საქმე №ას-219-2020 10 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თ.გ–ის წინააღმდეგ დაუშვებლად იქნა ცნობილი (საქმე №ას-219-2020).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებით მომართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, მოითხოვა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში, შეცდომითაა მითითებული - „კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან“.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად - „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (202178927) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №59029, გადახდის თარიღი 2020 წლის 13 მარტი) 70% - 210 ლარი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული - „კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან“ ნაცვლად მიეთითოს - „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (202178927) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №59029, გადახდის თარიღი 2020 წლის 13 მარტი) 70% - 210 ლარი“;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე