Facebook Twitter

საქმე№ა-1758-შ-43-2020 29 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ქ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახური საქმეების 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახური საქმეების 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), ს.დ–სა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) და ხ.ქ–ს შორის, შეწყდა 1997 წლის 18 სექტემბერს №282 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

2. შუამდგომლობის ავტორმა, წარმომადგენლის მეშვეობით, 2020 წლის 29 მაისს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა, დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება საბოლოოა.

5. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები სათანადო წესით იყვნენ ინფორმირებულები სხდომის თაობაზე და თანხმობა განაცხადეს განქორწინებაზე. გადაწყვეტილება მიღებულია მხარეთ დაუსწრებლად.

6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.დ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, ისრაელის სახელმწიფოს, რიშონ ლეციონის ოჯახური საქმეების 2009 წლის 5 მარტის №035690/08 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 1997 წლის 18 სექტემბერს №282 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე