Facebook Twitter

საქმე №ას-1214-2019 27 მარტი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.გ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ჰ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ფ.ჰ–ს (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) (წარმომადგენელი ე.ჰ–ი;შემდეგში: პირველი მოპასუხე) და ლ.გ–ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან კასატორი) შორის, 2017 წლის 15 აგვისტოს, ქალაქ მარნეულში, ....... (ს/კ .....) მდებარე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. ნასყიდობის საგნის ღირებულება 30 000 ლარით განისაზღვრა. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე აღირიცხა.

2. 2015 წლის 24 აპრილის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება ს/კ ......, მდებარე ქალაქი მარნეულში, ......., არასასოფლო - სამეურნეო (საკარმიდამო) – 3176.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, საჯარო რეესტრში ირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრებად.

3. შპს ,,გ.მ–ს“ (შემდეგში: შპს ან კომპანია) და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 22 აპრილს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.მარნეული, ......., ს/კ ......

4. პირველი მოპასუხე მოსარჩელის ძმისშვილია.

5. მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს, 2017 წლის 10 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, მიანიჭა მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება. მინდობილობა გაიცა 2018 წლის 10 აგვისტომდე. მინდობილობის გაფორმებისას მოსარჩელეს ნოტარიუსის მიერ, თარჯიმნის მეშვეობით განემარტა მინდობილობის შინაარსი.

6. მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, მყიდველს არ დაუთვალიერებია, არ უნახავს ისე შეიძინა სახლი და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც არ მისულა სახლის სანახავად. მეორე მოპასუხე არ დაინტერესებულა „შესაძენი“ უძრავი ქონების მდგომარეობით, არასდროს მისულა და საცხოვრებელი სახლი ვიზუალურად არ დაუთვალიერებია; მიუხედავად იმისა, რომ სახლში ცხოვრობს შვიდსულიანი ოჯახი, მყიდველს არც უკითხავს გამყიდველისათვის, თუ როდის აპირებდნენ სახლის გათავისუფლებას. მყიდველისა და გამყიდველის ოჯახები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, შესაბამისად, სახლის დათვალიერება და უშუალოდ გამყიდველთან გასაუბრება პრობლემა არ იქნებოდა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2017 წლის 15 აგვისტოდან რამდენიმე დღეში მყიდველმა დაიწყო შესაბამისი საბუთების მოძიება, რათა მოემზადებინა სარჩელი გამყიდველის გამოსახლებაზე და შემდეგ უშუალოდ სასამართლოს მიმართა გამყიდველისა და მისი ოჯახის სადავო უძრავი ქონებიდან გამოსახლების მოთხოვნით. ამ სახლში სარჩელის შეტანამდე და დღესაც კვლავინდებურად მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს.

7. მოწმე ე.ბ–ას განმარტებით, იგი არის მოსარჩელის რძალი, ისინი 17 წელია სადავო სახლში ცხოვრობენ, მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისათვის მინდობილობის და შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ მოწმიისათვის არაფერია ცნობილი;

7.1. მოწმე ს.ჰ–ას განმარტებით, იგი არის მოსარჩელის მეუღლე, მისთვის არაფერი არ იყო ცნობილი, ვიდრე სახლში დოკუმენტები არ მიიღეს. ასევე, არაფერია ცნობილი მოსარჩელის მიერ მინდობილობის გაცემისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ სახლის სანახავად არავინ არ მისულა;

7.2. მოწმე კ.უ–მა განმარტა, რომ იგი არის მოსარჩელის ძმისშვილი, ქ. მარნეულში, მასთან მივიდა მეორე მოპასუხის წარმომადგენელი, რათა ბიძამისისათვის - მოსარჩელისათვის გადაეცა, რომ სახლი იყო მეორე მოპასუხის საკუთრება და სახლი დაეცალათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას შეხვდა ნ.გ–ი, რომელმაც გადასცა ამონაწერი და უთხრა, რომ ბიძისათვის გადაეცა. მაგრამ მას ამონაწერი ბიძისათვის არ გადაუცია. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია, თუ სახლთან დაკავშირებით რა შეთანხმება მოხდა.

8. მოსარჩელის განმარტებით, მან ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცოდა და ნასყიდობის ხელშეკრულება მისმა წარმომადგენელმა მასთან შეთანხმების გარეშე დადო იმ მიზნით, რომ მომხდარიყო კომპანიასთან შეთანხმება იმ ბიზნესურთიერთობიდან გამომდინარე, რომელშიც ჩართული იყო მოსარჩელის ძმა, მისი ძმისშვილი და მყიდველის მამა. პირველ მოპასუხეს სანოტარო წესით მიენიჭა უფლებამოსილებები, რომლის ფარგლებშიც მან შეძლო 2017 წლის 16 აგვისტოს შპს-თან შეთანხმების გაფორმება. მოწმე ნ.გ–ის ჩვენების თანახმად ამ შეთანხმების ერთი ეგზემპლიარი მასთან ინახებოდა.

9. სასარჩელო მოთხოვნა

9.1. მოსარჩელემ 2018 წლის 26 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელის მიერ გაცემული რწმუნებულება/მინდობილობა; ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელესა (წარმომადგენელი - პირველი მოპასუხე) და მეორე მოპასუხეს შორის, 2017 წლის 15 აგვისტოს, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; სადავო უძრავი ქონება აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებად.

10. მოპასუხეთა შესაგებელი

10.1. პირველმა მოპასუხემ მის მიმართ აღძრული სარჩელის წინააღმდეგ წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი განმარტა, რომ იგი მოქმედებდა მოსარჩელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. პირველი მოპასუხის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება დროებით დაიდო, მასში ფორმალურად მიეთითა ნასყიდობის თანხა.

10.2. მეორე მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის დადებული მოტყუებით, ასევე აღნიშნული ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის არ დაფარულა სხვა სახის გარიგება.

11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 56-ე, 59-ე, 81-83-ე, 477-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე, 134-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

12.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 15 აგვისტოს დადებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების მესაკუთრედ და აღნიშნული ქონება აღირიცხა მის საკუთრებად; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2017 წლის 10 აგვისტოს მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში.

13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. გარიგების მონაწილის ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას, იქონიოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. გარიგება არის ორი ან მეტი პირის კონსენსუსის შედეგი და ამ გზით მხარეები იმ მიზნის რეალიზაციას ახდენენ, რამაც ხელშეკრულების დადება განაპირობა. მიზანი კი სხვადასხვა გარემო ფაქტორების შედეგად ყალიბდება, მაგალითად, მატერიალური სარგებლის, დოვლათის მიღება და ა.შ. სწორედ ამიტომ ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობები მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა, ვინაიდან ხელშეკრულება შესრულებაზე ორიენტირებული აქტია, მხარეების მიერ დასახული მიზნის მიღწევა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამ უნდა უზრუნველყოს. რიგ შემთხვევებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ფორმალური მოთხოვნების მხრივ, ამგვარი გარიგება შეესაბამება კანონს, თუმცა შინაარსობრივად ასახავს მხარეთა რეალური ნების საწინააღმდეგო მდგომარეობას. უფრო მეტიც, მხარეებმა წინასწარვე იციან, რომ ისინი შებოჭილები არ იქნებიან დადებული ხელშეკრულებით. ასეთ გარიგებებს ფორმალური ნაკლოვანებები თითქმის არ ახასიათებს. აქ გადამწყვეტია მხარეთა რეალური ნების დადგენა. თვალთმაქცური გარიგების დროს არ მიიღწევა ის ტიპიური შედეგი, რომელსაც ნამდვილი გარიგების დადებისას აქვს ადგილი. მხარეები არ ისწრაფვიან მიიღონ ის შედეგი, რომელიც დადებული ხელშეკრულებიდან უნდა მიიღებოდეს. გარიგების ნამდვილობისას ნება და ნების გამოვლენა ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. თვალთმაქცურ გარიგებაში ხდება განზრახ იმის გამოვლენა, რაც მხარეთა ნებას არ შეესაბამება.

13.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 56-ე, 477-ე მუხლებზე დაყრდნობით, საქმეში არსებული უდავო გარემოებების გათვალისწინებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით დაადგინა, რომ მხარეებს შორის ადგილი არ ჰქონია უძრავი ქონების გადაცემაზე ნამდვილი ნების გამოვლენას. ამასთან, ნასყიდობის თანხა გამყიდველისათვის გადახდილი არ არის და არც ნასყიდობის საფასურის გადახდის ნამდვილი ნება არსებობდა მხარეთა შორის.

13.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების პროცესში დამკვიდრებული და აღიარებული წესია, რომ სადავო გარემოების ბუნდოვანება სასამართლოს მიერ მიემართება იმ მხარის წინააღმდეგ, რომელსაც აკისრია მტკიცების ტვირთი. ამასთან სასამართლო პრაქტიკაში და სამართლის თეორიაში დამკვიდრებული წესის მიხედვით, თუ მოცემული ფაქტების სასარგებლოდ მეტყველებს ცხოვრებისეული გამოცდილება, რადგანაც ისინი დაფუძნებულია მოვლენების ტიპიურ განვითარებაზე, მაშინ მხარე, რომელსაც აკისრია მტკიცების ტვირთი შეუძლია უთითებდეს ასეთი ფაქტების ნამდვილობაზე. თუ მისი მოწინააღმდეგე მხარე დამაჯერებლად წარმოადგენს მოვლენების განვითარების განსხვავებულ ვერსიას, მაშინ მისი პოზიცია შეიძლება იყოს გაზიარებული სასამართლოს მიერ. ვინც უთითებს ჩვეულებრივისგან გამონაკლისზე, სწორედ მან უნდა დაადასტუროს ასეთი გამონაკლისების ფაქტობრივად არსებობა.

13.5. წინამდებარე განჩინების 6-8 პუნქტებში აღნიშნული ფაქტები და მტკიცებულებები მიუთითებს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოვლენების არასტანდარტულ განვითარებაზე, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარემ უნდა წარმოადგინოს დამაჯერებელი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლითაც აიხსნება მოვლენათა ასეთი განვითარება.

13.6. ამ მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ან არგუმენტი არ წარმოუდგენია, სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელის სასარგებლოდ მეტყველებს ცხოვრებისეული გამოცდილება. სახლის ყიდვა არ ხდება მისი წინასწარი დათვალიერების გარეშე და ყიდვის შემდეგ ძველი მესაკუთრე არ აგრძელებს მასში ჩვეულებრივ ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში, ლოგიკის კანონებზე დაფუძნებული მოვლენათა განვითარების ჯაჭვი, უფრო დამაჯერებელს ხდის მოსარჩელის მითითებებს, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცოდა და ნასყიდობის ხელშეკრულება მისმა წარმომადგენელმა მასთან შეთანხმების გარეშე დადო.

13.7. საქმეში მრავლად არის მტკიცებულებები (ხელშეკრულებები, მოწმეთა ჩვენებები), რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე, მისი ძმა და მისი ძმისშვილი, ასევე, მოპასუხის მამა ფქვილის ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეულ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ და, სწორედ ამ საქმიანობიდან გამომდინარე, გაყიდული ქონება იპოთეკით იყო დატვირთული. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება არ იყო არც მოსარჩელის წარმომადგენლის სურვილი და ნამდვილი ნება.

13.8. პირველმა მოპასუხემ არა მხოლოდ სარჩელი ცნო, არამედ აღიარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის თანხა გადაცემული არ ყოფილა და არც ქონების გადაცემა იყო განზრახული მხარეთა მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს და კომპანიასთან ურთიერთობის დარეგულირების შემდეგ ქონება უკან უნდა გადასცემოდა გამყიდველს.

13.9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზანი იყო, ნასყიდობის ხელშეკრულებით განხორციელებულიყო მხარეთა შორის არსებული ბიზნესურთიერთობებიდან გამომდინარე სადავო საკითხების დარეგულირება და ვალდებულებების უზრუნველყოფა. როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ასეთ ფუნქციას იძენს დადებული გარიგება წარმოადგენს მხარეთა ნამდვილი ნების დაფარვის საშუალებას და არის ბათილი.

13.10. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 56.2-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, შესაბამისად, დაასკვნა, რომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტს სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა დაუბრუნდეს.

14. მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი

14.1. მეორე მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, sasamarTlo yovelgvari dasabuTebis gareSe "logikidan" gamomdinare uaryofs werilobiT mtkicebulebas-sajaro reestrSi wardgenil nasyidobis xelSekrulebas, sadac miTiTebulia, rom safasuri gadaxdilia da es daadastura mowmem da mxarem. sasamarTlos aseve dausabuTeblad gamoaqvs daskvna, rom safasuris gadaxdis neba ar yofila, maSin rodesac uZravi nivTi მეორე მოპასუხემ SeiZina "ipoTekasTan" erTad (70 000 laris farglebSi) da misi survilis miuxedavad es Tanxa gadasaxdeli eqneboda. aradamajerebelia sasamarTlos dasabuTeba "cxovrebiseuli gamocdilebiT" saxlis yidvamde an yidvis Semdeg dauTvaliereblobis motiviT imis daskvna, rom nasyidobis neba ar iyo gamovlenili maSin, rodesac arc erTi mxare ar Tvlis sadavod, rom მეორე მოპასუხემ icoda nasyidobis sagani, romelic mdebაreobs maT maxloblad, maTive sofelSi da xSirad aqvs naნახი da daTvalierebuli. man es saxli SeiZina mindobili pirisagan da ar iyo valdebuli saxlis mesakuTresTan hqonoda kontaqti. dausabuTebelia sasamarTlos msjeloba, rom saxlSi Zveli mesakuTre ar unda agrZelebdes cxovrebas, maSin rodesac mxareTa axsna-ganmartebebiT da mowmeTa CvenebebiT udavodaa dadasturebuli, rom nasyidobis xelSekrulebidan maleve apelanti (mosarCele) gaafrTxiles daecala saxli, mas sadavod ar gauxdia nasyidobis xelSekruleba da sarCeli sasamarTloSi Seitana mxolod maSin, rodesac მეორე მოპასუხემ sasamarTlo wesiT moiTxova ukanono mflobelobidan nivTis gamoTxova.

14.3. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება, კერძოდ, სუსგ-ებს: ას-1316-1254-2014, 19.02.15 წ., ას-182-171-2014, 16.06.14 წ., ას-1117-1051-2015, 20.01.16 წ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

21. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. აღნიშნული წესის დაუცველობა კი მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

22. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან სადავო სამართალურთიერთობის მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

23. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

24. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სსკ-ი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

26. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მეორე მოპასუხე სათანადოდ არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მისი ნება სადავო უძრავი ქონების გაყიდვა არ ყოფილა. ასევე, პირველ მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო სასამართლოს სხდომაზე ფაქტობრივად სასარჩელო მოთხოვნა ცნო (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1-10.2 ქვეპუნქტები).

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კვალიფიციური შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.

28. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

29. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ- დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, § 201).

30. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება, აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მოხმობილი განჩინებებით (იხ. ამ განჩინების 14.3 ქვეპუნქტი) განსახილველი საქმისგან სრულიად განსხვავებული საკითხებია გადაწყვეტილი. ამასთან, ის გარემოება, რომ დასახელებული განჩინებებით სასამართლომ ბათილად არ ცნო სადავო განჩინებები, არ გულისხმობს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაშიც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია. კასატორის მიერ მოხმობილ განჩინებებში სადავო იყო ჩუქების ხელშეკრულება და თან ხელშეკრულებას თავად მხარეები აწერდნენ ხელს, ასევე, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა გარემოებათა იმგვარ განვითარებას, რაც სასამართლოს სადავო გარიგების ბათილობაში დაარწმუნებდა. ერთ განჩინებაში სადავო იყო სესხის თანხის გადაცემა და მოსარჩელე აღნიშნულ გარემოებას მიიჩნევდა გარიგების ბათილობის წინაპირობად.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ლ.გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.გ–ას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1746,50 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 30 ოქტომბერი), 70% – 1222,55 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე