათ.

3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ზ.ბ–ძის სარჩელის გამო, მ.მ–ის მიმართ, 2002 წლიდან 2010 წლის 29 იანვრამდე ზ.ბ–ძის მიერ მ.მ–ის სახელზე გადარიცხული 57 476 აშშ დოლარის ¼-ის - 14 369 აშშ დოლარისა და 2010 წლის 29 იანვრიდან 2014 წლის 17 ივნისამდე გადარიცხული 61 549 აშშ დოლარის ½-ის - 30 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

6. კასატორ ზ.ბ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ ნ.ც–ძის მიერ კასატორის სახელით 26.11.2018წ. #18642503 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2 949 ლარის ნახევარი 1 474,5 ლარი.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური