12 ოქტომბერი, 2020 წელი
საქმე №ა-2853-შ-62-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ღ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ღ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის მულენის სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #05/00239)
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საფრანგეთის მულენის სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ი.ბ. ასული კ–სა, მეუღლის გვარი ღ–ძე (დაბადებული 1973 წლის 11 მაისს ინტაში (კომის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა), მოქალაქეობა - საქართველო, მცხოვრები: მულენი, ..... ქუჩა #4, 03000) და გ.გ. ძე ღ–ძეს (დაბადებული 1970 წლის 1 თებერვალს, თბილისში (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა), მოქალაქობა - საქართველო, მცხოვრები: მულენი, .... ქუჩა #4, 03000) ) შორის 1992 წლის 30 მაისს თბილისის სამოქალაქო რეგისტრაციის ბიუროს უფროსის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.
2. 2020 წლის 7 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ი.ღ–ძის შუამდგომლობა, რომლითაც მან საფრანგეთის მულენის სასამართლოს მეუღლეთა განქოწინების თაობაზე 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და რიომის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული აპელაციის არარსებობის დამადასტურებელი სერთიფიკატის შესწავლით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 19 დეკემბერს. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საფრანგეთის მულენის სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობის ავტორის სარჩელი, მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, რომელსაც ორივე მეუღლე ეთანხმებოდა. შეთანხმებული გადაწყვეტილებით, მეუღლეთა - ი.ბ. ასული კ–სა, მეუღლის გვარი ღ–ძე (დაბადებული 1973 წლის 11 მაისს ინტაში (კომის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა), მოქალაქეობა - საქართველო, მცხოვრები: მულენი, ... ქუჩა #4, 03000) და გ. გ. ძე ღ–ძეს (დაბადებული 1970 წლის 1 თებერვალს, თბილისში (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა), მოქალაქობა - საქართველო, მცხოვრები: მულენი, ..... ქუჩა #4, 03000) ) შორის 1992 წლის 30 მაისს თბილისის სამოქალაქო რეგისტრაციის ბიუროს უფროსის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით მოხდა ბავშვებთან დაკავშირებული დროებითი ზომების დამტკიცება.
6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და რიომის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული აპელაციის არარსებობის დამადასტურებელი სერთიფიკატის შესწავლით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 19 დეკემბერს. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საფრანგეთის მულენის სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება მეუღლეთა განქორწინების თაობაზე ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ღ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის მულენის სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #05/00239), რომლითაც მეუღლეთა - ი. ბ. ასული კ–სა, მეუღლის გვარი ღ–ძე (დაბადებული 1973 წლის 11 მაისს ინტაში (კომის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა), მოქალაქეობა - საქართველო, მცხოვრები: მულენი, .... ქუჩა #4, 03000) და გ.გ.ძე ღ–ძეს (დაბადებული 1970 წლის 1 თებერვალს, თბილისში (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა), მოქალაქობა - საქართველო, მცხოვრები : მულენი, ..... ქუჩა #4, 03000) ) შორის 1992 წლის 30 მაისს თბილისის სამოქალაქო რეგისტრაციის ბიუროს უფროსის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე