Facebook Twitter

საქმე №ას-206-2020 31 აგვისტო, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - პ.თ–ა, კ.ჟ–ი, ნ.ბ–ძე, გ.ჯ–ი, კ.კ–ძე, ვ.ო–ი, ი.ა–ი, ლ.ხ–ი, ს.წ–ი, ზ.გ–ძე, რ.კ–ძე, ე.ი–ე, რ.პ–ი, რ.ი–ძე, გ.გ–ძე, ა.ა–ა, ნ.მ–ძე, ზ.ს–ა, თ.კ–ძე და გ.ქ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, წილის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, აქციების გასხვისების შესახებ განკარგულებების ბათილად ცნობა, საკუთრების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, პ.თ–ას, კ.ჟ–ის, ნ.ბ–ძის, გ.ჯ–ის, კ.კ–ძის, ვ.ო–ის, ი.ა–ის, ლ.ხ–ის, ს.წ–ის, ზ.გ–ძის, რ.კ–ძის, ე.ი–ეს, რ.პ–ის, რ.ი–ძის, გ.გ–ძის, ა.ა–ას, ნ.მ–ძის, ზ.ს–ას, თ.კ–ძისა და გ.ქ–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, აქციების გასხვისების შესახებ განკარგულებების ბათილად ცნობისა და საკუთრების დაბრუნების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, პ.თ–ას, კ.ჟ–ის, ნ.ბ–ძის, გ.ჯ–ის, კ.კ–ძის, ვ.ო–ის, ი.ა–ის, ლ.ხ–ის, ს.წ–ის, ზ.გ–ძის, რ.კ–ძის, ე.ი–ეს, რ.პ–ის, რ.ი–ძის, გ.გ–ძის, ა.ა–ას, ნ.მ–ძის, ზ.ს–ას, თ.კ–ძისა და გ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევლათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ:

ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი;

ბ) კ.ჟ–ისა და ნ.ბ–ძის მიერ მ.ჯ–ას ან ა.ხ–ას სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობების დედნები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები ან კასატორების მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი;

გ) თითოეული კასატორის მიერ ცალ-ცალკე სახელმწიფო ბაჟის – 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორებმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს 2020 წლის 23 მარტს, წარმოადგინეს:

ა)სსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი;

ბ)ლ.ხ–ის, გ.ქ–ის, პ.თ–ას, კ.ჟ–ის, ნ.ს–სა და ა.ა–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნები;

ამავე განცხადებით, კასატორებმა:

ა)ე.ი–ემ და ს.წ–მა იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება;

ბ)რ.კ–ძემ, გ.გ–ძემ, თ.კ–ძემ, კ.კ–ძემ, ვ.ო–მა, ზ.გ–ძემ, ი.ა–მა, რ.ი–ძემ იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადავადება;

გ)ნ.მ–ძემ, რ.პ–მა და გ.ჯ–მა მიუთითეს, რომ კანონით გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორებს რ.კ–ძეს, გ.გ–ძეს, თ.კ–ძეს, კ.კ–ძეს, ვ.ო–ს, ზ.გ–ძეს, ი.ა–ს, რ.ი–ძეს, ე.ი–ესა და ს.წ–ს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, თითოეულს ცალ-ცალკე, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორების წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა რ.კ–ძის, კ.კ–ძის, ვ.ო–ის, ზ.გ–ძის, რ.ი–ძისა და ს.წ–ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ხოლო ე.ი–ეს სახელით კი წარმოადგინა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით რ.კ–ძის, კ.კ–ძის, ვ.ო–ის, რ.ი–ძისა და ს.წ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად; ე.ი–ეს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ხოლო ზ.გ–ძეს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.ი–ეს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით რ.კ–ძის, კ.კ–ძის, ვ.ო–ის, რ.ი–ძისა და ს.წ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად; ე.ი–ეს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ხოლო ზ.გ–ძეს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2020 წლის 4 აგვისტოს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ე.ი–ეს წარმომადგენელს მ.ჯ–ას (იხ. შეტყობინების აქტი ტ. 11, ს.ფ. 498).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის - ე.ი–ესათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 5 აგვისტოს და ამოიწურა 2020 წლის 11 აგვისტოს.

ამ დროის განმავლობაში კასატორ ე.ი–ეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ი–ეს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მირანდა ერემაძე