Facebook Twitter

№ა-4451-შ-6138-2019 24 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სს „ა–სი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს.ტ.’’

განხილვის საგანი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის 2-2(81) – 484/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის 2-2(81) – 484/2018 გადაწყვეტილებით:

სს „ა–სის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შპს „ს.ტ“-ს დაეკისრა 120 000(ას ოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდა სს „ა–სის“ სასარგებლოდ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ-ეკონომიკური კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

3.1 შპს „ს.ტ-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

3.2 უცვლელად დარჩა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის 2-2(81) – 484/2018 გადაწყვეტილება.

4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის 2-2(81) – 484/2018 გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 15 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

5. სს „ა–სმა“ და იუსტიციის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის 2-2(81) – 484/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

7. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მათზე თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა ორჯერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ...... და მისამრთზე ქ. თბილისი, ...., ბ. 55. ადრესატისათვის გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა არასწორი მისამართის გამო.

8. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში შპს „ს.ტ–სთვის“, სს „ა–სის“ შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების ჩაბარება. აღნიშნული მასალები ჩაბარდა შპს „ს.ტ-ს“ დირექტორ გ.ჩ–ძის ოჯახის წევრს - ზ.ჩ–ძეს, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოში რაიმე მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქმეზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის 2-2(81) – 484/2018 გადაწყვეტილებით შპს „ს.ტ–ს“, სს „ა–სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 120 000 (ას ოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

10. ამავდროულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 4 ივლისს, ამასთან, იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

12. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის 2-2(81) – 484/2018 გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

13. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ა–სის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის 2-2(81) – 484/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც:

- შპს „ს.ტ-ს“ დაეკისრა 120 000 (ას ოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდა სს „ა–სის“ სასარგებლოდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი