Facebook Twitter

საქმე №ას-989-2020 19 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – პ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ი.რ–ძე, თ.ჭ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს და 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, ი.რ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა და ი.რ–ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველეყო 66675 ლარის განთავსება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამასთან დადგინდა, რომ მითითებული დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ი.რ–ძეს პ/ნ ..... აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებების მდებარე: 1) რაიონი თერჯოლა, სოფელი ......, საკადასტრო კოდი №....., დაზუსტებული ფართობი: 4122.00 კვ/მ. შენობა ნაგებობის ჩამონათვალი №01/1. №02/1; 2) რაიონი თერჯოლა, სოფელი ა....., საკადასტრო კოდი №......, დაზუსტებული ფართობი: 5187.00 კვ.მ გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ი.რ–ძეს (პ/ნ .......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ......., დაზუსტებული ფართობი: 800.00 კვ.მ; საკადასტრო კოდი ......-ის, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა

2. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა პ.ნ–ძის წარმომადგენელმა დ.ღ–ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით პ.ნ–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 აგვისტოს განჩინებაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან. იმავე კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 05 დღის ვადაში. საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ხდება ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

5. მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 05 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე პ.ნ–ძის წარმომადგენელს დ.ღ–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 10 აგვისტოს, შესაბამისად განჩინების გასაჩივრების 05 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა მოწინააღმდეგე მხარისათვის დაიწყო 2020 წლის 11 აგვისტოს და ამოიწურა 2020 წლის 15 აგვისტოს, ვინაიდან 15-16 აგვისტო წარმოადგენდა არასამუშაო დღეებს (შაბათი-კვირა), მოწინააღმდეგე მხარისათვის საჩივრის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2020 წლის 17 აგვისტოს. საჩივარი კი სასამართლო სისტემის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა 2020 წლის 18 აგვისტოს, რაც დასტურდება განცხადების ელექტრონულად წარმოდგენისა და მისი რეგისტრაციაში გატარების თარიღით (ტ.4, ს.ფ. 123-124). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ პ.ნ–ძის საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი 05 დღიანი ვადის დარღვევით.

6. სსსკ მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ საჩივარი არ იქნა წარმოდგენილი კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობები.

8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საჩივარი განუხილველად დატოვა და გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 399-ე და 372-ე მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

11. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, საკასაციო პალატის განხილვის საგანია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 აგვისტოს განჩინების კანონიერება.

12. აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით კი, საკასაციო პალატამ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები, კერძოდ, ნორმის დანაწესით სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.

13. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ ამ განჩინების პ.1-ში მითითებული განჩინების ასლი, რომლითაც, ი.რ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა და ი.რ–ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველეყო 66675 ლარის განთავსება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამასთან დადგინდა, რომ მითითებული დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ი.რ–ძეს პ/ნ ..... აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებების მდებარე: 1) რაიონი თერჯოლა, სოფელი ......, საკადასტრო კოდი №....., დაზუსტებული ფართობი: 4122.00 კვ/მ. შენობა ნაგებობის ჩამონათვალი №01/1. №02/1; 2) რაიონი თერჯოლა, სოფელი ......, საკადასტრო კოდი №....., დაზუსტებული ფართობი: 5187.00 კვ.მ გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ი.რ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ...... გამზირი N39, დაზუსტებული ფართობი: 800.00 კვ.მ; საკადასტრო კოდი .....-ის, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა პ.ნ–ძის წარმომადგენელს დ.ღ–ძეს 2020 წლის 10 აგვისტოს.

14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

15. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 აგვისტოს განჩინების გასაჩივრების 05 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა მოწინააღმდეგე მხარისათვის დაიწყო 2020 წლის 11 აგვისტოს და ამოიწურა 2020 წლის 15 აგვისტოს, ვინაიდან 15-16 აგვისტო წარმოადგენდა არასამუშაო დღეებს (შაბათი-კვირა), მოწინააღმდეგე მხარისათვის საჩივრის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2020 წლის 17 აგვისტოს. საჩივარი კი, სასამართლო სისტემის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარდგენილი იქნა 2020 წლის 18 აგვისტოს, რაც დასტურდება განცხადების ელექტრონულად წარდგენისა და მისი რეგისტრაციაში გატარების თარიღით.

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი საჩივარი შეტანილ იქნა კანონის მოთხოვნის დარღვევით, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ.ნ–ძის საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოსა და 16 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური