საქმე №ა-4550-შ-143-2019 30 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ბ.ქ.ს.გიზი
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ზ.ა.ოღლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბ.ქ.ს.გიზის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ფ. ზ.ა. ოღლის ფ–ი ნ.ზ. ოღლისა (დაბ: 28.09.2013წ.) და ფ.ა.ზ.ოღლის (დაბ: 05.04.2015წ.) რჩენისა და მზრუნველობისათვის ყოველთვიურად დაეკისრა 154 მანეთის, სულ _ 308 მანეთის გადახდა ბ.ქ.ს.გიზის სასარგებლოდ 2013 წლის 28 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბ.ქ.ს. გიზიმ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე მიქცეულია აღსასრულებლად, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა, აღსრულება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეუძლებელი აღმოჩნდა იმ საფუძლით, რომ მოვალე საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე, მას ჩაბარდა სასამართლო შეტყობინებები და გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სადაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო;
გ) პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლების თანახმად, ფ.ზ.ა.ოღლი საქართველოს მოქალაქეა და ამავე ქვეყნის ტერიტორიაზე აქვს საცხოვრებელი ადგილი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ის საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, კერძოდ, შუამდგომლობა და თანდართული მასალები მას გაეგზავნა რამდენჯერმე, თუმცა, ჩაბარება შეუძლებელი აღმოჩნდა. საფოსტო პასუხის თანახმად, მეზობელმა განუმარტა კურიერს, რომ მისამართზე ადრესატი არ იმყოფებოდა. სასამართლომ სცადა შეტყობინების შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მხარისათვის ჩაბარება, თუმცა, იმ მოტივით, რომ მოწინააღმდეგე მხარე წასული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, დოკუმენტების ჩაბარება კვლავ შეუძლებელი აღმოჩნდა, საბოლოოდ, საკასაციო პალატამ 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საჯაროდ გაავრცელა შეტყობინება, რაც, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარის ინფორმირებულად მიჩნევისა და საქმის განხილვის საკმარისი საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ბ.ქ.ს.გიზის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბ.ქ.ს.გიზის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ფ.ზ.ა. ოღლის, ფ.ნ.ზ. ოღლისა (დაბ: 28.09.2013წ.) და ფ.ა.ზ.ოღლის (დაბ: 05.04.2015წ.) რჩენისა და მზრუნველობისათვის, ყოველთვიურად დაეკისრა 154 მანეთის, სულ _ 308 მანეთის გადახდა ბ.ქ.ს.გიზის სასარგებლოდ 2013 წლის 28 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბ.ქ.ს. გიზიმ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე მიქცეულია აღსასრულებლად, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა აღსრულება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეუძლებელი აღმოჩნდა იმ საფუძლით, რომ მოვალე საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე, მას ჩაბარდა სასამართლო შეტყობინებები და გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სადაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო;
გ) პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლების თანახმად, ფ.ზ.ა.ოღლი საქართველოს მოქალაქეა და ამავე ქვეყნის ტერიტორიაზე აქვს საცხოვრებელი ადგილი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ის საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, 2020 წლის 2 იანვარს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
5. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „а“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება... შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე- ოფიციალური დოკუმენტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და დაქვემდებარების აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესვლამდე ექვემდებარება აღსრულებას, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. მინსკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნეს, საკითხი ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ მხარეთა შეთანხმებას; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშირისო კერძო სამართლის შეახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.
6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ.ქ.ს.გიზის შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ფ.ზ.ა. ოღლის ფ. ნ.ზ. ოღლისა (დაბ: 28.09.2013წ.) და ფ.ა.ზ.ოღლის (დაბ: 05.04.2015წ.) შენახვისა და მზრუნველობისათვის ყოველთვიურად დაეკისრა 154 მანეთის გადახდა 2013 წლის 28 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ქ.ს.გიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ფ.ზ.ა.. ოღლის ფ.ნ.ზ. ოღლისა (დაბ: 28.09.2013წ.) და ფ.ა.ზ.ოღლის (დაბ: 05.04.2015წ.) რჩენისა და მზრუნველობისათვის ყოველთვიურად დაეკისრა 154 მანეთის, სულ _ 308 მანეთის გადახდა ბ.ქ.ს.გიზის სასარგებლოდ 2013 წლის 28 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი