საქმე №ას-2-1-2010 1 ივლისი 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე,მომხსენებელი);
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ხ.ქ–ი, მ.კ–ა, დ.ბ–ა, კ.ბ–ი, მ.ქ–ა, ჟ.გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – რ.მ–ი, ლ.თ–ძე, პ.ყ–ძე, გ.ღ–ძე, თ.კ–ძე, დ.ზ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით რ.მ–ის, ლ.თ–ძის, პ.ყ–ძის, გ.ღ–ძის, თ.კ–ძისა და დ.ზ–ძის სარჩელი ე. და ხ.ქ–ების, დ.ბ–ას, მ. და ლ. კ–ის, კ.ბ–ის, გ. და მ.ქ–ების, ნ.გ–ძის, ბ.ს–ის, ჟ. და ი.გ–ისა და ქ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე რ.მ–ის საკუთრებაში არსებული ბინა #61 ე. და ხ.ქ–ების უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა რ.მ–ს;
გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე ლ.თ–ძის თანასაკუთრებაში არსებული ბინა #14 დ.ბ–ას უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს;
გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე პ.ყ–ძის საკუთრებაში არსებული ბინა #22 მ. და ლ. კ–ის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს;
გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე გ.ღ–ძის თანასაკუთრებაში არსებული ბინა #62 კ.ბ–ის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს;
გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე თ.კ–ძის თანასაკუთრებაში არსებული ბინა #41 გ. და მ.ქ–ების უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს;
გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე გ.ვ–ის თანასაკუთრებაში არსებული ბინა #55 ნ.გ–ძისა და ბ.ს–ის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს;
გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე დ.ზ–ძის თანასაკუთრებაში არსებული ბინა #42 ჟ. და ი.გ–ის და ქ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს ხ.ქ–მა, მ.კ–ამ, ლ. კ–ამ, დ.ბ–ამ, კ.ბ–მა, მ.ქ–ამ, გ. ქ–ამ და ჟ.გ–მა, რ.მ–ის, ლ.თ–ძის, პ.ყ–ძის, გ.ღ–ძის, თ.კ–ძისა და დ.ზ–ძის მიმართ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მათ ნაწილში გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ხ.ქ–ის, მ.კ–ას, ლ. კ–ას, დ.ბ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ას, გ. ქ–ასა და ჟ.გ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ.ქ–მა, მ.კ–ამ, დ.ბ–ამ, კ.ბ–მა, მ.ქ–ამ და ჟ.გ–მა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის განჩინებით ხ.ქ–ის, მ.კ–ას, დ.ბ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ასა და ჟ.გ–ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2010 წლის 18 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მ.კ–ამ, ლ. კ–ამ, კ.ბ–მა, მ.ქ–ამ და ხ.ქ–მა, რომელთაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრეს სარჩელი, რომლის განხილვის დასრულებამდე შეუძლებელი იყო აღნიშნული საქმის განხილვა. მათ ასევე განმარტეს, რომ აღნიშნული სარჩელი იმ პერიოდისათვის მიღებული იყო სასამართლოს წარმოებაში და ცნობილი იყო დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემულ საკასაციო საჩივარზე სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა მ.კ–ას, ლ. კ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ასა და ხ.ქ–ის სარჩელზე რ.მ–ის, გ.ღ–ძის და სხვათა მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე წარმოება, რ.მ–ის, ლ.თ–ძის, პ.ყ–ძის, გ.ღ–ძის, თ.კ–ძისა და დ.ზ–ძის სარჩელზე ე. და ხ.ქ–ების, დ.ბ–ას, მ. და ლ. კ–ის, კ.ბ–ის, გ. და მ.ქ–ების, ნ.გ–ძის, ბ.ს–ის, ჟ. და ი.გ–ისა და ქ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, განახლდა საქმის წარმოება ხ.ქ–ის, მ.კ–ას, დ.ბ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ასა და ჟ.გ–ის საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე და ამავე განჩინებით საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა დაინიშნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 1 ივლისს გამართულ საქმის ზეპირ განხილვაზე კასატორების ნაწილმა, კერძოდ, ხ.ქ–მა, მ.კ–ამ, კ.ბ–მა, მ.ქ–ამ და ჟ.გ–მა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადეს და შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
კასატორი დ.ბ–ა 2020 წლის 1 ივლისს გამართულ საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორების განაცხადის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მათ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის განჩინებით ხ.ქ–ის, მ.კ–ას, დ.ბ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ასა და ჟ.გ–ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2010 წლის 18 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მ.კ–ამ, ლ. კ–ამ, კ.ბ–მა, მ.ქ–ამ და ხ.ქ–მა, რომელთაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრეს სარჩელი, რომლის განხილვის დასრულებამდე შეუძლებელი იყო აღნიშნული საქმის განხილვა. მათ ასევე განმარტეს, რომ აღნიშნული სარჩელი იმ პერიოდისათვის მიღებული იყო სასამართლოს წარმოებაში და ცნობილი იყო დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემულ საკასაციო საჩივარზე სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა მ.კ–ას, ლ. კ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ასა და ხ.ქ–ის სარჩელზე რ.მ–ის, გ.ღ–ძის და სხვათა მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე წარმოება, რ.მ–ის, ლ.თ–ძის, პ.ყ–ძის, გ.ღ–ძის, თ.კ–ძისა და დ.ზ–ძის სარჩელზე ე. და ხ.ქ–ების, დ.ბ–ას, მ. და ლ. კ–ის, კ.ბ–ის, გ. და მ.ქ–ების, ნ.გ–ძის, ბ.ს–ის, ჟ. და ი.გ–ისა და ქ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, განახლდა საქმის წარმოება ხ.ქ–ის, მ.კ–ას, დ.ბ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ასა და ჟ.გ–ის საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე და ამავე განჩინებით საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა დაინიშნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 1 ივლისს გამართულ საქმის ზეპირ განხილვაზე კასატორების ნაწილმა, კერძოდ ხ.ქ–მა, მ.კ–ამ, კ.ბ–მა, მ.ქ–ამა და ჟ.გ–მა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადეს და შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კასატორების ნაწილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, საქმის წარმოება მათ ნაწილში უნდა შეწყდეს.
რაც შეეხება დ.ბ–ას საკასაციო საჩივარს, ამ ნაწილში საქმისწარმოება უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან მას უარი არ განუცხადებია საკასაციო საჩივარზე.
სსსკ-ის 408-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ისე მხარეთა დასწრების გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ, მიზანშეწონილად მიიჩნია დ.ბ–ას საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების: ხ.ქ–ის, მ.კ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ასა და ჟ.გ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ხ.ქ–ის, მ.კ–ას, კ.ბ–ის, მ.ქ–ასა და ჟ.გ–ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე რ.მ–ის, ლ.თ–ძის, პ.ყ–ძის, გ.ღ–ძის, თ.კ–ძისა და დ.ზ–ძის სარჩელზე ე. და ხ.ქ–ების, დ.ბ–ას, მ. და ლ. კ–ის, კ.ბ–ის, გ. და მ.ქ–ების, ნ.გ–ძის, ბ.ს–ის, ჟ. და ი.გ–ისა და ქ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე;
3. დაინიშნოს დ.ბ–ას საკასაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე;
4. საქმის განხილვის თაობაზე ეცნობოთ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი