Facebook Twitter

საქმე №ა-3244-შ-75-2020 24 სექტემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ხ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ბ–ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება #2-3521-07-21c

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილებით, ნ.ხ–ას სარჩელი ე.ბ–ის მიმართ, მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, დაკმაყოფილდა; ე.ბ–ს, დაბ. 1985 წლის 18 თებერვალს, მცხოვრები საქართველოში, მშობლის უფლებები ჩამოერთვა არასრულწლოვან შვილთან, გ. ე. ძე ბ–თან, დაბ. 2005 წლის 30 აგვისტოს, დაკავშირებით.

2. ნ.ხ–ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სურს ბავშვისთვის პასპორტის აღება.

3. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმის მასალებში არის მოპასუხის 2006 წლის 29 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც მოპასუხე ნებაყოფლობითა და უპირობოდ ამბობს უარს მშობლის უფლებებზე, 2005 წლის 30 აგვისტოს ქ. მოსკოვში დაბადებულ საკუთარ შვილთან - ბ–ი გ. ე. ძესთან მიმართებით და გამოხატავს თანხმობას, რომ ჩამოართვან მას მამობის უფლებები და შემდგომში მოახდინონ მისი გაშვილება, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

4. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 27 ოქტომბერს.

5. შუამდგომლობას თან ერთვის ქ. მოსკოვის, ბოგოროდსკოეს შიდა საქალაქო მუნიციპალიტეტის დაწესებულების დადგენილება 20.06.2009 #62, რომლითაც არასრულწლოვან გ. ე. ძე ბ–ს ნება დაერთო გვარის გამოცვლაზე და იგი დედის ნ.ხ–ას გვარზე გადავიდა. შუამდგომლობას ერთვის არასრულწლოვნის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც მითითებულია გ. ხ–ა და მოწმობა გაცემულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2020 წლის 2 სექტემბერს.

6. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ნ.ხ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.ხ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა აღიარებისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილებით ნ.ხ–ას სარჩელი ე.ბ–ის მიმართ, მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, დაკმაყოფილდა, იმ დასაბუთებით, რომ არასრულწლოვნის მამა ბოროტად არიდებს თავს მშობლის მოვალეობას. ე.ბ–ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მხარი დაუჭირეს მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს წარმომადგენლებმაც. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.ბ–ს, დაბ. 1985 წლის 18 თებერვალს, მცხოვრები საქართველოში, მშობლის უფლებები ჩამოერთვა არასრულწლოვან შვილთან, გ. ე. ძე ბ–თან, დაბ. 2005 წლის 30 აგვისტოს, დაკავშირებით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 27 ოქტომბერს; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა. გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმის მასალებში არის მოპასუხის 2006 წლის 29 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც მოპასუხე ნებაყოფლობითა და უპირობოდ ამბობს უარს მშობლის უფლებებზე, 2005 წლის 30 აგვისტოს ქ. მოსკოვში დაბადებულ საკუთარ შვილთან - ბ–ი გ. ე. ძესთან მიმართებით და გამოხატავს თანხმობას, რომ ჩამოართვან მას მამობის უფლებები და შემდგომში მოახდინონ მისი გაშვილება, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის შესახებ.

14. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებულ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ხ–ას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. აღიარებულ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლიუბლინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის #2-3521-07-21c გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ბ–ს, დაბ. 1985 წლის 18 თებერვალს, მცხოვრები საქართველოში, მშობლის უფლებები ჩამოერთვა არასრულწლოვან შვილთან, გ. ე. ძე ბ–თან, დაბ. 2005 წლის 30 აგვისტოს, დაკავშირებით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე