Facebook Twitter

საქმე №ას-847-791-2017 5 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „გ. ა. და კ.ქ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახა– გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გავრცელებული ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ.კ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ. ა. და კ.ქ–ისა“ და ლ.ჯ–ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი, კასატორი ან მედია, ხოლო, მეორე მოპასუხე _ განცხადების გამავრცელებელი ან ჟურნა–სტი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებით უარყოს მოსარჩელის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, მანვე მოითხოვა მორალური ზიანის _ 2 500 ლარის ანაზღაურება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 23 ივნისს ჟურნა–სტმა ლ.ჯ–მა გაზეთ „კ.ქ–ში“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით _ „როგორ იუბილეებს იხდიდნენ „ნაციონალები“ და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე“. ხსენებულ სტატიაში მოსარჩელის მიმართ გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: „2008 წლის 22 სექტემბერს, დ.კ–მა წყნეთში დიდი დაბადების დღე გადაიხადა. სააგენტომ (სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო) თავდაცვის მინისტრის ოჯახში გამართული წვეულებისათვის 17 000 ლარი გამოყო. ეს ფული მარტო ხორაგში არ დახარჯულა, 2 500 ლარი „პიროტექნიკური საშუალებებისათვის“, ანუ მაშხალებისათვის არის გამოყოფილი. ეგეთი რა ისროლეს, რომ ამხელა ფული დაჯდა? ჯანდაბას, ჭამდნენ და თქვლეფდნენ ამ სახელმწიფო ბიუჯეტს, ეს ისედაც ვიცით და ბევრს, შესაძლოა, არც კ–ის დღეობისათვის გამოყოფილი ეს 17 000 ლარი გაუკვირდეს, მაგრამ აქ ორი რამ არის მართლა აღმაშფოთებელი. ერთი, რომ დ.კ–ი იმ დროს უზარმაზარ ბიზნესს აკონტროლებდა, ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი უკვე იყო. 17 000 ლარი მისთვის ერთი სადილის ფული გახლდათ, მაგრამ ამის მიუხედავად, სააგენტოს ბიუჯეტს დაეხარბა და საკუთარ დაბადების დღეზე გასროლილი მაშხალების ფულიც კი ბიუჯეტს გამოღლიტა. მეორე და მართლა უდიდესი უზნეობა ის არის, რომ დ.კ–ი ამ დაბადების დღეს 2008 წლის 22 სექტემბერს იხდის. ვინმე მეტყვის, როცა დაიბადა, დაბადების დღესაც იმ დღეს გადაიხდიდა, ამაში რა არის გასაკვირი, აბა, დეკემბერში ხომ არ გადაიტანდაო? იმ დღეს, როცა კ–მა წყნეთში ეს ღრეობა მოაწყო, რუსეთ-საქართველოს ომი თვენახევრის დამთავრებული იყო. თუმცა სამეგრელოს რაიონებიდან და შიდა ქართლის რეგიონიდან რუსი ჯარისკაცები ჯერ კიდევ არ იყვნენ გასულნი, ათეული ათასობით დევნილი კარვებში ცხოვრობდა, საქართველოს ევროკავშირი და ამერიკა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდა, ცხინვალში ტყვე ქართველი ჯარისკაცები დილეგებში ეყარნენ, ომში დახოცილი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ცხინვა–ს მიმდებარე ტერიტორიაზე ლპებოდა. ამ დროს, თავდაცვის მინისტრი წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში დიდ დაბადების დღეს იხდის და მაშხალებსაც ისვრის, _ რა კარგია ამ ქვეყნად რომ გავჩნდიო, სხვა სფეროსა და რანგის ჩინოვნიკს ეს რომ გაეკეთებინა, რაღაც გამართლება იქნებ მოეძებნა კაცს, მაგრამ ამას აკეთებს თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ომი წააგო და რომლის ქვეყანაც იმ დროს უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. ანდა გაჭირვება რა სახსენებელია, ქვეყანამ კატასტროფა განიცადა _ ტერიტორიების 20% დაკარგა და 115 ათასი კაცი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ცინიზმი, საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება ამაზე შორს ვეღარ წავა. ამის შემდეგ ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ხარჯებში, დ.კ–ისა და „ნაციონალთა“ სხვა ჩინოვნიკებისათვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერებისათვის გამოყოფილ თანხებსაც წავაწყდე სადმე“. მოსარჩელის განმარტებით, მოხმობილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რის გამოც, მოპასუხემ მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებით, კერძოდ, გაზეთ „კ.ქ–ში“ მე-19 გვერდზე, იმავე ზომის შრიფტით (რაც გამოყენებულია 23 ივნისის სტატიაში (სათაურისა და ამონარიდების გათვა–სწინებით), უნდა განათავსოს ცნობა ამ ინფორმაციის უარყოფის თაობაზე, ისევე, როგორც ცნობა უნდა დაიბეჭდოს გაზეთ „ა–ას“, „კ.ქ–სა“ და „ს. და მ–ოს“ ოფიციალურ ვებგვერდებზე. სარჩელის თანახმად, სადავო სტატიით ცნობის გამავრცელებელი ცდილობს მოსარჩელე წარმოაჩინოს როგორც უკიდურესად უზნეო ადამიანი. სტატია არის ცილისწამება, ავტორმა გაავრცელა არა საკუთარი მოსაზრებები, არამედ _ ყალბი ფაქტები და ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადებები მოსარჩელის შესახებ, რითაც განუზომლად დიდი ზიანი მიყენა მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. ავტორი არ შეეცადა ვითარების გარკვევას, შეგნებულად გაავრცელა ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია. დ.კ–ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის, მისი დისკრედიტაციისათვის გავრცელებულმა განცხადებებმა მოიცვა საინფორმაციო სივრცე. ის ახლო წარსულში წარმოადგენდა საჯარო პირს, რომელსაც საზოგადოება იცნობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ _ საზღვარგარეთაც, რადგანაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, მის სახელთანაა დაკავშირებული გადასახადების ადმინისტრირების სფეროში წესრიგის დამყარება, ფისკალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელმძღვანელობდა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის დროსაც ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობა ერთ-ერთი ყველაზე მაღა– იყო მისი არსებობის ისტორიაში. საჯარო სამსახურში მუშაობისას იყო ათასობით ადამიანის ხელმძღვანელი. მოსარჩელეს ჰყავს ოჯახი, მშობლები, ახლობელი ადამიანები, რის გამოც, განუზომელია მიყენებული მორალური ზიანი. სადავო სტატიით მოპასუხე ცდილობს ის წარმოაჩინოს, როგორც უკიდურესად უზნეო ადამიანი. სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, რადგანაც ჟურნა–სტმა გაავრცელა არა საკუთარი მოსაზრებები, არამედ _ ყალბი ფაქტები და ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადებები, იმგვარად, რომ არც კი შეეცადა ვითარების გარკვევას. აღნიშნულით განუზომლად დიდი ზიანი მიყენა მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის, მისი დისკრედიტაციისათვის გავრცელებულმა განცხადებებმა მოიცვა საინფორმაციო სივრცე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ სამართლებრივი შედავება წარადგინა, რომლის თანახმადაც სარჩელი ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ (შემდგომში _ სპეციალური კანონი) საქართველოს კანონის როგორც მთლიან სულისკვეთებას, ისე _ მის კონკრეტულ ნორმებს. მოპასუხეები იყენებენ საზოგადოებისთვის საინტერესო „ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას“. ასე იყო სადავო მასა–ს შემთხვევაშიც, როდესაც მათ მიერ მოპოვებული, საზოგადოებისათვის საინტერესო საგაზეთო მასალა გამოქვეყნდა გაზეთების „ა–ასა“ და „კ.ქ–ს“ მიერ. ინფორმაციის მიმწოდებელ წყაროს ხელმისაწვდომობა ჰქონდა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეულ ინფორმაციაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის _ მ.ს–ის მიერ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე დადებულ იქნა გრიფი „საიდუმლო“, რის გამოც, მოპასუხე, სპეციალური კანონის 3.2 და მე-11 მუხლების შესაბამისად, ვერ გაასაჯაროებდა მოპოვებული ინფორმაციის წყაროს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, წყაროს გამხელაზე უარი არ შეიძლება მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს. მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით დაბადების დღის გადახდის შესახებ ინფორმაცია ჟურნა–სტს სანდო წყარომ მიაწოდა, ხოლო სადავო სტატიის დანარჩენ ნაწილში ეს უკანასკნელი გადმოსცემს პირად მოსაზრებებს და ახდენს ფაქტების მისეულ ინტერპრეტაციას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში გაზეთ „კ.ქ–ში“ გამოქვეყნებით სადავო სტატიაში გამოყენებული შრიფტის ზომის დაცვით უარყონ 2014 წლის 23 ივნისს ამავე გაზეთში ლ.ჯ–ის სტატიის, სათაურით _ „როგორ იუბილეებს იხდიდნენ „ნაციონალები“ და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე?!“, _ გამოქვეყნებით, დ.კ–ის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები, შემდეგი სახით:

„გაზეთ „კ.ქ–ს“ 2014 წლის 23 ივნისის ნომერში, მე-19 გვერდზე გამოქვეყნებულ ლ.ჯ–ის სტატიაში, სათაურით _ „როგორ იუბილეებს იხდიდნენ „ნაციონალები“ და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე?!“, _ დ.კ–ის მიმართ გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია: 2008 წლის 22 სექტემბერს, მაშინ, როცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი თვე-ნახევრის დამთავრებული იყო, საქართველოს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დ.კ–მა, წყნეთში დიდი დაბადების დღე გადაიხადა. სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ თავდაცვის მინისტრის ოჯახში გამართული წვეულებისათვის 17000 ლარი გამოყო. ფული მარტო ხორაგში არ დახარჯულა, 2500 ლარი „პიროტექნიკური საშუალებებისათვის“ ანუ მაშხალებისათვის იყო გამოყოფილი, _ არის ცილისმწამებლური და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის _ 2 000 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ (მედიამ), მოითხოვა მისი გაუქმება და ახა– გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახა– გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის მიზეზები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების შეცვლის დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):

საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, რასაც შედეგად მოსარჩელის დისკრედიტაცია და მისთვის მორალური ზიანის მიყენება მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ჟურნა–სტმა ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც მისი მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების მოვალეობის ფაქტს დაამტკიცებდა და მის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა, ხოლო თავად გავრცელებული ცნობა წარმოადგენდა სინამდვილის შეუსაბამო განცხადებას და სრულად ექცეოდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებში. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის შესწავლით კი, ირკვევა, რომ კასატორი პრეტენზიას ძირითადად სასამართლოს მხრიდან გავრცელებული განცხადებების ცილისწამებად კვა–ფიკაციის, ასევე, მისთვის განცხადების ნამდვილობის მტკიცების ტვირთის დაკისრებისა და ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილების საკასაციო პალატის ერთგვაროვან პრაქტიკასთან წინააღმდეგობრიობის თვალსაზრისით გამოთქვამს.

1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივ კანონიერებასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის ფაქტობრივ მხარესა და დადგენილი ფაქტების შეფასების სისწორეზე. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. 2014 წელს, გაზეთ „კ.ქ–ში“ (#25, 23.06-29.06.2014წ, გვ. 19-20) გამოქვეყნდა სტატია სათაურით _ „როგორ იუბილეებს იხდიდნენ „ნაციონალები“ და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე?!“. სტატიის ავტორის განმარტებით, გაზეთი „კ.ქ–“ მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს რამდენიმე ფაქტს იმის შესახებ, თუ „როგორ უნამუსოდ მოიხმარდნენ საბიუჯეტო სახსრებს“ ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ჩინოვნიკები. უშუალოდ ამ სტატიაში კი, მისი მითითებით, ყოფილ ჩინოვნიკთა მიერ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში, სახელმწიფოს ხარჯზე მათ მიერ გამართულ წვეულებებზეა საუბარი;

1.2.2. გაზეთ „კ.ქ–ში“ გამოქვეყნებულ ზემოაღნიშნული სტატიის მე-19 გვერდზე მოთხრობილია ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკის, მოსარჩელე დ.კ–ის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ: „2008 წლის 22 სექტემბერს, დ.კ–მა წყნეთში დიდი დაბადების დღე გადაიხადა. სააგენტომ (სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო) თავდაცვის მინისტრის ოჯახში გამართული წვეულებისთვის 17 000 ლარი გამოყო. ეს ფული მარტო ხორაგში არ დახარჯულა. 2 500 ლარი „პიროტექნიკური საშუალებებისთვის“, ანუ მაშხალებისთვის არის გამოყოფილი. ეგეთი რა ისროლეს, რომ ამხელა ფული დაჯდა? ჯანდაბას, ჭამდნენ და თქვლეფდნენ ამ სახელმწიფო ბიუჯეტს, ეს ისედაც ვიცით და ბევრს, შესაძლოა, არც კ–ის დღეობისათვის გამოყოფილი ეს 17 000 ლარი გაუკვირდეს, მაგრამ აქ ორი რამ არის მართლა აღმაშფოთებელი. ერთი, რომ დ.კ–ი იმ დროს უზარმაზარ ბიზნესს აკონტროლებდა, ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი უკვე იყო. 17 000 ლარი მისთვის ერთი სადილის ფული გახლდათ, მაგრამ ამის მიუხედავად, სააგენტოს ბიუჯეტს დაეხარბა და საკუთარ დაბადების დღეზე გასროლილი მაშხალების ფულიც კი ბიუჯეტს გამოღლიტა. მეორე და მართლა უდიდესი უზნეობა ის არის, რომ დ.კ–ი ამ დაბადების დღეს 2008 წლის 22 სექტემბერს იხდის. ვინმე მეტყვის, როცა დაიბადა, დაბადების დღესაც იმ დღეს გადაიხდიდა, ამაში რა არის გასაკვირი, აბა, დეკემბერში ხომ არ გადაიტანდაო? იმ დღეს, როცა კ–მა წყნეთში ეს ღრეობა მოაწყო, რუსეთ-საქართველოს ომი თვე-ნახევრის დამთავრებული იყო. თუმცა სამეგრელოს რაიონებიდან და შიდა ქართლის რეგიონიდან რუსი ჯარისკაცები ჯერ კიდევ არ იყვნენ გასულნი, ათეულ ათასობით დევნილი კარვებში ცხოვრობდა, საქართველოს ევროკავშირი და ამერიკა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდა, ცხინვალში ტყვე ქართველი ჯარისკაცები დილეგებში ეყარნენ, ომში დახოცილი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ცხინვა–ს მიმდებარე ტერიტორიაზე ლპებოდა. ამ დროს, თავდაცვის მინისტრი წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში დიდ დაბადების დღეს იხდის და მაშხალებსაც ისვრის, რა კარგია ამქვეყნად რომ გავჩნდიო, სხვა სფეროსა და რანგის ჩინოვნიკს ეს რომ გაეკეთებინა, რაღაც გამართლება იქნებ მოეძებნა კაცს, მაგრამ ამას აკეთებს თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ომი წააგო და რომლის ქვეყანაც იმ დროს უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. ანდა გაჭირვება რა სახსენებელია, ქვეყანამ კატასტროფა განიცადა _ ტერიტორიების 20% დაკარგა და 115 ათასი კაცი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ცინიზმი, საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება ამაზე შორს ვეღარ წავა. ამის შემდეგ ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ხარჯებში, დ.კ–ისა და „ნაციონალთა“ სხვა ჩინოვნიკებისათვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერებისათვის გამოყოფილ თანხებსაც წავაწყდე სადმე“;

1.2.3. დასახელებული სტატია შემდგომში გაავრცელეს (საკუთარი ინიციატივით) სხვა მედიასაშუალებებმაც (გაზეთი „ა–ა“, ინტერნეტ გამოცემა „ს. და მ–ო“ და სხვ.);

1.2.4. გაზეთი „კ.ქ–“ ეკუთვნის მოპასუხე შპს „გ. ა. და კ.ქ–ას“. სტატიის ავტორია გაზეთ „კ.ქ–ს“ ჟურნა–სტი, ლ.ჯ–ი;

1.2.5. მოსარჩელე 2008 წელს, მათ შორის ე.წ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი;

1.2.6. მოსარჩელე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გარდა ამისა, წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა მაღა– თანამდებობა, მათ შორის, იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში;

1.2.7. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2014 წლის 19 სექტემბერს გაცემული #5/113-შ/2 წერილის თანახმად, 2008 წელს მოსარჩელის მიერ დაბადების დღის აღნიშვნისათვის, სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯი არ ფიქსირდება. წერილი შედგენილია 2014 წელს (ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ძა–თ შეცვლიდან 2 წლის შემდეგ), ამასთან, სააგენტოს წერილში არ არის მითითებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააგენტოს მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გაწეული არამიზნობრივი ხარჯები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და ამგვარ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ ედოთ. მოპასუხე ჟურნა–სტის მითითებით, მან დ.კ–ის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბიუჯეტიდან თანხის გაცემის შესახებ შეიტყო სანდო წყაროდან, რომლის ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებს, თუმცა, მას სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია;

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან სარჩელით სადავოდ მიჩნეულ განცხადებებთან მიმართებაში მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორი განმარტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვა–სწინებული საფუძველი. სარჩელის წარმატებულობის შეფასების მიზნით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე: გამოხატვის თავისუფლება; საზოგადოებრივი ინტერესი სადავო საკითხთან მიმართებაში და საზოგადოებრივ დებატში წვლილის შეტანა; სადავო განცხადების შინაარსი.

1.3.2. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელე სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვა–სწინებული საჯარო პირია, რომლის მიმართაც მოპასუხე მედია საშუალებაში გავრცელდა განცხადება (ამავე კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ღ“ ქვეპუნქტები). სარჩელით სადავოდაა გამხდარი განცხადებათა ის შინაარსი, სადაც მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ე.წ. აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გადაიხადა დაბადების დღე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, რომელიც აღინიშნა საზეიმოდ, მათ შორის, გამოყენებულ იქნა პიროტექნიკა. განცხადების სადავო ნაწილთან მიმართებაში უნდა შეფასდეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების წინაპირობების არსებობა, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის სპეციალური კანონის მე-14 და მე-17 (1), (3) მუხლებით, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 413-ე (1) მუხლით გათვა–სწინებული საფუძვლები:

(i) პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

(ii) ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

(iii) თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

(iv) არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

1.3.3. მოხმობილი ნორმების სადავო ფაქტებთან სუბსუმირების მიზნით, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს საქართველოს კონსტიტუციით, თავად სპეციალური კანონის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის (შემდგომში _ კონვენცია) მე-10 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია და ემსახურება როგორც თავად დემოკრატიული საზოგადოების, ისე _ ინდივიდის ინტერესებს, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები (დამატებით იხ. სპეციალური კანონის მე-2 მუხლი: ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად).

1.3.4. პრეცედენტული სამართლის თანახმად:

(i) გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეა–ზაციისათვის. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იგი ეხება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურა–ზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშე „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს. მე-10 მუხლის შესაბამისად, თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც .... უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს....

(ii) ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი.

(iii) სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას...“ („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013).

1.3.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში წარმოებული ომი წარუმატებლად დაასრულა და საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან უმოკლეს ვადაში გადაიხადა დაბადების დღე. სტატიის კონტექსტის გათვა–სწინებით, ჟურნა–სტის მსჯელობის მთავარ ხაზს წარმოადგენს სწორედ ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ამ მდგომარეობის პარალელურად მაღა– პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ლხინის გამართვის ფონზე თავდაცვის მინისტრის პიროვნების წარმოჩენის მცდელობა, რომელმაც, სადავო განცხადების თანახად, ნადიმის მოსაწყობად ისარგებლა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, თუმცა, შეილახა თუ არა გავრცელებული განცხადებით მოსარჩელის ავტორიტეტი და რეპუტაცია კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს პროპორციულობის ტესტის გამოყენებით მთლიანი განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე (განისაზღვროს უფლებით დაცული სფერო, მოხდა თუ არა ჩარევა უფლებაში, არსებობს თუ არა შეზღუდვის საფუძველი, რომელიც პროპორციულია ლეგიტიმური მიზნის მიღწევისა).

1.3.6. ვიდრე სადავო განცხადების შინაარსს შეამოწმებდეს, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხაზი გაუსვას საქართველოში მიმდინარე მოვლენებს: ე.წ რუსეთ-საქართველოს ომის გამო, ახლო წარსულში საქართველომ ნახა დიდი ზარა–, მოგვიანებით ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური ხელისუფლება და ამ რეალობაში, საზოგადოების ინტერესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ქცევის, სახელმწიფო ხარჯების რაციონალური გამოყენებისა თუ ტრაგიკული მოვლენების მიმართ პატივისცემის თაობაზე ლეგიტიმურია. საზოგადოებრივი დებატი და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებათა შეფასების ინსტრუმენტს და ამ ვითარებაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუკი ინფორმაციის გამავრცელებლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს იმ პირის დისკრედიტაცია, რომლის თაობაზეც ავრცელებს ამ ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევამ შეიძლება დააზარალოს ქვეყნის ინტერესები, შეუძლებელი გახადოს საზოგადოების მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიმართ აზრის გამოხატვა, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება საზოგადოების ინტერესებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მედიის გამოხატვის თავისუფლების კონვენციური გაგება: პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-10 მუხლი არ უზრუნველყოფს შეუზღუდავ გამოხატვის თავისუფლებას, თუნდაც მაშინ, როდესაც პრესა აშუქებს სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკოსებსა თუ საჯარო თანამდებობის პირებთან. მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება განუყოფელია შესაბამისი „ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან“, რომელიც პრესაზეც ვრცელდება. სწორედ აღნიშნული „ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის“ გამო, მე-10 მუხლის მიხედვით, ჟურნა–სტებისთვის მიკუთვნებული დაცვა, როდესაც ისინი აშუქებენ საზოგადო ინტერესის მქონე საკითხებს, ექვემდებარება დათქმას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა წარმოადგინონ სწორი და სანდო ინფორმაცია ჟურნა–სტური ეთიკის შესაბამისად (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999-III; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, § 63, 19 April 2011). წინა საქმეებში, როდესაც სასამართლოს უნდა ემსჯელა, გაეთავისუფლებინა თუ არა გაზეთები დაკისრებული ვალდებულებისგან - გადაამოწმონ ფაქტის შემცველი განცხადებები, რომლებიც ცილიმსწამებლური ხასიათისაა, მან გაითვა–სწინა სხვადასხვა ფაქტორი, განსაკუთრებით ცილისწამების ბუნება და ხარისხი და აგრეთვე ის მოცულობა, რამდენად გონივრულად შეეძლო გაზეთს მისი წყარო სანდოდ მიეჩნია (Bladet Tromsø and Stensaas, cited above, § 66). თავის მხრივ, ეს ფაქტორები მოითხოვს სხვა ისეთი ელემენტების განხილვას, როგორებიცაა წყაროს ავტორიტეტი, აგრეთვე გამოცემის გამოშვებამდე, შეეძლო თუ არა გაზეთს ჩაეტარებინა საკმარისი მოკვლევა, წარმოადგინა თუ არა გაზეთმა ამბავი საკმარისად დაბალანსებულად და მისცა თუ არა მეორე მხარეს, თავის დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, ცილისმწამებლური განცხადების გადამოწმების მოთხოვნიდან გადახვევა იმგვარი ბუნებისაა, რომ მის გამოყენებისათვის ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაითვა–სწინონ განსახილველი საქმის კონკრეტული გარემოებები. თუ ეროვნული სასამართლოები გამოიყენებენ ზედმეტად ხისტ მიდგომას ჟურნა–სტის პროფესიული ქცევის შეფასებისას, ამ უკანასკნელს არასათანადოდ შეეშლება ხელი მისი ფუნქციის, კერძოდ, საზოგადოების ინფორმირებულობის, განხორციელებაში. ამრიგად, სასამართლოებმა უნდა გაითვა–სწინონ მათი გადაწყვეტილებების სავარაუდო გავლენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ საქმეებზე, არამედ ზოგადად მედიაზე (see Kasabova, cited above, § 55 and Yordanova and Toshev v. Bulgaria, no. 5126/05, § 48, 2 October 2012). განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტორია „მოდარაჯე ძაღლის“ როლი, რომელსაც პრესა ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, მან არ უნდა გადააბიჯოს განსაზღვრულ ფარგლებს, კერძოდ, სხვათა უფლებებსა და რეპუტაციასთან მიმართებით, მიუხედავად ამისა, პრესის მოვალეობაა ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე. სტრასბურგის სასამართლომ ყველაზე ფრთხილად უნდა შეისწავლოს საქმეები, როდესაც ეროვნული ხელისუფლების მიერ დაკისრებულ სანქციებს, შეუძლიათ პრესას გული აუცრუოს დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ საზოგადოებრივ პრობლემას (Tønsbergs Blad A.S. and Haukom v. Norway, no. 510/04, § 88, ECHR 2007-III).

1.3.7. განსახილველ შემთხვევაში, ანგარიშგასაწევი ფაქტორებია: მოსარჩელის პიროვნება, თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ხსენებული მიანიშნებს ფართო საზოგადოებრივი ინტერესის არსებობასა და საჯარო დებატებზე, რომლითაც დაინტერესებულია საზოგადოება (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი: საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან), შესაბამისად, მოპასუხის მიერ გავრცელებული თუნდაც მწვავე, კრიტიკული განცხადება უნდა ჩაითვალოს საზოგადოებრივ დებატში წვლილის შეტანად და სწორედ ამის შემდეგაა ღირებული იმის შეფასება, თავად განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი: ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება).

1.3.8. სარჩელით შედავებული სტატიის შინაარსიდან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა შეფასდეს ხსენებული განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას და დადებით შემთხვევაში, შეილახა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მოსარჩელის უფლებები: იმისათვის, რომ კონვენციის მე-8 მუხლი მოქმედებაში მოვიდეს, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფა– შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. იმავენაირად, კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015 (ამონარიდები)). პრეცედენტული სამართლის თანახმად, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა („ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივლისი, § 46, სერია A, N10 და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“, (N 1), 1991 წლის 23 მაისი, § 63, სერია A, N 204). ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო, შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. „დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ“, 1997 წლის 24 თებერვა–, §42, ანგარიშები 1997-I), თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის. თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (იხ. „დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ“ §47; „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV; „რასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ“, N71343/01, § 36, 11/04/2006 და „ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული“, §55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი კონტექსტის გათვა–სწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, ჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვა–ფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ №ას-1278-1298-2011, 20 თებერვა–, 2012 წელი). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვა–ფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების მაკვა–ფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი). განსახილველ შემთხვევაში, სადავო განცხადებების შინაარსისა და კონტექსტის გათვა–სწინებით, საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დაბადების დღის აღნიშვნას ე.წ აგვისტოს ომის დასრულებიდან მოკლე ვადაში, მის მასშტაბებს (პიროტექნიკის გამოყენება და სხვა), ასევე, ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწევას, წარმოადგენს უფრო მეტად ფაქტებს და არა აზრებს, სტატიის დანარჩენი შინაარსი კი, ჟურნა–სტის შეფასებითი მსჯელობაა (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), სადაც გამოხატულია მისი თვალსაზრისი, დამოკიდებულება სტატიაში გადმოცემულ მოვლენასთან დაკავშირებით.

1.3.9. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო პალატამ სარჩელის ნაწილობრივ საფუძვლიანობა ძირითადად მოპასუხის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაუძლევლობას დაუკავშირა. ამ მხრივ, მართა–ა, სასამართლომ, სპეციალური კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ მტკიცების ტვირთის განაწილების წესთან შედარებით, უპირატესობა მიანიჭა პრეცედენტულ სამართალში დამკვიდრებულ პრაქტიკას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების გადაწყვეტამდე შესაფასებელია სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობის საკითხი და სწორედ სარჩელის ფარგლებში უნდა შემოწმდეს გავრცელებული ინფორმაციის სისწორე. საკასაციო პალატა სარჩელის შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია არც ომის დასრულებიდან მოკლე ვადაში დაბადების დღის გადახდის ფაქტი და არც მისი აღნიშვნის მასშტაბი, შესაბამისად, ეს ფაქტები შეუდავებელია, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის საკითხს, საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წერილს აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით და აღნიშნავს, რომ წერილში უარყოფილია არა ზოგადად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა, არამედ მოსარჩელის დაბადების დღის აღსანიშნავად თანხის გამოყოფა.

1.3.10. პალატა მიუბრუნდება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სტანდარტს და კონვენციური სამართლით განმტკიცებული პროპორციულობის ტესტის ფარგლებში აღნიშნავს, რომ შეზღუდვის ლეგიტიმაციას ევროკონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი აწერიგებს და ადგენს, რომ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუ დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ამასთანავე, უფლებაში ჩარევა უნდა იყო პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ, იგი კრიტიკულად აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამავდროულად უნდა იყოს დასახული მიზნის მიღწევის პროპორციული. საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის ფაქტობრივი გარემოებების, შეზღუდვის სტანდარტისა და პრეცედენტული სამართლის ანა–ზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ გავრცელებული განცხადებით არ დარღვეულა ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცული მოსარჩელის უფლებები, შესაბამისად, სარჩელში მოყვანილი ფაქტები არ წარმოადგენს ჟურნა–სტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის რელევანტურ და საკმარის საფუძველს, რის გამოც, არ არსებობს გავრცელებული ცნობის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო პალატის წინამდებარე დასკვნა ემყარება აგრეთვე ევროსასამართლოს განმარტებას საქმეზე _ „Stankiewicz and Others v. Poland“ (საჩივარი N 48723/07, 2014 წლის 14 ოქტომბერი), სადაც ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია მედიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც საგაზეთო სტატია შეეხებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს, რომელსაც ამხელდნენ ანაზღაურებადი წამლების სიაში გარკვეული მედიკამენტების მოთავსებასთან დაკავშირებულ უწესრიგობაში. ევროსასამართლომ უარყო ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომელიც ემყარებოდა სწორედ ეროვნულ სასამართლო პრაქტიკას, რომლითაც დადგენილი იყო ჟურნა–სტის გასნაკუთრებული გულისხმიერების სტანდარტი, გადაემოწმებინა ინფორმაცია. ევროსასამართლომ მხარი დაუჭირა ჟურნა–სტურ კეთილსინდისიერებას, თუმცა, აქვე ხაზი გაუსვა მათ შორის ისეთ გარემობას, როგორიც იყო „სტატიის მომზადების დროს არსებული ვითარების გათვა–სწინება“.

1.4. გასაჩივრებული განჩინების შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია მატერიალური სამართლის ნორმათა მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვა–სწინებული წინაპირობები, ამასთან, რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვა–სწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება: სადავო საგაზეთო სტატიაში გავრცელებული ინფორმაციით არ დარღვეულა საჯარო პირის პატივი და არ შელახულა მისი ღირსება, რაც ცნობის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გაამართლებდა. ასეთ ვითარებაში ქვემდგომმა სასამართლოებმა სამართლიანად ვერ დააბალანსეს შეპირისპირებული სიკეთეები: ინფორმაციის გავრცელება და სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა, რის გამოც, სარჩელის დაკმაყოფილება საჯარო პირის ინტერესსა და საზოგადოების ინტერესს შორის არ არის პროპორციული (სპეციალური კანონის მე-14 და მე-17 (1), (3) მუხლები, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 413-ე (1) მუხლი), რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

2. პროცესის ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.2. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და სრულად იქნა უარყოფილი სარჩელი, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გადახდილი ბაჟის _ 450 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „გ. ა. და კ.ქ–ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნას ახა– გადაწყვეტილება.

3. დ.კ–ის სარჩელი შპს „გ. ა. და კ.ქ–ას“ მიმართ გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თოაბაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. დ.კ–ს (პ/#0....) შპს „გ. ა. და კ.ქ–ას“ (ს/კ #2.....) სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის ანაზღაურება.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი