საქმე №ას-1970-2018 29 მაისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჟ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „მ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ.მ–ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 9 106.53 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6 418 აშშ დოლარი, სარგებელი _ 2 156.62 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო _ 582 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეს 2016 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის _ 6 418 აშშ დოლარის 2%-ის (თვეში 128.36 აშშ დოლარის) გადახდა. თანხის დაფარვის მიზნით მოსარჩელემ ითხოვა სესხების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დატვირთული ოქროს ნივთების რეალიზაცია (1. სამეული, სინჯით 750, წონით 18.1გრამი; 2. ოქროს სამაჯური, სინჯით 900, წონით 23.3 გრ; 3. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 30 გრამი; 4. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 29.7გრამი; 5. ოქროს ძეწკვი, სინჯით 900, წონით 33.9 გრამი; 6. ოქროს ძეწკვი, სინჯით 585, წონით 45.6გრამი; 7. ოქროს სამაჯური, სინჯით 583, წონით 23 გრამი; 8. ოქროს ბეჭედი, სინჯით 958, წონით 7.2 გრამი; 9. ბეჭედი, სინჯით 583, წონით 12.8 გრამი).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 30 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის #238 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავებულ იქნა ჟ. (ჯ.) მ–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი _ ძირი თანხის 2% ყოველთვიურად. 2014 წლის 30 ოქტომბერს სესხის თანხა გაიზარდა 100 აშშ დოლარით, ხოლო, 2015 წლის 30 იანვარს _ 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი თანხა განისაზღვრა 850 აშშ დოლარით. 2014 წლის 30 ოქტომბერს, კრედიტისა და გირავნობის #315 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ.მ–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 500 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი _ ძირი თანხის 2% ყოველთვიურად, პირგასამტეხლო - სესხის ძირი თანხის 0.2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2014 წლის 28 ნოემბერს კრედიტისა და გირავნობის #386 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ.მ–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი _ ძირი თანხის 2% ყოველთვიურად. 2014 წლის 22 ოქტომბერს, შპს „მ.ბ–ს“ და ჟ.მ–ს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის #290, #293, #292, #294 ხელშეკრულებები. #290 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ.მ–ის საკუთრებაში არსებული ოქროს სამაჯური. სესხის ოდენობა განისაზღვრა 768 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი _ ძირი თანხის 2%-ით ყოველთვიურად. #293 ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 650 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი _ ძირი თანხის 2%-ით ყოველთვიურად. #292 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა ჟ.მ–ის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 976 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი _ ძირი თანხის 2%-ით ყოველთვიურად. #291 ხელშეკრულების თანახმად, დაგირავებულ იქნა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 1 112 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი _ ძირი თანხის 2%-ით ყოველთვიურად. 2015 წლის 1 ოქტომბერს 100 აშშ დოლარით გაიზარდა სესხის თანხა, ხოლო, 2015 წლის 30 იანვარს _ 150 აშშ დოლარით, შესაბამისად, ძირი განისაზღვრა 1 212 აშშ დოლარით. #294 ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ოქროს ძეწკვი. სესხის ოდენობა განისაზღვრა 984 აშშ დოლარით, საპროცენტო სარგებელი _ ძირი თანხის 2%-ით ყოველთვიურად. კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებების 2.14 პუნქტის თანახმად, სესხის ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია სარჩელის აღძვრის დღიდან გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2%-ის ოდენობით, ხოლო, ხელშეკრულებათა 2.4 პუნქტების თანახმად, პროცენტის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან სესხის ძირი თანხის სრულად დაფარვამდე. #315 ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით, აგრეთვე თუ გირავნობის საგანი ვერ დაფარავდა გაცემულ სესხს, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა იძულებითი აღსრულება მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე დარჩენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მას გამსესხებლის მიმართ გააჩნია დავალიანება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინა, შესაგებლის თანახმად, გაურკვეველია მსესხებლის ვალდებულების ოდენობა, როგორც ძირი თანხის, ისე _ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. რა პერიოდიდან ერიცხება პროცენტი, ან პირგასამტეხლო, ან როდის გაერთიანდა ეს მოთხოვნები. გარდა ამისა, მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს განაკვეთის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის დავალიანების _ 8 574,62 აშშ დოლარის (საიდანაც დავალიანების ძირი თანხა 6 418 აშშ დოლარია, სარგებელი _ 2 156,62 აშშ დოლარი) გადახდა, ასევე, 2016 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 2%-ის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობის საგანი, ხოლო, დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 418 აშშ დოლარისა და ერთი თვის სარგებლის _ 128,36 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, 2014 წლის ნოემბრიდან 6 418 აშშ დოლარის წლიური 8%-ის გადახდა (საიდანაც გადახდილად ჩაეთვალა 425,22 აშშ დოლარი), ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექა გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ქონება.
6. კასატორის მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
6.2. მოგვიანებით სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმისწარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, ჟ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს სანოტარო ფორმით დადასტურებული მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება. მორიგების აქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ 2020 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 8 826,97 აშშ დოლარს;
1.2. ჟ.მ–ი (პ/#6.....) კისრულობს ვალდებულებას, რომ 24 თვის ვადაში შპს „მ.ბ–ს“ გადაუხადოს 8 826,97 აშშ დოლარი და სესხის თანხაზე ყოველთვიურად დარიცხული 2% (საპროცენტო სარგებელი), რაც წლიურად შეადგენს 24%-ს. თანხა გადახდილ უნდა იქნას მორიგების აქტით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 1.3. პუნქტში მოცემული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაშიც კი, გაგრძელდეს სესხზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და გადახდა ყოველწლიურად, სესხის ძირი თანხის 24%-ის ოდენობით მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულ, ნებაყოფლობით შესრულებამდე ან/და მორიგების აქტის იძულებით აღსრულებამდე
ბიჯი
თარიღი
დაფარვა
ძირი
დარიცხული პროცენტი
ნაშთი
1
30.03.2020
466,60
292,48
174,12
8534,49
2
29.04.2020
466,60
298,25
168,35
8236,24
3
29.05.2020
466,60
304,13
162,47
7932,11
4
29.06.2020
466,60
304,92
161,68
7627,19
5
29.07.2020
466,60
316,15
150,45
7311,04
6
29.08.2020
466,60
317,57
149,03
6993,47
7
29.09.2020
466,60
324,05
142,55
6669,42
8
29.10.2020
466,60
335,04
131,56
6334,38
9
30.11.2020
466,60
333,32
133,28
6001,06
10
29.12.2020
466,60
352,17
114,43
5648,89
11
29.01.2021
466,60
351,46
115,14
5297,43
12
01.03.2021
466,60
358,62
107,98
4938,81
13
29.03.2021
466,60
375,67
90,93
4563,14
14
29.04.2021
466,60
373,59
93,01
4189,55
15
29.05.2021
466,60
383,96
82,64
3805,59
16
29.06.2021
466,60
389,03
77,57
3416,56
17
29.07.2021
466,60
399,20
67,40
3017,36
18
30.08.2021
466,60
403,11
63,49
2614,25
19
29.09.2021
466,60
415,03
51,57
2199,22
20
29.10.2021
466,60
423,22
43,38
1776,00
21
29.11.2021
466,60
430,40
36,20
1345,60
22
29.12.2021
466,60
440,06
26,54
905,54
23
29.01.2022
466,60
448,14
18,46
457,40
24
28.02.2022
466,42
457,40
9,02
0,00
1.4. ჟ.მ–ი (პ/#......) კისრულობს ვალდებულებას, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 1.3. პუნქტში მითითებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის დღიდან მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულ, ნებაყოფლობით შესრულებამდე ან/და მორიგების აქტის იძულებით აღსრულებამდე შპს „მ.ბ–ს“ დამატებით გადაუხადოს პირგასამტეხლო სესხის ვადაგადაცილებული ვალდებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.5. წინსწრების საკომისიო გამოითვლება სესხის წინსწრებით/ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის (თუ წინსწრებით დასაფარი თანხა მეტია ან ტოლია 400 აშშ დოლარის) მომენტში, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხიდან და ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის შესაბამისად და შეადგენს 2%-ს თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი ვადა; 1%-ს, თუ დარჩენილია 12 დან 24 თვემდე ვადა; 0,5%-ს _ თუ დარჩენილია 6-დან 12 თვემდე ვადა; 0%-ს _ თუ დარჩენილია 6 თვემდე ვადა;
1.6. ჟ.მ–ის (პ/#6.....) მიერ ნაკისრი ვალდებულებების ნებაყოფლობით, შესაბამის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ნივთების რეალიზაცია:
· სამეული სინჯით 750, წონით 18,1 გრამი;
· ოქროს სამაჯური სინჯით 900, წონით 23,3 გრამი;
· ოქროს ძეწკვი სინჯით 585, წონით 30 გრამი;
· ოქროს ძეწკვი სინჯით 900, წონით 29,7 გრამი;
· ოქროს ძეწკვი სინჯით 900, წონით 33,9 გრამი;
· ოქროს ძეწკვი სინჯით 585, წონით 45,6 გრამი;
· ოქროს სამაჯური სინჯით 583, წონით 23 გრამი;
· ოქროს ბეჭედი სინჯით 958, წონით 7,2 გრამი;
· ბეჭედი სინჯით 583, წონით 12,8 გრამი;
1.7. გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიექცეს ჟ. მ–ის (პ/#......) საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;
1.8. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ჟ.მ–ის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე მისამართზე: ქ.ქუთაისი, ......, ს/კ#........ მას შემდეგ, რაც მოვალე ჟ.მ–ი სრულად დაფარავს შპს „მ.ბ–ის“ წინაშე არსებულ ფინანსურ ვალდებულებას, შპს „მ.ბ–ი“ კისრულობს ვალდებულებას, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ყადაღის მოხსნის შესახებ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტით შემოთავაზებული პირობის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულებამდე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობა.
3. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 1991, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება შპს „მ.ბ–სა“ და ჟ.მ–ს შორის შემდეგი პირობებით:
2.1. მხარეები თანხმდებიან, რომ 2020 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 8 826,97 აშშ დოლარს;
2.2. ჟ.მ–ი (პ/#.......) კისრულობს ვალდებულებას, რომ 24 თვის ვადაში შპს „მ.ბ–ს“ გადაუხადოს 8 826,97 აშშ დოლარი და სესხის თანხაზე ყოველთვიურად დარიცხული 2% (საპროცენტო სარგებელი), რაც წლიურად შეადგენს 24%-ს. თანხა გადახდილ უნდა იქნას მორიგების აქტით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
2.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 2.3. პუნქტში მოცემული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაშიც კი, გაგრძელდეს სესხზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და გადახდა ყოველწლიურად, სესხის ძირი თანხის 24%-ის ოდენობით მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულ, ნებაყოფლობით შესრულებამდე ან/და მორიგების აქტის იძულებით აღსრულებამდე
ბიჯი
თარიღი
დაფარვა
ძირი
დარიცხული პროცენტი
ნაშთი
1
30.03.2020
466,60
292,48
174,12
8534,49
2
29.04.2020
466,60
298,25
168,35
8236,24
3
29.05.2020
466,60
304,13
162,47
7932,11
4
29.06.2020
466,60
304,92
161,68
7627,19
5
29.07.2020
466,60
316,15
150,45
7311,04
6
29.08.2020
466,60
317,57
149,03
6993,47
7
29.09.2020
466,60
324,05
142,55
6669,42
8
29.10.2020
466,60
335,04
131,56
6334,38
9
30.11.2020
466,60
333,32
133,28
6001,06
10
29.12.2020
466,60
352,17
114,43
5648,89
11
29.01.2021
466,60
351,46
115,14
5297,43
12
01.03.2021
466,60
358,62
107,98
4938,81
13
29.03.2021
466,60
375,67
90,93
4563,14
14
29.04.2021
466,60
373,59
93,01
4189,55
15
29.05.2021
466,60
383,96
82,64
3805,59
16
29.06.2021
466,60
389,03
77,57
3416,56
17
29.07.2021
466,60
399,20
67,40
3017,36
18
30.08.2021
466,60
403,11
63,49
2614,25
19
29.09.2021
466,60
415,03
51,57
2199,22
20
29.10.2021
466,60
423,22
43,38
1776,00
21
29.11.2021
466,60
430,40
36,20
1345,60
22
29.12.2021
466,60
440,06
26,54
905,54
23
29.01.2022
466,60
448,14
18,46
457,40
24
28.02.2022
466,42
457,40
9,02
0,00
2.4. ჟ.მ–ი (პ/#......) კისრულობს ვალდებულებას, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 2.3. პუნქტში მითითებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის დღიდან მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულ, ნებაყოფლობით შესრულებამდე ან/და მორიგების აქტის იძულებით აღსრულებამდე შპს „მ.ბ–ს“ დამატებით გადაუხადოს პირგასამტეხლო სესხის ვადაგადაცილებული ვალდებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.5. წინსწრების საკომისიო გამოითვლება სესხის წინსწრებით/ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის (თუ წინსწრებით დასაფარი თანხა მეტია ან ტოლია 400 აშშ დოლარის) მომენტში, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხიდან და ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის შესაბამისად და შეადგენს 2%-ს თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი ვადა; 1%-ს, თუ დარჩენილია 12 დან 24 თვემდე ვადა; 0,5%-ს _ თუ დარჩენილია 6-დან 12 თვემდე ვადა; 0%-ს _ თუ დარჩენილია 6 თვემდე ვადა;
2.6. ჟ.მ–ის (პ/#......) მიერ ნაკისრი ვალდებულებების ნებაყოფლობით, შესაბამის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ნივთების რეალიზაცია:
· სამეული სინჯით 750, წონით 18,1 გრამი;
· ოქროს სამაჯური სინჯით 900, წონით 23,3 გრამი;
· ოქროს ძეწკვი სინჯით 585, წონით 30 გრამი;
· ოქროს ძეწკვი სინჯით 900, წონით 29,7 გრამი;
· ოქროს ძეწკვი სინჯით 900, წონით 33,9 გრამი;
· ოქროს ძეწკვი სინჯით 585, წონით 45,6 გრამი;
· ოქროს სამაჯური სინჯით 583, წონით 23 გრამი;
· ოქროს ბეჭედი სინჯით 958, წონით 7,2 გრამი;
· ბეჭედი სინჯით 583, წონით 12,8 გრამი;
2.7. გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიექცეს ჟ.მ–ის (პ/#.......) საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;
2.8. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ჟ.მ–ის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე მისამართზე: ქ.ქუთაისი, ......, ს/კ#....... მას შემდეგ, რაც მოვალე ჟ.მ–ი სრულად დაფარავს შპს „მ.ბ–ის“ წინაშე არსებულ ფინანსურ ვალდებულებას, შპს „მ.ბ–ი“ კისრულობს ვალდებულებას, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ყადაღის მოხსნის შესახებ.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „მ.ბ–ის“ სარჩელის გამო, ჟ.მ–ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. ჟ.მ–ს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ჩ–ის მიერ 14.01.2019წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი