Facebook Twitter

12 ოქტომბერი, 2020 წელი

საქმე №ა-2799-შ-59-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ა–ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის მონტობანის სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენი (საქმე #RG 19/00151)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საფრანგეთის რესპუბლიკის მონტობანის სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით მეუღლეთა - ა.ა–ს მეუღლის გვარი ა. (დაბადებული 1991 წლის 14 სექტემბერს საქართველოში, თბილისში, მცხოვრები 82000 მონტობანში, .... ქუჩა #3-ში, კორპუსი "ა", ბინა 14) და გ.ა–ს (დაბადებული 1990 წლის 8 აგვისტოს საქართველოში, თბილისში, მცხოვრები ქალბატონ მ. ა.ასთან, 12000 როდეზიში, .... ბულვარი ..-ში) შორის 2009 წლის 19 სექტემბერს თბილისის მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერი განყოფილების უფროსის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2. 2020 წლის 5 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ა.ა–ას შუამდგომლობა, რომლითაც მან საფრანგეთის რესპუბლიკის მონტობანის სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ტულუზის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის სამსახურების დირექტორის მიერ 2020 წლის 19 ივნისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საფრანგეთის რესპუბლიკის მონტობანის სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით დაკმაყოფილდა შუამდგომლობის ავტორის სარჩელი, მეუღლეთა განქორწინების თაობაზე. გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ მოპახუხე მხარე ინფორმირებულ იქნა საქმის განხილვის თაობაზე. განაჩენით მეუღლეთა - ა.ა–ს მეუღლის გვარი ა. ( დაბადებული 1991 წლის 14 სექტემბერს საქართველოში, თბილისში, მცხოვრები 82000 მონტობანში, ...... #3-ში, კორპუსი "ა", ბინა 14) და გ.ა–ს (დაბადებული 1990 წლის 8 აგვისტოს საქართველოში, თბილისში, მცხოვრები ქალბატონ მ. ა–ასთან, 12000 როდეზიში, ..... 58-ში) შორის 2009 წლის 19 სექტემბერს თბილისის მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერი განყოფილების უფროსის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ამავე განაჩენით მოხდა ბავშვთან დაკავშირებული ზომების დამტკიცება.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო განაჩენისა და ტულუზის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის სამსახურების დირექტორის მიერ 2020 წლის 19 ივნისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკის მონტობანის სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენი მეუღლეთა განქორწინების თაობაზე ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის რესპუბლიკის მონტობანის სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენი (საქმე #RG 19/00151) რომლითაც მეუღლეთა - ა.ა–ს მეუღლის გვარი ა. (დაბადებული 1991 წლის 14 სექტემბერს საქართველოში, თბილისში, მცხოვრები 82000 მონტობანში, ...... #3-ში, კორპუსი "ა", ბინა 14) და გ.ა–ს (დაბადებული 1990 წლის 8 აგვისტოს საქართველოში, თბილისში, მცხოვრები ქალბატონ მ. ა–ასთან, 12000 როდეზიში, ...... 58-ში) შორის 2009 წლის 19 სექტემბერს თბილისის მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერი განყოფილების უფროსის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე