საქმე №ა-207-ბ-2-2016 21 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ შპს „მ–ო“, შპს „გ.გ–ი“, კომპანია „ვ.მ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ–ი“, შპს „ს–ო“
განმცხადებლის მოთხოვნა - ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისისა და ამავე წლის 21 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ქონების უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით დარეგისტრირდა (რეგისტრაციის N 4/4-693) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ–ო“ (შემდეგში - სათანადო მოსარჩელე, საზოგადოება), რომლის დამფუძნებლები არიან პ–ში 12.04.1989წ. # 31832 აქტით რეგისტრირებული კომპანია „ვ–ო“ (შემდეგში - თავდაპირველი მოსარჩელე, პირველი დამფუძნებელი) და ს–ოში, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 05.12.1995 წ. დადგენილებით რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „მ–ი“ (შემდეგში - სს, მოპასუხე, მეორე დამფუძნებელი).
2. შპს „მ–ოს“ წესდების თანახმად (იხ. ტ.1, ს.ფ. 7-19) სს-ის, როგორც მეორე დამფუძნებელის, ანუ საზოგადოების პარტნიორის, ვ–დებულებას წარმოადგენდა საზოგადოებისათვის, მისი რეგისტრაციისთანავე, გადაეცა მფლობელობაში (წესდების 5.5.2 ქვეპუნქტის მიხედვით - იხ ტ.1, ს.ფ. 12; ხოლო შპს „მ–ოსა“ და სს „მ–ს“ შორის 15.10.1997წ. ხელმოწერილი ორმხრივი კონტრაქტის მიხედვით სს-ას შპს „მ–ოს“ საკუთრებაში უნდა გადაეცა უძრავი ნივთი -იხ. ტ.1, ს.ფ. 21-22) სასტუმრო „ს–ო“ (შემდეგში - უძრავი ნივთი), ყველა სექციით (მათ შორის იმ დროისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაკავებული სექციითაც) და მასში არსებული მოწყობილობებით ყოველგვარი ვ–დებულებისგან თავისუფალ მდგომარეობაში.
3. მოპასუხემ (მეორე დამფუძნებელმა) უძრავი ნივთის გადაცემის შესახებ ნაკისრი ვ–დებულება შეასრულა, რაც დადასტურებულია 1997 წლის 15 ოქტომბერს ნოტარიულად გაფორმებული ხელშეკრულებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 21-22). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სათანადო ცვლილება შევიდა თბილისის ტექინვეტარიზაციის ბიუროს მონაცემებში და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ შპს „მ–ო“ აღირიცხა (იხ.ტ. 1, ს.ფ. 23-26).
4. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის 2000 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის - სს „მ–ის“ მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე ნოტარიუსის ნ. ს–ის წინააღმდეგ, გაუქმდა 1997 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი ხელშეკრულება. ნოტარიუსმა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ ის შეცდა, კერძოდ, მხარეების მიზანს წარმოადგენდა არა გარიგებაზე ხელმოწერის ნამდვილობის, არამედ - მისი შინაარსის დადასტურება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ გარიგების დამოწმება და ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, თავისი შინაარსითა და არსით, აბსოლუტურად განსხვავებული სანოტარო მოქმედებებია; პირველ შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ მოწმდება დასამოწმებელი გარიგების მთელი შინაარსი, მისი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და გარიგების მონაწილეთა ნების შესატყვისობა მოქმედ სამართალთან, ხოლო მეორე შემთხვევაში - დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა კონკრეტულ პირს (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-30).
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლომ იხელმძღვანელა „ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ 1997 წლის 8 იანვარს დამტკიცებული ინტრუქციის 25-ე, 116-ე და 118-ე მუხლებით და გააუქმა 1997 წლის 15 ოქტომბერს შესრულებული სანოტარო მოქმედება, რომელიც შეეხებოდა საზოგადოებასა და მეორე დამფუძნებელს (მოპასუხეს) შორის დადებულ ხელშეკრულებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
6. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხემ შპს „მ–ოს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) დაიბრუნა და შემდეგ, მის მიერ დაფუძნებული კომპანიის - შპს „ს–ოს“ კაპიტალში შეიტანა.
7. საზოგადოების პირველმა დამფუძნებელმა, 2001 წლის 9 მარტს, სარჩელით მიმართა სასამართლოს საზოგადოების მეორე დამფუძნებლისა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) და შპს „ს–ოს“ წინააღმდეგ; თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ დაფუძნებული საზოგადოებისათვის (შპს „მ–თვის“) ქ. თბილისში, ..... მდებარე შენობის დაბრუნება, სადავო უძრავი ნივთის შპს „ს–ოს“ საკუთრებად რეგისტრაციის გაუქმება და მოპასუხისათვის (მეორე დამფუძნებლისათვის) 89 850. 62 ლარის დაკისრება, ზიანის ანაზღაურების სახით (იხ. ტ.1,ს.ფ. 3-6).
8. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით, საქმეში არასათანადო მოსარჩელე კომპანია „ვ–ო“ შეიცვ–ა სათანადო მოსარჩელით შპს „მ–ოთი“; ამის თაობაზე სათანადო მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით განემარტა მისი უფლებები და სხდომა სხვა დროისათვის გადაიდო (იხ. ტ.1, ს.ფ.154-156).
9. შპს „მ–ოს“ და კომპანია „ვ–ოს“ წარმომადგენლებმა, 2001 წლის 21 სექტემბერს, განცხადებით მიმართეს სასამართლოს და საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვეს.
10. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის - შპს „მ–ოს“ გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხეების (შპს „მ–ისა“ და შპს „ს–ოს“) შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „მ–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1, ს.ფ.184-186). ამ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სათანადო მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა, ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე.
11. საქმის მასალებშია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 15 ოქტომბრის განჩინება (იხ. ტ.1, 219-221), რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელისა და თავდაპირველი მოსარჩელის განცხადება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი) და შეჩერდა საქმის წარმოება შპს „მ–ოს“ სარჩელისა გამო ორი მოპასუხის - სს „მ–ისა“ (მეორე დამფუძნებლის) და შპს „ს–ოს“ მიმართ.
12. ზემოხსენებულ განჩინებაში მითითებულია, რომ საქმის სწორი გადაწყვეტისათვის აუცილებლად უნდა გაირკვეს საქმეში მოსარჩელის - შპს „მ–ოს“ მონაწილეობის საკითხი, რაც საქმის მასალების მიხედვით, შესაძლოა გადაწყდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში კომპანია „ვ–ოსა“ და შპს „მ–ოს“ დირექტორების სარჩელის განხილვის შედეგად. სასამართლომ მიუთითა ს–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე: სასამართლო ვ–დებულია შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით“ (ნორმის 2001 წელს მოქმედი რედაქცია) - იხ. ტ.1, ს.ფ.219-221.
13. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „მ–ოს“ პარტნიორი კომპანიის „ვ–ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „მ–ოს“ სახელით მის დირექტორებს- ი.რ–ს, ნ. გ–სა და ე. ა–ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭათ შპს „ს–ოსთან“ და სს “მ–თან“ ურთიერთობაში (იხ. ტ.1, ს.ფ. 229-234). ამ გადაწყვეტილებაზე მოპასუხე სს “მ–მა“ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1, ს.ფ.235-238). საოლქო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კომპანია „ვ–ოს“ სარჩელის უარყოფა. მოპასუხე სს-ის საკასაციო განაცხადი ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 8 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1, ს.ფ.239-240).
14. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას 2002 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „მ–ოს“ დირექტორების: ე. ა–ის, რ. გ–სა და ი. რ–ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ა. ი–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებლები იყვნენ მოსარჩელე საზოგადოების (შპს „მ–ოს“) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომელთაც სათანადო წესით აქვთ წარდგენილი სარჩელი ორი მოპასუხის: სს „მ–ისა“ (რომელიც მოსარჩელე საზოგადოების მეორე დამფუძნებელია) და შპს „ს–ოს“ წინააღმდეგ. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში აღმოიფხვრა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, შესაბამისად, 2001 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი) შეჩერებულ საქმეზე, ზემოხსენებულ მოპასუხეებთან სამართლებრივ ურთიერთობებში, მოსარჩელე საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები არიან: ე.ა–ი, რ. გ–ი და ი. რ–ი, რაც შეჩერებული საქმის წარმოების განახლების საფუძველია. მოსარჩელის დირექტორების წარმომადგენელმა განცხადებას დაურთო ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი; ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 ივნისის განჩინება და ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 8 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი (იხ. ტ.1, ს.ფ.227-240; ასევე- წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი).
15. მოსარჩელე საზოგადოების დირექტორების წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 ნოემბრის განჩინებით განახლდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „მ–ოს“ სარჩელისა გამო მოპასუხეების: საზოგადოების მეორე დამფუძნებლისა და შპს „ს–ოს“ წინააღმდეგ. (იხ.ტ.1, ს.ფ.249-250).
16. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ტ.1, ს.ფ. 317-325).
17. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–ომ“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში (იხ.ტ.1, ს.ფ. 335-340).
18. ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „მ–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ.1, ს.ფ. 407-417).
19. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „მ–ოს“ სარჩელი მოპასუხეების: სს “მ–ის“, შპს „ს–ო“-ს მიმართ ქონების უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.2, ს.ფ. 152-159).
20. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–ომ“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ.2. ს.ფ. 169-174).
21. ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 6 ივლისის განჩინებით მოსარჩელე საზოგადოების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
22. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 333-339).
23. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–ომ“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 348-358).
24. მხარეებმა - შპს „მ–ომ“, სს „მ–მა“ და შპს „ს–ომ“ 2005 წლის 4 ოქტომბერს დადეს ხელშეკრულება მშვიდობიანი მორიგების შესახებ, რომელიც ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დამტკიცდა და, შესაბამისად, ამ საფუძვლით შეწყდა საქმის წარმოება; გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განჩინება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 462-477).
25. ს–ოს უზენაეს სასამართლოს, 2008 წლის 26 თებერვ–ს, მიმართა შპს „ს–ოს“ წარმომადგენელმა გ.თ–ძემ, მოითხოვა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის საკასაციო წესით წარმოების განახლება (იხ. ტ.2. ს.ფ. 483-486).
26. ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ს–ოს“ წარმომადგენლის განცხადება, გაუქმდა საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (იხ. 25-ე პუნქტი) და საქმის წარმოება განახლდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 520-523).
27. ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „მ–ოს“ სარჩელი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტი; ასევე - ტ.2. ს.ფ. 538-545).
28. ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2016 წლის 20 იანვარს, განცხადებით მომართა შპს „მ–ოს“, მისი პარტნიორის შპს „გ.გ–ის“ და ყოფილი პარტნიორის - კომპანია „ვ.მ–ის“ წარმომადგენელმა, მოითხოვა ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისისა და 21 ნოემბრის განჩინებების (იხ. წინამდებარე განჩინების 26-27-ე პუნქტები) ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
29. განმცხადებლის მოთხოვნა და ძირითადი პრეტენზია იმას ეფუძნება, რომ მოპასუხე შპს „ს–ოს“ მოთხოვნის საფუძველზე დაწყებული წარმოების დროს, რომლის შედეგადაც ამ უკანასკნელის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა კანონიერ ძალაში შესული განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და არ დაკმაყოფილდა შპს „მ–ოს“ საკასაციო საჩივარი, მოსარჩელე საზოგადოების უფლებამოსილი წარმომადგენლები - დირექტორები (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი) არ ყოფილან შესაბამისი წესით მოწვეულნი, რათა მათ წარმოედგინათ საზოგადოების ინტერესები;
29.1. განმცხადებლის პრეტენზიით, საკასაციო სასამართლომ უგულებელჰყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი, კერძოდ, საქმის მასალებშია - ტ.1, ს.ფ. 229-241, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 ნოემბრის # 2/1760 გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოების ინტერესების დაცვა სასამართლოში დაევ–ათ ამავე კომპანიის პარტნიორის „ვ.მ–ის“ მიერ დანიშნულ დირექტორებს: რ.გ–ს, ი.რ–სა და ე.ა–ს. დასახელებული დირექტორები, როგორც მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორი კომპანიის „ვ–ოს“ წარმომადგენლები და ამავდროულად სასამართლოს მიერ დანიშნული მოსარჩელის ინტერესების დამცველნი, არ ყოფილან მიწვეული სასამართლო განხილვებისას საქმეში მონაწილეობის მისაღებად;
29.2. განმცხადებელი უთითებს, რომ შპს“ ს–ომაც“ და შპს „მ–ოს“ ყოფილმა ქართველმა დირექტორებმა იცოდნენ, რომ მორიგება შედგა, ერთი მხრივ, ქართულ მხარესა და, მეორე მხრივ, უცხოელ პარტნიორებს შორის და საქმე მორიგებით დასრულდა სასამართლოში 2005 წლის 11 ოქტომბერს;
29.3. განმცხადებელი უთითებს, რომ მოსარჩელის მხარეზე მესამე პირად საქმეში უნდა ჩართულიყო კომპანია „გ.გ–ი“, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაერკვია, სად გაუგზავნიდა მოსარჩელე საზოგადოების დირექტორებს სასამართლო უწყებებს. უწყებები უნდა გაგზავნილიყო არა მოსარჩელე საზოგადოების მისამართზე, არამედ - საქმეში მითითებულ მისამართებზე ისრაელში, რათა მხარე მოწვეული ყოფილიყო სათანადო წესით; უფრო მეტიც, კომპანიები „ვ.მ–ი“ და „გ.გ–ი“ საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებულნი, შესაძლოა ისინი დაინტერსებულ მხარედ, ანუ მესამე პირად ჩართულიყვნენ, თუმცა, იმ მიზეზით, რომ არც ერთი დასახელებული პირისათვის არ იყო ცნობილი საკასაციო სასამართოლოში შპს „ს–ოს“ მიერ 2008 წლის 26 თებერვ–ს შეტანილი განცხადების თაობაზე, ამ უკანასკნელის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდა მოსარჩელე მხარის, მისი წარმომადგენლის მოწვევის გარეშე; განმცხადებლის მტკიცებით, სსსკ-ის 422- ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირის სახით საქმეში უნდა ყოფილიყვნენ ჩართული შპს „გ.გ–ი“ და კომპანია „ვ.მ–ი“;
29.4. განმცხადებელი უთითებს, რომ მისთვის რამდენიმე დღეა, ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს შეგნებულად დაუმალა და არ წარუდგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე საზოგადოებას ჰყავდა უფლებამონაცვლე კომპანია „გ.გ–ის“ სახით; სასამართლომ არ გაითვ–ისწინა, რომ კომპანიის ინტერესებს დაიცავდნენ ის დირექტორები (იხ. 29.1 ქვეპუნქტი), რომლებიც პირველი დამფუძნებელი კომპანიის მიერ იქნენ წარდგენილი;
29.5. განმცხადებლის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მასზე, როგორც ადვოკატზე, მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა - რ. გ–მა გასცა მინდობილობა, რის შემდეგაც, 2015 წლის 18 დეკემბერს, წარმომადგენელმა მოახერხა საქმის მასალებს გასცნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელმა (ადვოკატმა) ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართა სასამართლოს არქივს და მოითხოვა საქმის მასალების გაცნობა, ახალი მინდობილობის წარდგენამდე, მას არ გადაეცა მასალები;
29.6. განმცხადებელი უთითებს სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველ, მეორე და მეოთხე პუნქტებზე (1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 2. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. 3. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს, თუ იგი ქმედუუნაროა – მის კანონიერ წარმომადგენელს... 4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვ–ისწინებული შემთხვევებისა) და განმარტავს, რომ საქმის მასალები და წარმოდგენილი განცხადებით გასაჩივრებული განჩინებები მხარემ 2015 წლის 18 დეკემბერს მიიღო, შესაბამისად, დასახელებული ნორმის საფუძველზე, დაცულია გასაჩივრების ერთთვიანი ვადა(იხ. ტ.3, ს.ფ. 2-6; იხ. ასევე, დაზუსტებული განცხადებები- ტ.3, ს.ფ.65-71, 127-141, 179-196; 19.05.2016 წ. და 12.07.2016წ. წარმოდგენილ დაზუსტებულ განცხადებებში მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა- ტ.3, ს.ფ.134-135, 189-190).
30. ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით მოსარჩელე საზოგადოების (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ განცხადება (იხ. ამ განჩინების 29-ე პუნქტი) მიჩნეულ იქნა დასაშვებად (იხ. ტ.3.ს.ფ. 81-84), ხოლო 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე დაინიშნა ზეპირი მოსმენა (იხ. ტ.3. ს.ფ. 166-167).
31. წარმოდგენილ განცხადებაზე წერილობითი მოსაზრებები, ასევე, წარმოადგინა შპს „მ–ისა“ (მოპასუხისა) და შპს „ს–ოს“ წარმომადგენელმა (იხ. ტ.3, ს.ფ.90-92, 99-103).
32. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისს ზეპირი განხილვის ფორმით ჩატარდა სხდომა (იხ. სხდომის ოქმი - ტ.3, ს.ფ.218-241) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პოზიციებისა და მისი მოწინააღმდეგის მოსაზრებების მოსმენის მიზნით. აღნიშნული სხდომის შემდეგ, განმცხადებელი საზოგადოებების წარმომადგენელმა 2016 წლის 9 ივნისს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით (იხ. ტ.3, ს.ფ.260-269), სადაც მის მიერ უკვე წარმოდგენილი პრეტენზიების დამატებითი არგუმენტების გარდა, მიუთითა, რომ განცხადების წარმოდგენის წინა დღეს („გუშინ“) მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა, რომ საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის თავმჯდომარე მოსამართლე მ. თოდუა მუშაობდა „ქ.ჯ–ის“ იურიდიული სამსახურის უფროსად, რომლის უშუალო მონაწილეობითაა გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, დასახელებულ ბანკსა და, მეორე მხრივ, მოპასუხე შპს „ს–ოს“ შორის; ამ საფუძვლით წარმომადგენლის მარწმუნებლებს აქვთ ვარაუდი, რომ მოსამართლე შესაძლოა დაინტერესებული იყოს საქმის შედეგით, შესაბამისად, მოსამართლის მიუკერძოებლობის ეჭვის შეტანის გამო, მხარემ იშუამდგომლა საქმის განხილვისაგან მისი აცილება.
33. საქმის მასალებშია განმცხადებლის მოწინააღმდეგის 19.09.2016წ. წერილობითი პასუხი ზემოხსენებული განცხადებისა და შუამდგომლობის პასუხად (იხ. ტ.3, ს.ფ. 276-281).
34. განმცხადებელი საზოგადოებების წარმომადგენელმა 2016 წლის 22 სექტემბერს კვლავ წარმოადგინა განცხადება (იხ. ტ.3, ს.ფ. 286-290) საკასაციო სასამართლოში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, გაიმეორა შუამდგომლობა მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილების თაობაზე, ასევე, მოითხოვა საქმეში მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, „ბ.ქ–ს“ ჩაბმა, მოპასუხე შპს „ს–ოს“ მხარეზე, რაც მისი მოსაზრებით შეესაბამება სსსკ-ის 90-ე მუხლის მოთხოვნებს. სადავო ქონებაზე მესაკუთრის ცვლილება არსებით გავლენას მოახდენს იპოთეკარის უფლებებზე და ამ საფუძვლით ბანკი უნდა ჩაერთოს მოპასუხის მხარეზე მესამე პირად. განმცხადებლის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ბანკი დაკავშირებულია ზემოხსენებულ მოპასუხესთან და მესამე პირად მისი ჩართვის შემთხვევაში, შესაძლოა უფრო ადვილად მიიღწეს შეთანხმება განმცხადებელ საზოგადოებებსა და ბანკს შორის. მოპასუხე შპს „ს–ოს“ სურვილი აქვს მიიღოს ის, რაც არასოდეს ეკუთვნოდა კანონიერად, ხოლო მოსარჩელეს (შპს „მ–ოს) უფლება აქვს მიიღოს ის, რაც მისი იყო კანონიერად. განმცხადებლის მოსაზრებით, ამ კონტექსტში გასათვ–ისწინებელია ის სანივთო უფლებები, მიუხედავად მათი სამართლებრივი წარმოშობისა, რაც იპიოთეკარ ბანკს შეიძლება ჰქონდეს.
35. განმცხადებელმა, 2016 წლის 10 ნოემბერს, საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხე შპს „ს–ოს“ უძრავ ქონებაზე ყადაღის გამოყენების შესახებ (იხ. ტ.3, ს.ფ.317-322). ასევე, საქმეშია განმცხადებლის 2016 წლის 24 ნოემბრის, 25 ნოემბრის, 2017 წლის 2 მაისის განცხადებები (იხ. ტ.3, ს.ფ.400-401; ს.ფ.402-403; ს.ფ.407-409).
36. თავის მხრივ განმცხადებლის მოწინააღმდგე მხარემ 2016 წლის 18 ნოემბრის განცხადებით მოითხოვა საქმის დროული განხილვა და გადაწყვეტა (იხ. ტ.3, ს.ფ.380-381).
37. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 19 ივლისს განმცხადებელს და მის მოწინააღმდეგე მხარეს აცნობა, რომ 21 ივლისს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილებოდა წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნები (იხ. ამ განჩინების 29-ე პუნქტი), ასევე, იმავე დღეს განიხილებოდა შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობები: ა) მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე; ბ) სს „ბ.ქ–ს“ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის თაობაზე; გ) სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე: დ) საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი კოლეგიური შემადგენლობით: ე.გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი, მოსამართლეები- ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე). მხარეებს საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობის მიმართ არ განუცხადებიათ აცილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეცვლილი კოლეგიური შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა განცხადება და მის პასუხად მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ის“ და კომპანია „ვ.მ–ის“ განცხადება ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისისა და 21 ნოემბრის განჩინებების (იხ. წინამდებარე განჩინების 26-27--ე პუნქტები) ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ის“ და კომპანიის „ვ.მ–ის“ შუამდგომლობები: ა) მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე; ბ) სს „ბ.ქ–ს“ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის თაობაზე; გ) სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე: დ) საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე.
38. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, არსებობს თუ არა ამავე სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისისა (საქმის წარმოების განახლების შესახებ- იხ. ამ განჩინების 26-ე პუნქტი) და 21 ნოემბრის (საკასაციო საჩივრის უარყოფის შესახებ -იხ. ამ განჩინების 27-ე პუნქტი) განჩინებების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. ამ თვ–საზრისით განმცხადებლის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე შპს „ს–ოს“ მოთხოვნით დაწყებული წარმოების შედეგად, ამ უკანასკნელის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ს–ოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და არ დაკმაყოფილდა შპს „მ–ოს“ საკასაციო საჩივარი; საქმის წარმოების დროს მოსარჩელე საზოგადოების უფლებამოსილი წარმომადგენლები - დირექტორები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი) არ ყოფილან შესაბამისი წესით მოწვეული, რათა მათ წარმოედგინათ საზოგადოების ინტერესები (იხ. წინამდებარე განჩინების 29-29.7 ქვეპუნქტები); განმცხადებელი უთითებს სსსკ-ის 422-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის სახით საქმეში უნდა ყოფილიყვნენ ჩართული კომპანიები „ვ.მ–ი“ და „გ.გ–ი“ (იხ. წინამდებარე განჩინების 29.3 პუნქტი, ასევე - განცხადება და დაზუსტებული განცხადებები - ტ. 1, ს.ფ. 3-4; ტ.3, ს.ფ. 67-69, 127-141)
39. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. დასახელებული ნორმა წარმოადგენს არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ სამართალწარმოების განხორციელებისას დაშვებული შესაძლო დარღვევების გამოსწორების საგამონაკლისო წესს, რათა ერთ-ერთი მხარის მიმართ არ დაირღვეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (შდრ. სუსგ # ა-4581-ბ-1-2017, 14.07.2017წ.). „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მარტო სასამართლოში ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება“ (იხ. ს–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე 5/1/531).
40. ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ეროვნულ სასამართლოებს ავ–დებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [დიდი პალატა], no. 926/05, § 91, ECHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, 13 ივლისი 2017). ვ–დებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვ–ისწინებით (იხ. Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 29, Series A no. 303-A; García Ruiz v. Spain [დიდი პალატა], no. 30544/96, § 26, ECHR 1999-I; და Moreira Ferreira v. Portugal (no.2) [დიდი პალატა] (no. 19867/12, § 84, 11 ივლისი 2017). ზემოაღნიშნული ვ–ებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, 11 ოქტომბერი 2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ. Moreira Ferreira, ციტირებული ზემოთ, § 84; Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, 21 ივნისი 2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21 ივლისი 2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. Boldea v. Romania, no. 19997/02, § 30, 15 თებერვ–ი 2007, და Uche v. Switzerland, no. 12211/09, § 37, 17 აპრილი 2018).
41. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსსკ-ის 422-ე მუხლს, რომელიც ამომწურავად ადგენს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შემდეგ საფუძვლებს: 1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვ–ისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.) 2. აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
42. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველ განცხადებაში მოყვანილი არგუმენტების სამართლებრივი ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ უწინარესად ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნტები, როგორც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობის დამოუკიდებელი საფუძვლები.
42.1. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე (იხ. წინამდებარე განჩინების 41-ე პუნქტი), საქმის განხილვაზე მხარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევის საკითხი უკავშირდება ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილ მოწესრიგებას მხარის ჯეროვანი წესით ინფორმირების თაობაზე და ამ შემთხვევაში კანონმდებელი მკაფიოდ და არაორაზროვნად უთითებს საქმის მონაწილე ერთ-ერთ მხარეზე ან მის კანონიერ წარმომადგენელზე (თუკი მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება);
42.2. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსის (იხ. წინამდებარე განჩინების 41-ე პუნქტი) გათვ–ისწინებით კი სრულიად ცხადია, რომ კანონმდებელი იყენებს პირის ცნებას, რომელსაც უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება და არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. „ბ“ ქვეპუნქტის მოწესრიგებისაგან განსხვავებით პირი, რომელსაც უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა არ იყო საქმისწარმოების მხარე - მოსარჩელე, მოპასუხე, არც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, თუმცა მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეული შედეგი იქონია მის უფლებებსა და კანონით გათვ–ისწინებულ ინტერესებზე, განსაზღვრა მისი უფლებები მეორე მხარის მიმართ (მიეკუთვნა რაიმე ქონება ან უფლება და დაეკისრა მოქმედების შესრულების მოვ–ეობა ერთ-ერთი მხარის მიმართ და ა.შ.), ანუ უშუალოდ შეეხო პირის კანონიერ ინტერესებს და არ ყოფილა საქმის განხილვაზე მიწვეული (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, ვ–ერი ხრუსტალი - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გადამუშავებული და შესწორებული გამოცემა, გამოცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2007 წ; - გვ. 745-748), რამაც იგი პრაქტიკულად მხარედ აქცია. ამავე მოსაზრებას განამტკიცებს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, როდესაც განმარტავს, რომ სსსკ-ის 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტში იგულისხმება არა ის პირი, რომელიც შესაძლებელია საქმეში ჩაბმული ყოფილიყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, არამედ პირი, რომელიც არის პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობით დაინტერესებული პირი, როგორც წესი, ან პოტენციური მოპასუხეა ან აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე (იხ. სუსგ-ები: № ას-ა-2032-ბ-9-2015, 26.11.2015წ; № ას-187-180-2012, 29.03.2012წ). აქვე საკასაციო სასამართლო მოიხმობს ს–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე #3/1/531, რომელშიც ასახულია მსჯელობა, თუ რა განსხვავებაა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს შორის და განმარტავს, რომ „ბ“ ქვეპუნქტი ეხება მოსარჩელეს და მოპასუხეს (პირებს, რომლებიც მოსარჩელედ ან მოპასუხედ იქნენ ცნობილი), რომლებიც არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი ეხება არასათანადო მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელისა თუ არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ დავის შემთხვევაში, სათანადო მოსარჩელეს/მოპასუხეს, როდესაც ვერ მოხდა მათი გამოვლენა და არ/ვერ მოხდა მათი პროცესში ჩართვა, ასევე მესამე პირებს (როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ისე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვ–ისწინებულ მესამე პირებს), რომელთა ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება და რომლებიც ასევე არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე.... სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ პირთა უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და, იმავდროულად, ეს პირები არა მხოლოდ არ იღებდნენ საქმის განხილვაში მონაწილეობას, არამედ ვერც შეიტყონ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე. ერთი მხრივ, სწორედ ასეთი პირების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, განაახლონ საქმის განხილვა, მოითხოვონ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიღებაზეც მათ გავლენა ვერ მოახდინეს და უფლების დარღვევა თავიდან ვერ აიცილეს...ზოგადად საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობისას სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი კომპონენტია.
43. მოცემულ შემთხვევაში, პრაქტიკულად, განმცხადებელი კანონიერ ძალაში შესული განჩინებების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს საქმის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე, რაც, მისი მტკიცებით, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვ–ისწინებულ საფუძველს წარმოადგენს წინამდებარე განჩინების 29-29.7 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების მიხედვით (იხ. დაზუსტებული განცხადება - ტ.3, ს.ფ.67-69).
44. საქმის მასალებში მოთავსებულია ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული 2001 წლის 16 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი), რომლის საფუძველზეც განისაზღვრა შპს „მ–ოს“ სახელით მისი დირექტორების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოპასუხეებთან შპს „ს–ოსთან“ და სს “მ–თან“ ურთიერთობის დროს. ამ შემთხვევაში შპს მ–ოს პარტნიორი კომპანია „ვ–ო“, როგორც მოსარჩელე, შპს „მ–ოს“ პარტნიორის სს „მ–ისაგან“ როგორც მოპასუხისაგან მოითხოვდა შპს „მ–ოს“ 2001 წლის 11 ივლისის დირექტორთა საბჭოსა და პარტნიორთა კრების დღის წესრიგის პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და შპს „მ–ოს“ დირექტორებისათვის- ი. რ–ის, რ. გ–ისა და ე. ა–ისათვის შპს „ს–ოსთან“ და სს „მ–თან“ სამართლებრივ ურთიერთობაში შპს “მ–ოს“ სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას;
44.1. დასახელებული გადაწყვეტილებით შპს „მ–ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, საზოგადოებას უარი ეთქვა შპს „მ–ოს“ 2001 წლის 11 ივლისის დირექტორთა საბჭოსა და პარტნიორთა კრების დღის წესრიგის პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაზე, უსაფუძვლობის გამო; საზოგადოების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე საზოგადოების დირექტორებს (იხ. 44-ე პუნქტში), შპს „მ–ოს“ სახელით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭათ მოპასუხეებთან: შპს „ს–ოსთან“ და სს“ მ–თან“ სამართლებრივ ურთიერთობაში.
45. საკასაციო სასამართლოს შეფასებით მხარის მოთხოვნის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს და არა „გ“ ქვეპუნქტი; სსსკ-ის 422.1-ე მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მითითებული საფუძვლით გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობისათვის უტყუარად უნდა დგინდებოდეს ის ფაქტი, რომ სასამართლომ დაარღვია მხარის ინფორმირების წესები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის პოზიციას მისი დაუსაბუთებლობის გამო.
45.1. განმცხადებელს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლომ უგულებელჰყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი, კერძოდ, საქმეში (ტ.1, ს.ფ.229-241) განთავსებულია კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის # 2/1760 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შპს „მ–ოს“ ინტერესების დაცვა სასამართლოში დაევ–ათ ამავე კომპანიის პარტნიორის „ვ–ო მენეჯმენტის“ მიერ დანიშნულ დირექტორებს- რ.გ–ს, ი.რ–სა და ე.ა–ს, შესაბამისად, სწორედ მითითებული სამი უცხოელი დირექტორი, როგორც შპს „მ–ოს“ პარტნიორი კომპანიის „ვ–ოს“ წარმომადგენლები და ამავდროულად სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენლები და ინტერესების დამცველები მოწვეულები არ ყოფილან სასამართლო განხილვებისას მონაწილეობის მისაღებად; განმცხადებლის მტკიცებით, იგივე უნდა ითქვას შპს „მ–ოს“ ყოფილი პარტნიორის „ვ.მ–ისა“ და, მით უმეტეს, მისი უფლებამონაცვლე კომპანიის „გ.გ–ის“ წარმომადგენლების მიმართაც. განმცხადებლის წარმომადგენელი უთითებს, რომ საქმის წარმოების დროს დაინტერესებულ პირად, მოსარჩელე შპს „მ–ოს“ მხარეს, მესამე პირად, ჩართული უნდა ყოფილიყო შპს „გ.გ–ი“, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაერკვია და შპს „მ–ოს“ დირექტორებისათვის სასამართლო უწყებები უნდა გაეგზავნა არა მოსარჩელე საწარმოს (შპს „მ–ოს“) მისამართზე, არამედ - საქმეში არსებულ მისამართებზე ისრაელში, რათა უზრუნველეყო საწარმოს დირექტორების მოწვევა, უფრო მეტიც, განმცხადებლის მტკიცებით, შპს „გ.გ–ი“ და კომპანია „ვ.მ–ი“ საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებული და შესაძლებელია, ისინი საქმეში ჩართულიყვნენ სწორედ დაინტერესებულ მხარედ, ანუ მესამე პირებად. არც ერთი ზემოხსენებული პირისათვის ცნობილი არ იყო უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 26 თებერვ–ს წარდგენილი განცხადების შინაარსი (იხ. წინამდებარე განჩინების 29.3-ე ქვეპუნქტი; ასევე- განცხადება- ტ.3, ს.ფ.3-4).
46. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვ–ი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე ს–ოს წინააღმდეგ“, განაცხადი #18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53).
47. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია, რომ მხარე საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული საკასაციო სასამართლოში შპს „ს–ოს“ მიერ წარდგენილი განცხადებისა და ამის შემდგომი საქმისწარმოების შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების 25-27 პუნქტები), არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ:
47.1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ს–ოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმეზე საკასაციო წარმოების განახლების შესახებ, ამავე სასამართლოს, შპს „ს–ოს“ წარმომადგენლის განცხადება 2008 წლის 26 თებერვ–ს წარედგინა (იხ. ტ.2, ს.ფ.483-486); საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „ს–ოს“ წარმომადგენლის განცხადება წარმოებაშია მიღებული და მხარეებს ეს განჩინება გაეგზავნათ (იხ. ტ.2, განჩინება- ს.ფ.500-501; სასამართლოს გზავნილები მხარეებს- ს.ფ.503-506). შპს „მ–ოს“ ს–ოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განჩინება გაეგზავნა იმავე წლის 13 მარტს, რაც 2008 წლის 13 ივნისს ჩაბარდა შპს „მ–ოს“ საქმისმწარმოებელს - ს.მ–ს მისამართზე: ქ. თბილისი, .....; ეს გარემოება დადასტურებულია ს.მ–ის ხელწერილით, რომელიც ადასტურებს, რომ როგორც შპს „მ–ოს“ საქმისმწარმოებელმა ს–ოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განჩინების ასლი თანდართული განცხადების ასლთან (14 ფურცლად) ერთად ჩაიბარა (იხ. ტ.2, ს.ფ.519);
47.2. ამის შემდეგ ს–ოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს“ ს–ოს“ განცხადების დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება (იხ. ტ.2, ს.ფ.520-523). საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს–ოს“ განცხადების საფუძველზე განახლდა საქმის წარმოება და შპს „მ–ოს“ საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით იმავე წლის 6 ნოემბერს (იხ. ტ.2, ს.ფ.526-527) . სასამართლომ მხარეებს აუწყა ზეპირი მოსმენის თაობაზე, რის დასტურადაც საქმის მასალებშია მათთან გაგზავნილი უწყებები, რომელთაგან შპს “მ–ოს“, ქ. თბილისში, ....., მენეჯერმა ე. ტ–ძემ ჩაიბარა გზავნილი (იხ. ტ.2, ს.ფ.530). საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ 2008 წლის 6 ნოემბრის ზეპირ სხდომაზე არ გამოცხადდნენ არც საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ–ო“ და მოწინააღმდეგე მხარეთაგან სს „მ–ი“, რომელთაც უწყება სასამართლოს გამართვის თარიღისა და დროს მითითებით ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით; ამ სხდომაზე მოპასუხეთაგან გამოცხადდა მხოლოდ შპს „ს–ოს“ წარმომადგენელი- გ. თ–ძე. სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ საქმე განხილული იქნებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. ტ.2, სხდომის ოქმი - ს.ფ.532-533);
47.3.საკასაციო სასამართლომ 2008 წლის 17 ნოემბერს მხარეებს აცნობა, რომ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე, ეს გზავნილი იმავე წლის 19 ნოემბერს ჩაბარდა შპს “მ–ოს“, ქ. თბილისში, ....., რომლის სახელითაც # 588 უწყებას ხელს აწერს მესხი (იხ. ტ.2, ს.ფ.534, 536);
47.4. ამის შემდეგ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „მ–ოს“ საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება.
48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით უტყუარად დგინდება, რომ მხარე- შპს „მ–ო“ ჯეროვნად და სათანადოდ იყო ინფორმირებული როგორც შპს „ს–ოს“ განცხადების წარდგენის თაობაზე, რომლითაც მხარემ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება, ისე- საკასაციო სასამართლოში ამ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენით თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნულ სხდომებზე. გარდა წინამდებარე განჩინების 47.1-47.3 ქვეპუნქტებში მითითებული მტკიცებულებებისა, საქმის მასალებშია, მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ს–ოს“ განცხადების დაკმაყოფილების გზით საკასაციო წარმოების ეტაპზე საქმის განახლებამდე, შპს „მ–ოს“ სახელით, საზოგადოების წარმომადგენელი ხ. გ. მოქმედებს, როგორც საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე დირექტორების: ე. რ–ის, რ. გ–ისა და ე. ა–ის უფლებამოსილი წარმომადგენელი (მაგალითისათვის იხ. ტ.1, ს.ფ. 265, 267, 274, 276, 290, 317, 326, 345-346; 362, 372, 381, 401, 403, 407, 419; იხ. ტ.2, ს.ფ.16, 25, 160, 164, 169-174; 178, 319, 393);
48.1. თავის მხრივ, შპს „მ–ოს“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე დირექტორებმა: ე. რ–მა, რ. გ–მა და ე. ა–მა, ჯერ 2001 წლის 23 დეკემბერს, ხოლო შემდეგ 2003 წლის 13 თებერვ–ს ხელი მოაწერეს მინდობილობას და თავიანთ წარმომადგენლად დანიშნეს ა.ი–ი, რომელსაც მიენიჭა გადანდობის უფლებაც („...უფლებამოსილია დანიშნოს შემცვლელი, მათ შორის, იურისტები...“ - იხ. ტ.1, ს.ფ.245, 349-351); სწორედ ა.ი–ის (როგორც შპს „მ–ოს“ დირექტორების წარმომადგენლის) 2002 წლის 27 ნოემბრის განცხადებითაა მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფა და საოლქო სასამართლოს მიერ იმავე დღეს მიღებულია განჩინება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ; ეს განჩინება შპს“ მ–ოს“ წარმომადგენელს-ა. ი–ს 2002 წლის 27 ნოემბერს ჩაბარდა მისამართზე-ქ. თბილისი, ......, ისევე, როგორც ამავე მისამართზეა ჩაბარებული სხვა მასალები თუ უწყებები სასამართლოდან (იხ. ტ.1, ს.ფ. 387, 390; ტ. 2, ს.ფ.3,4,5,9, 32);
48.2. ა. ი. ახორციელებს შპს „მ–ოს“ დირექტორების წარმომადგენლობას (მაგალითისათვის იხ. ტ.1, ს.ფ.254-259, 282, 285, 287-288; 401, 403; ტ.2, ს.ფ.23); საქმის მასალებშია ასევე ა. ი–ის მინდობილობა გაცემული 2002 წლის 26 სექტემბერს ხ. გ–ზე, შპს „მ–ოს“ ინტერესების დასაცავად, 2001 წლის 23 დეკემბერს რეგისტრირებული რ. გ–ის, ი. რ–ისა და ე. ა–ის რწმუნებულების (გადანდობის უფლების) მიხედვით (იხ. ტ.1, ს.ფ.290). ასევე, საქმის მასალებშია ა. ი–ისა და ხ. გ.ს, როგორც შპს „მ–ოს“ დირექტორების: ი. რ–ის, რ. გ–ისა და ე. ა–ის წარმომამადგენლების, მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, რომელიც წარმოებაშია მიღებული ს–ოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 4 მარტის განჩინებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 335-340; ს.ფ.352); ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „მ–ოს“ დირექტორებს საკუთარ წარმომადგენლებად ჰყავდათ ა. ი–ი და ხ. გ., ამასთან, შპს „მ–ოს“ სასამართლო უწყება და სხვა გზავნილები ბარდებოდა მის მისამართზე- თბილისი, ......, რაც სადავო არასდროს ყოფილა; შესაბამისად, განმცხადებლის წარმომადგენლის მტკიცება, რომ არ იყვნენ მოწვეული შპს „მ–ოს“ უფლებამოსილი პირები - უცხოელი დირექტორები, რადგან მხოლოდ მათ ჰქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი) საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება და მათთვის სასამართლოს ისრაელში უნდა გაეგზავნა უწყებები, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ შპს „მ–ოს“ სწორედ ქ. თბილისში, ...... ბარდებოდა სასამართლოს გზავნილები და უწყებები (გარდა ზემოხსენებულისა იხ. ტ.2, ს.ფ. 12, 162, 167, 185, 208, 217, 241, 262, 267, 269, 283,). სწორედ ამ მისამართზე ჩაიბარეს საზოგადოების საქმისმწარმოებელმა (ს. მ.- იხ. ტ. 2, ს.ფ. 518-519, 535) და მენეჯერმა (ე. ტ–ძემ-იხ. ტ. 2, ს.ფ. 530) სასამართლოს გზავნილები, რაც საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წინამდებარე განცხადების წარმოდგენამდე არასდროს გამხდარა სადავო;
48.3. საქმის მასალებშია, ასევე, შპს „მ–ოს“ დირექტორების წარმომადგენლის ხ. გ.ს 2005 წლის 19 აპრილის განცხადება, რომლითაც იგი სასამართლოს ატყობინებს საკუთარი მისამართის ცვლილების შესახებ და ყველა გზავნილის თუ უწყების გაგზავნას ითხოვს მისამართზე: ..... ქუჩა, მე- 5 კორპუსი. და მოთხოვნის შემდეგ სწორედ ამ მისამართზე ეგზავნება უწყებები (იხ. ტ.2, ს.ფ. 363, 369, 376, 383, 409, 431, 433, 445, 455) რაც შეეხება თვითონ შპს „მ–ოს“ კვ–ავაც უწინდელ მისამართზე- ქ. თბილისი, .... ბარდება გზავნილები (იხ. ტ.2, ს.ფ.370, 380-381, 386, 427, 431, 434, 446, 451, 535, 546).
49. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ არსებობს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი; განმცხადებლის პრეტენზიით მოთხოვნილი ს–ოს უზენაესი სასამართლოს განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების დროისათვის მოქმედი საპროცესო ნორმების საფუძველზე განხორციელდა მხარის-შპს „მ–ოს“ ინფორმირება შპს „ს–ოს“ მიერ წარდგენილი განცხადებისა და შემდგომი საპროცესო მოქმედებების შესახებ, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით, ისევე, როგორც დამტკიცებულია, რომ თავად მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს ეგზავნებოდათ სასამართლოდან გზავნილები. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვ–ისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვ–ისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვ–დებული, დაიცვას თანამიმდევრობა“, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილით: „ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“.
50. ს–ოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (იხ. საქმე # 1/3/161- 30.04.2003წ.). განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა სწორედ სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს“ ეფუძნება, რადგან თავად განმცხადებელი უთითებს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად შპს „მ–ოს“ ინტერესების წარმოდგენის უფლებამოსილება შპს „ს–ოსთან“ და სს „მ–თან“ მიენიჭათ საზოგადოების უცხოელ დირექტორებს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი), შესაბამისად, განმცხადებლის პრეტენზიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელის უფლებამოსილ პირებს არ ეცნობათ საქმის განხილვის შესახებ, არ იყვნენ მოწვეული სათანადო წესით, რაც გაბათილებულია საქმეში მოთავსებული მტკიცებულებებით. იმის გათვ–ისწინებით, რომ უსაფუძვლოა განმცხადებლის მოთხოვნა, დაუსაბუთებელია და არ დაკმაყოფილდა: ა) შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობა, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე; ბ)შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობა, სს „ბ.ქ–უს“ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის თაობაზე; გ) შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე;
დ) შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობა, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე.
51. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთოების მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო ვ–დებულია, სიცხადე შეიტანოს და განსაზღვრულობა შესძინოს დავას, გადაწყვეტილებით საბოლოოდ გააქარწყლოს ეჭვი. ამიტომ სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით“ (იხ. ს–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე # 3/1/351). „ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს“ (იხ. ს–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე # 1/3/161). საპროცესო კანონმდებლობა ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს, მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვ–ისწინებული საფუძვლის არსებობა, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
52. საკასაციო სასამართლო განმცხადებელთა შუამდგომლებებს, მტკიცებულებათა გამოთხოვის, სს „ბ.ქ–უს“ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის, სარჩელის უზრუნველყოფისა და საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე დაუსაბუთებელად მიიჩნევს და ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
52.1. განმცხადებელთა წარმომადგენელი საკასაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილიყო ხელწერილები, რომლებიც წარმოდგენილი განცხადების საფუძველია. ამასთან განმცხადებელთა წარმომადგენელი შუამდგომლობდა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვას. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისთვის მნიშვნელობა არა აქვთ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ შედგენილი დოკუმენტების საფუძველზე იქნა განხილული განცხადება, შესაბამისად არ არსებობდა დამატებით განმცხადებელთა წარმომადგენლის მიერ დასახელებული მტკიცებულებების გამოთხოვისა და საქმეზე დართვის საჭიროება.
52.2. განმცხადებელთა წარმომადგენელი შუამდგომლობდა, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულიყო სს „ბ.ქ–უ“, ვინაიდან თუ დაკმაყოფილდებოდა განცხადება და გაუქმდებოდა სადავო განჩინებები, შედეგი გავლენას იქონიებს იპოთეკარის (სს „ბ.ქ–უს“) უფლებებზე. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 90-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. განცხადება მოტივირებულად მიიჩნევა, თუ მხარე საფუძვლიანად განმარტავს, თუ რა თვ–საზრისით შეეხება მესამე პირს საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იხილავს განცხადებას საქმის წარმოების განახლების შესახებ, შესაბამისად, ამ ეტაპზე არალოგიკურია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის შესახებ იმსჯელოს სასამართლომ, რადგან უპირველესად უნდა გადაწყდეს საკითხი იმის შესახებ საფუძვლიანია თუ არა განცხადება და უნდა განახლდეს თუ არა საქმის წარმოება. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია განმცხადებელთა წარმომადგენლის შუამდგომლობა სს-ის მესამე პირად ჩართვის თაობაზე, რადგან უსაფუძვლოა განცხადება სადავო განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
52.3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განმცხადებელთა წარმომადგენელის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ განცხადება, ს–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისისა და ამავე წლის 21 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობა, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობა, სს „ბ.ქ–უს“ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „მ–ოს“, შპს „გ.გ–ისა“ და კომპანია „ვ.მ–ის“ შუამდგომლობა, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე