საქმე №ა-2146-შ-48-2020 31 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე –ვ.ც–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – იენის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის (№43 F 853/15) გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. იენის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის (№43 F 853/15) გადაწყვეტილებით მ.ქ–სა დავ.ც–ის შორის, 2007 წლის 8 იანვარს იენის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის წინაშე (ქორწინების რეესტრის ნომერი 3/2007) გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
2. მ.ქ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა იენის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის (№43 F 853/15) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. იენის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 9 სექტემბრიდან.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარე განქორწინებას დაეთანხმა.
5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით მ.ქ–ის შუამდგომლობა იენის სამხარეო სასამართლოს, 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იენის სამხარეო სასამართლოს, 2016 წლის 27 ივლისის (№43 F 853/15) გადაწყვეტილებით, მ.ქ–სა დ.ც–ის შორის, 2007 წლის 8 იანვარს იენის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის წინაშე (ქორწინების რეესტრის ნომერი 3/2007) გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
9. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 9 სექტემბრიდან. მოწინააღმდეგე მხარე განქორწინებას დაეთანხმა. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
11. იმავე კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, იენის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის (№43 F 853/15) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ქ–ის შუამდგომლობა იენის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის (№43 F 853/15) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იენის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის (№43 F 853/15) გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ქ–სა დ.ც–ის შორის, 2007 წლის 8 იანვარს იენის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის წინაშე (ქორწინების რეესტრის ნომერი 3/2007) გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე