12 ოქტომბერი, 2020 წელი
საქმე №ა-2822-შ-61-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.პ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე #269/03)
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ვ.მ. (მამის სახელი ა., საქართველოდან, მცხოვრები, ..... ქ. 10, ბინა #102, პ., ს.ი. 5310, პასპორტის ნომერი ......) და დ.პ–ძეს (მამის სახელი ო., საქართველოდან, მცხოვრები ლარნაკაში, ..... ქ. 25, ბინა 20, ს.ი. 6301) შორის არსებულ ქორწინებაზე გაიცა განქორწინების ბრძანება.
2. 2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა დ.პ–ძის შუამდგომლობა, რომლითაც მან ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეებს არ მიუმართავთ სასამართლოსათვის აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე და აქედან გამომდინარე, ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 29 ივნისს. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ.მ–ის სარჩელი, მეუღლეთა განქორწინების თაობაზე. გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ ორივე მხარის ადვოკატმა განცხადება განქორწინების თაობაზე ერთობლივად შეიტანა სასამართლოში განსახილველად. გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ვ.მ. (მამის სახელი ა., საქართველოდან, მცხოვრები, ..... ქ. 10, ბინა #102, პ., ს.ი. 5310, პასპორტის ნომერი ....721) და დ.პ–ძეს (მამის სახელი ო., საქართველოდან, მცხოვრები ლარნაკაში, .... ქ. 25, ბინა 20, ს.ი. 6301) შორის არსებულ ქორწინებაზე გაიცა განქორწინების ბრძანება.
6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და მასზე დასმული ბეჭდით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არის საბოლოო. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საფრანგეთის მულენის სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება მეუღლეთა განქორწინების თაობაზე ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.პ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნასლარნაკას საოჯახო სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე #269/03) , რომლითაც მეუღლეთა - ვ.მ. (მამის სახელი ა., საქართველოდან, მცხოვრები, .... ქ. 10, ბინა #102, პ., ს.ი. 5310, პასპორტის ნომერი ....) და დ.პ–ძეს (მამის სახელი ო., საქართველოდან, მცხოვრები ლარნაკაში, .....ქ. 25, ბინა 20, ს.ი. 6301) შორის არსებულ ქორწინებაზე გაიცა განქორწინების ბრძანება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე