საქმე №ა-3283-შ-79-2020 18 სექტემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ე–ს“ (მოსარჩელის უფლებამონაცვლე, შუამდგომლობის ავტორი)
წარმომადგენლები: დ.კ–ი, თ.ც–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ–ა (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - აღსრულების უზრუნველყოფა (მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება)
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დსს „ი.კ–ის“ (ს/ნ: .....) (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ვ.კ–ას (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა.
2. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა, 2007 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, 17.10.2012წ.-ის მდგომარე–ბით, 580210.64 აშშ დოლარის ოდენობით (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსის მიხედვით).
3. გადახდევინება მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ და მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
4. 1200კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი (ს/ნ: .....) მდებარე, მოსკოვის ოლქი, მიტიშჩინსკის რაიონი ……. და მასზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (საინ: N.......; ლიტ. A-A1-b, საერთო ფართობით 303,8კვ.მ., საცხოვრებელი ფართობით 154,6კვ.მ. მდებარე მისამართზე: მოსკოვის ოლქი, მიტიშჩინსკის რაიონი სასოფლო დასახლება ……. სახლი 42. ქონების საწყის, სავაჭრო ფასად განისაზღვრა 9 450 400 რუსული რუბლი.
5. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯი 60 000 რუსული რუბლი.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს განემარტა გასაჩივრების უფლების შესახებ.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დამოწმებულია რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს ბეჭდით, ამავე ბეჭდით დადასტურებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 16 მარტს.
8. 2020 წლის 15 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
9. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით დაშვებულ იქნა საპროცესო უფლებამონაცვლე–ბა და მოსარჩელე/კრედიტორი დსს „ი.კ–ი“ (ს/ნ: ......) შეიცვალა შპს „ე–ს“- ით (ს/ნ: ........). (შემდეგში: მოსარჩელის უფლებამონაცვლე ან შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) .
10. 2020 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა - აღსრულება აღუსრულებელ ნაწილში (477 785,78 აშშ დოლარი) და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, რომ ყადაღა დაედოს ვ.კ–ას (დაბადების თარიღი: 27.02.1964წ.; დაბადების ადგილი: წალენჯიხა, საქართველო.; პ/ნ:.......) სს „თ.ბ–ის“, სს „ტ–ის“, სს „ბ.ბ–ის“ სს „ს.ბ–ის“, სს „ი–ის“ სს „ბ.ქ–უს“ სს „ლ.ბ–ის“, სს „ხ.ბ–ის“, სს „პ.ბ–ის“ სს „ვ.ბ.ჯ–ას“, თ.რ. სს „ზ.ბ–ის“ (თბილისის ფილიალი), სს „ბ.კ–ას“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 477 785.78 აშშ დოლარის ფარგლებში.
11. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ, დღეისათვის რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულებულია მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხისაგან ამოღებულია მხოლოდ 7 087 800 რუბლი, რაც ამ თანხის ამოღების დღისთვის, შეადგენდა 102 424.86 აშშ დოლარს. შესაბამისად, არსებული დავალიანება შეადგენს 477 785,78 აშშ დოლარს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოება აღარ მიმდინარე–ბს.
12. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადაწყვეტილების აღსრულება აღუსრულებელ ნაწილში (477 785,78 აშშ დოლარი) აუცილებლად საჭიროებს უზრუნველყოფას, რამეთუ, მოპასუხის საკუთრების უფლებით არ რეგისტრირდება რაიმე უძრავი ქონება ან წილი/აქცია, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებლია მხოლოდ მოძრავი ნივთი - ა/მ, რომლის მიახლოებითი საბაზრო ღირებულებაა 10 000 აშშ დოლარსაც კი არ შეადგენს. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება მთლიანად იქნება დამოკიდებული მოპასუხის ნებაზე - გადაიხადოს დაკისრებული თანხა. რაც შეეხება უზრუნველყოფის მოთხოვნის პროპორციულობას, განმცხადებელმა განმარტა, რომ აღსასრულებელი მოთხოვნა საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის განცხადება რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის დაყადაღების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში - მინსკის კონვენცია) 53-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. ამავე მუხლის მე–რე ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს: ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარე–ბს თავად გადაწყვეტილებიდან; ბ) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარე–ბს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილე–ბდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; დ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე–რე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 271-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ ნორმით დადგენილი წესი უნდა გამოვიყენოთ, ასევე, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას ცნობს და აღსასრულებლად მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამისათვის კი, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვაა საჭირო, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. აქედან გმომდინარე, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე დროის მონაკვეთში შესაძლებელია, საჭირო გახდეს მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რაც უნდა შესრულდეს სწორედ სსსკ-ის 271-ე მუხლისა და ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომლითაც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 580210.64 აშშ დოლარის გადახდა (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსის მიხედვით), საიდანაც აღსასრულებელია 477 785,78 აშშ დოლარი (ამ განჩინების: პპ. 2,10).
19. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხაზე ყადაღის დადება გამოწვეულია გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროებით, კერძოდ, მოპასუხის საკუთრების უფლებით არ რეგისტრირდება რაიმე უძრავი ქონება ან წილი/აქცია, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება მთლიანად იქნება დამოკიდებული მოპასუხის ნებაზე - გადაიხადოს დაკისრებული თანხა. განმცხადებელმა ასევე მიუთითა აღსასარულებელ და დასაყააღებელ თანხას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობაზე, კერძოდ, განმარტა, აღსასრულებელი მოთხოვნა საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა (იხ., ამ განჩინების პ. 10).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ამართლებს ასევე მოსარჩელის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თე–რიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვე–ბით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.). ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც - იხ., სუსგ-ები Nა-1133-შ-29-2020, 6 ივლისი,2020წ.; №ა-704-შ-24-2019, 14 თებერვალი, 2019წ..
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედოს ვ.კ–ას (დაბადების თარიღი: 27.02.1964წ.; დაბადების ადგილი: წალენჯიხა, საქართველო.; პ/ნ:.....) სს „თ.ბ–ში“, სს „ტ–ში“, სს „ბ.ბ–ში“, სს „ს.ბ–ში“, სს „ი–ში“, სს „ბ.ქ–უში“, სს „ლ.ბ–ში“, სს „ხ.ბ–ში“, სს „პ.ბ–ში“, სს „ვ.ბ.ჯ–აში“, თ.რ. სს „ზ.ბ–ში“ (თბილისის ფილიალი), სს „ბ.კ–აში“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 477 785.78 აშშ დოლარის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე–ს“ განცხადება, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღა დაედოს ვ.კ–ას (დაბადების თარიღი: 27.02.1964წ.; დაბადების ადგილი: წალენჯიხა, საქართველო.; პ/ნ:....) სს „თ.ბ–ში“, სს „ტ–ში“, სს „ბ.ბ–ში“ სს „ს.ბ–ში“, სს „ი–ში“ , სს „ბ.ქ–უში“, სს „ლ.ბ–ში“, სს „ხ.ბ–ში“, სს „პ.ბ–ში“, სს „ვ.ბ.ჯ–აში“, თ.რ. სს „ზ.ბ–ში“ (თბილისის ფილიალი), სს „ბ.კ–აში“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 477 785.78 აშშ დოლარის ფარგლებში;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე