Facebook Twitter

№ა-4366-შ-110-2018 10 სექტემბერი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ზ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ძე

განხილვის საგანი – ბელორუსიის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 25.07.2018 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელორუსიის რესპუბლიკის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით გ.მ–ძეს, დაბადებულს 1994 წლის 18 ივლისს, ე.ა. ასულ ზ–ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვის, მ.გ. ასულ ზ–ს (დაბადებული 2015 წლის 18 ნოემბერს) ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა, მაგრამ საშუალოდ სულ მოსახლეზე შრომისუნარიანი მშობლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა. გადახდა დაეკისრა 2017 წლის 25 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. ე.ზ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული შუამდგომლობისა და მისი წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქმეზე დადგენილია, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით გ.მ–ძეს, დაბადებულს 1994 წლის 18 ივლისს, ე.ა. ასულ ზ–ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვის, მ.გ. ასულ ზ–ს (დაბადებული 2015 წლის 18 ნოემბერს) ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა, მაგრამ საშუალოდ სულ მოსახლეზე შრომისუნარიანი მშობლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა. გადახდა დაეკისრა 2017 წლის 25 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

5. ამავდროულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და იგი ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

8. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ზ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის, ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც:

- გ.მ–ძეს, დაბადებულს 1994 წლის 18 ივლისს, ე.ა. ასულ ზ–ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვის, მ.გ. ასულ ზ–ს (დაბადებული 2015 წლის 18 ნოემბერს) ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა, მაგრამ საშუალოდ სულ მოსახლეზე შრომისუნარიანი მშობლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა. გადახდა დაეკისრა 2017 წლის 25 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი