Facebook Twitter

საქმე №ა-2769-შ-58-2020

23 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ტ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – პ.უ–ი

განხილვის საგანი – გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა 5 განყოფილების 2017 წლის 20 სექტემბრის №531F5691/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

1. გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა 5 განყოფილების 2017 წლის 20 სექტემბრის №531F5691/17 გადაწყვეტილებით მ.ტ–სა (დაბადებული 15.08.1984წ. საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: 80339 მიუნხენი, შისშტადის ქ.N12) და პ.უ–ს (დაბადებული 28.09.1983წ. პოლონეთის მოქალაქე, ჩაწერილი კაუპში, კოპენჰაგენის ქ. 3, 81829 მიუნხენი) შორის 06.08.2013 წელს რადუსის/დანია მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. მ.ტ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა 5 განყოფილების 2017 წლის 20 სექტემბრის №531F5691/17 გადაწყვეტილებით მ.ტ–სა (დაბადებული 15.08.1984წ. საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: 80339 მიუნხენი, შისშტადის ქ.N12) და პ.უ–ს (დაბადებული 28.09.1983წ. პოლონეთის მოქალაქე, ჩაწერილი კაუპში, კოპენჰაგენის ქ. 3, 81829 მიუნხენი) შორის 06.08.2013 წელს რადუსის/დანია მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა მ.ტ–მა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 31.10.2017 წ. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა 5 განყოფილების 2017 წლის 20 სექტემბრის №531F5691/17 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. მ.ტ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა 5 განყოფილების 2017 წლის 20 სექტემბრის №531F5691/17 გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ტ–სა (დაბადებული 15.08.1984წ. საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: 80339 მიუნხენი, შისშტადის ქ. 12) და პ.უ–ს (დაბადებული 28.09.1983წ. პოლონეთის მოქალაქე, ჩაწერილი კაუპში, კოპენჰაგენის ქ. 3, 81829 მიუნხენი) შორის 06.08.2013 წელს რადუსის/დანია მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე