Facebook Twitter

საქმე №ა-1435-შ-38-2020

10 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი თ.ს. (შუამდგომლობის ავტორი)

განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განჩინებაში არსებული უსწორობის გასწორება

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის განჩინებით თ.ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა თურქეთის რესპუბლიკის კუმლუჯას რაიონის მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის #2017/225 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა მ.ს–ს პ/ნ ..... და თ.ს–ს პ/ნ ..... შორის 05/04/2011 წელს რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 4 ივნისს თ.ს–მა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის განჩინებაში არსებული უსწორობის გასწორება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

მოცემულ შემთხვევაში, თ.ს.ის მიერ 2020 წლის 4 ივნისს წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 8 ივნისს წარმოდგენილ შუამდგომლობას, რომლითაც განმცხადებელმა მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის კუმლუჯას რაიონის მე-2 ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის N2017/225 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, თან ერთვოდა არასწორი თარგმანი, სადაც დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. კერძოდ, მ.ს–ის ნაცვლად მითითებული იყო მ.ს–ი.

2020 წლის 4 ივნისს წარმოდგენილი განცხადებით თ.ს–მა მოითხოვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის განჩინებაში მისი ყოფილი მეუღლის მ.ს–ის ნაცვლად მითითებული იქნეს მ.ს., ხოლო მისი სახელი და გვარი მითითებული იქნეს თ.ს–ად.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ.ს.ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განჩინებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა და განჩინების მთელ ტექსტში მ.ს–ის ნაცვლად მიეთითოს - მ.ს.

რაც შეეხება კასატორის მეორე მოთხოვნას, საკასაციო პალატა განმარტვას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის განჩინებაში განმცხადებლის სახელი და გვარი - თ.ს. სწორად არის მითითებული და ამ ნაწილში განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ იკვეთება.

ზემოთ აღნიშნული განჩინების შესავალ ნაწილში შუამდგომლობის ავტორად გარკვევით და ნათლად არის მითითებული - თ.ს. ამავე განჩინების დანარჩენ ტექსტში კი თ.ს–ის სახელი და გვარი, ქართული ენის გრამატიკიდან გამომდინარე ასევე სწორად და რიგ შემთხვევაში შესაბამის ბრუნვაშია გადმოცემული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შესწორდეს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და მ.ს–ის ნაცვლად მიეთითოს - მ.ს.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა

1. თ.ს–ის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განჩინებაში (საქმე #ა-1435-შ-38-2020) დაშვებული უსწორობა შესწორდეს და განჩინების მთელ ტექსტში მ.ს–ის ნაცვლად მიეთითოს - მ.ს.

3. განჩინების დანარჩენი ტექსტი დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე