საქმე №ას-562-2020 23 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ ს.ქ.ე.ს–ო, შპს „ა.მ. და გ.კ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ი, ნ.გ–ძე, ი.ბ–ძე, მ.ქ–ი, ნ.ლ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს „ვ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პარტნიორულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ბრძანებების გაუქმება, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
2. ნ.ა–მა, ნ.გ–ძემ, ი.ბ–ძემ, მ.ქ–მა და ნ.ლ–მა (შემდგომში _ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსარჩელე, ერთობლივად წოდებული ასევე, როგორც მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ „ს.ქ.ე.ს–ოს“, შპს „ა.მ. და გ.კ–ის“, შპს „ს.მ.ბ–ოს“ (შემდგომში _ პირველი, მეორე ან მესამე მოპასუხე, ერთად ასევე წოდებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვეს:
3. ბათილად იქნას ცნობილი: სსიპ „ს.მ.ს–ოს“ როგორც კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პარტნიორის 2012 წლის 16 მაისის #1-3/347 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები (რომელთა საფუძველზე შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გორის რაიონის სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ..... და თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .....); 2012 წლის 18 მაისის #1-3/357 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (რომელთა საფუძველზე შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გარდაბნის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ...... და ტყიბულის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ....); 2012 წლის 22 მაისის #1-3/363 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (რომლის საფუძველზეც შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა სამტრედიის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ....);
4. ბათილად იქნას ცნობილი: შპს „ს.მ.ბ–ოს“ 2013 წლის 23 აგვისტოს #1-1/53 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც გარდაბნის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .......), ტყიბულის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ......), თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ....), გორის რაიონის სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N ......) და სამტრედიის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .......) შეტანილ იქნა შპს „ს.მ.ბ–ოს“ შვილობილი კომპანიის - შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ კაპიტალში;
5. დაევალოს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, შპს „ს.მ.ბ–ოსა“ და შპს „ა.მ. და გ.კ–ას“ მათ უკანონო მფლობელობაში არსებული, სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთები ამორიცხონ შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ საწესდებო კაპიტალიდან და დაუბრუნონ მოსარჩელეებს (ნ.ა–ს - გარდაბნის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ .......; ნ.გ–ძეს - ტყიბულის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ......; ი.ბ–ძეს - თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .....; მ.ქ–ს - გორის რაიონის სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ......; ნ.ლ–ს - სამტრედიის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ......).
6. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები გამარჯვებულად გამოცხადდნენ 2011 წლის აპრილსა და ივნისში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონებში, სადაც გასაყიდად გატანილ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 და 150 კვ.მ მიწის ნაკვეთები. მოსარჩელეებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელეთა საკუთრებად. შემდგომში, შეძენილი ქონება მოსარჩელეებმა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს შპს „მ–ს“. ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანებით, გაუქმდა ბრძანებები აუქციონის გამოცხადების შესახებ. ამ ბრძანებისა და საჯარო რეესტრში გაგზავნილი მიმართვების საფუძველზე, სამინისტრომ მოითხოვა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება სახელმწიფოს საკუთრებად. მოთხოვნა დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის მიერ. აღნიშნული ქმედება მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრდა ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდეგ _ სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა. მიუხედავად სასამართლოს მითითებისა და ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა დაწყებისა, ეკონომიკის სამინისტრომ არ გამოსცა ახალი ადმინისტრაციული აქტი, რადგან ძალაში იყო სსიპ „ს.მ.ს–ოს“ 2012 წლის 16, 18 და 22 მაისის #1-3/347, #1-3/357 და #1-3/363 ბრძანებები, როგორც უფლებადამდგენი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც სადავო მიწის ნაკვეთები შეტანილი იყო შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში.
7. პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა სარჩელის წინააღმდეგ და უარყო მასში გადმოცემული ფაქტები. შესაგებლის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამინისტროს 2011 წლის 1აპრილის #1-1/481, #1-1/488, #1-1484, #1-1/472 და 2011 წლის 27 ივნისის #1-1/1121, #1-1/1115 ბრძანებები და ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების მიზნით. აღნიშნული ბრძანება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც განახორციელა სადავო მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვა. ხსენებული მიწის ნაკვეთები, სსიპ „ს.მ.ს–ომ“ 2012 წლის 16 მაისის, 18 მაისისა და 22 მაისის ბრძანებებით შეიტანა მესამე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში და აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად, ხოლო, მესამე მოპასუხის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ქონება გადაეცა მეორე მოპასუხეს და დღესაც მის საკუთრებადაა რეგისტრირებული. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2014 წლის 29 მაისს სააპელაციო პალატამ საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად ცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება და სამინისტროს დაავალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის შესაბამისადაც, 2015 წლის 27 თებერვალს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან ის წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, სრული უფლება გააჩნდა, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილოებით დაარსებული საწარმოსათვის გადაეცა კუთვნილი ქონება, ამ მხრივ კანონიერია ასევე ქონების მიმღები საწარმოს ქმედება, რადგანაც ქონების დღევანდელი მესაკუთრისათვის გადაცემა განხორციელდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სწორედ სახელმწიფოს საკუთრების უფლება დავის საგანზე გამორიცხავს მეორე სასარჩელო მოთხოვნას ქონების მოსარჩელეების სასარგებლოდ გამოთხოვის თაობაზე.
8. მეორე მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ ასევე წარადგინა შესაგებელი, რომელიც ძირითადად მოტივირებულია იმით, რომ მან ქონება საკუთრებაში კანონიერად მიიღო. მეორე მოპასუხე დაფუძნებულია მესამე მოპასუხის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, რომელმაც სადავო მიწის ნაკვეთები დაფუძნებულ კომპანიას კანონიერად გადასცა საკუთრებაში, ქონებაზე კერძო სამართლის სუბიექტის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და იგი აღარ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
9. ანალოგიური შედავება იქნა წარმოდგენილი მესამე მოპასუხის მიერაც, სადაც ქონების მიმოქცევის კანონიერებასა და ამ ქონებაზე კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებაზეა მითითებული.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის, როგორც კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პარტნიორის 2012 წლის 16 მაისის N1-3/347 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები (რომელთა საფუძველზე შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გორის რაიონის სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .....) და თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ (......)); 2012 წლის 18 მაისის #1-3/357 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (რომელთა საფუძველზე შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გარდაბნის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ......) და ტყიბულის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .......)); 2012 წლის 22 მაისის N1-3/363 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (რომლის საფუძველზეც შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილი იქნა სამტრედიის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .....)), ასევე, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.მ.ბ–ოს“ 2013 წლის 23 აგვისტოს #1-1/53 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც გარდაბნის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ......), ტყიბულის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ......), თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ......), გორის რაიონის სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .......) და სამტრედიის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ......) შეტანილ იქნა შპს „ს.მ.ბ–ოს“ შვილობილი კომპანიის შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ კაპიტალში. მოპასუხეებს დაევალათ მათ უკანონო მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები ამორიცხონ მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალიდან და დაუბრუნონ მოსარჩელეებს (ნ.ა–ს - გარდაბნის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ .......; ნ.გ–ძეს - ტყიბულის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ .......; ი.ბ–ძეს - თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ......; მ.ქ–ს - გორის რაიონის სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ......; ნ.ლ–ს - სამტრედიის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ........).
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა აპელანტების მიერ, რომლემბაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება და საქმე დაბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იმ გარემოებათა გამოსარკვევად, კვლავ წარმოადგენენ თუ არა მოსარჩელეები, უძრავი ქონების მესაკუთრეებს და რა სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა შეიძლება გააჩნდეთ მათ სარჩელით მოთხოვნილი აქტების ბათილად გამოცხადების მიმართ.
14. საკასაციო პალატის განმარტებით ადმინისტრაციული ორგანოს (მაგ: მარეგისტრირებელი ორგანო) მხრიდან გარკვეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, არ შეიძლება ნამდვილი მესაკუთრისათვის უფლების ჩამორთმევის საფუძველი გახდეს, რადგანაც რეგისტრაციის ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ ტიტულის დაკარგვა უფლების გაქარწყლებას არ იწვევს, თუმცა, უფლების განხორციელება პირის მიერ, რომლის საკუთრებაც შედავებულია, სწორ იურიდიულ დაცვაზეა დამოკიდებული.
15. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანება ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წინამდებარე საქმეზე სავალდებულო ძალა გააჩნია, თუმცა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, არ დადგენილა უფლების საკითხი, არამედ, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. არც სასამართლოს დაუდგენია და არც მხარეები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი აქტის გამოცემით განსაზღვრა მოსარჩელეთა უფლების საკითხი, უფრო მეტიც, მან ქონება მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კერძო სამართლის სუბიექტს გადასცა საკუთრებაში, ხოლო ამ უკანასკნელმა _ საკუთარ შვილობილ კომპანიას.
16. დავის საგანზე მოსარჩელეთა თავდაპირველი საკუთრება საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე წარმოიშვა. სახელმწიფომ (სამინისტრო) 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანებით, ბათილად ცნო საკუთარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა.
17. მიუხედავად სასამართლოს მიერ #1-1/2776 ბრძანების ბათილად ცნობისა, მოსარჩელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსასაზღვრად, უნდა შემოწმდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
18. მოპასუხეები, მით უფრო, არსებული მდგომარეობით რეგისტრირებული მესაკუთრე ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება, რადგანაც, მესამე მოპასუხე წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, ხოლო მეორე - ამ საწარმოს შვილობილ კომპანიას და ისინი ერთ მხარედ შეიძლება განვიხილოთ სუბიექტურ ჭრილში, რაც არღვევს სსკ-ის 312-ე მუხლით გარანტირებულ შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფციას. თუმცა, მოპასუხის კეთილსინდისიერებაზე მსჯელობა გამართლებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, თუ სასამართლო დადებითად გადაწყვეტს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების საკითხს.
19. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა განიხილა წინამდებარე საქმე მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
20. სსიპ ს.ქ.ე.ს–ოს და შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა: მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.ა–ი ცნობილი იქნა უძრავი ნივთის, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..... მესაკუთრედ; ნ.გ–ძე ცნობილი იქნა უძრავი ნივთის მდებარე: ტყიბული, სოფელი ........, საკადასტრო კოდი #...... მესაკუთრედ; ი.ბ–ძე ცნობილი იქნა უძრავი ნივთის მდებარე: რაიონი, თეთრიწყარო სოფელი ........ საკადასტრო კოდი # ...... მესაკუთრედ; მ.ქ–ი ცნობილი იქნა უძრავი ნივთის მდებარე: რაიონი გორი, სოფელი ........ საკადასტრო კოდი N....... მესაკუთრედ; ნ.ლ–ი ცნობილი იქნა უძრავი ნივთის მდებარე: რაიონი სამტრედია, სოფელი ........ საკადასტრო კოდი N..... მესაკუთრედ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „ს.მ.ს–ოს“ შემდეგი ბრძანებები: ა) 2012 წლის 16 მაისის N1-3/347 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, რომელთა საფუძველზე შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გორის რაიონის სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ ....... და თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ........ში მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ .......; ბ) 2012 წლის 18 მაისის N1-3/357 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომელთა საფუძველზე შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილი იქნა გარდაბნის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ ...... და ტყიბულის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ ......; გ) 2012 წლის 22 მაისის N1-3/363 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში შეტანილი იქნა სამტრედიის რაიონის სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ ....... ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.მ.ბ–ოს“ 2013 წლის 23 აგვისტოს N1-1/53 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც გარდაბნის რაიონი სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ს/კ ....., ტყიბულის რაიონი სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ ....., თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ........ში მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ ......, გორის რაიონი სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ N6......და სამტრედიის რაიონი სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ ..... შეტანილ იქნა შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ კაპიტალში. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ და შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ არამართლზომიერი მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი უძრავი ნივთები: 1. გარდაბნის რაიონი, სოფელი ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N .....; 2. ტყიბული, სოფელი ........, საკადასტრო კოდი N .....; 3. რაიონი, თეთრიწყარო სოფელი ........, საკადასტრო კოდი N....... 4. რაიონი გორი, სოფელი ........ საკადასტრო კოდი N ......; 5. სოფელი ........ საკადასტრო კოდი N ....... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ მოსარჩელეებს შემდეგი სახით: ა) ნ.ა–ს უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N .....; ბ) ნ.გ–ძეს უძრავი ნივთი მდებარე: ტყიბული, სოფელი ........, საკადასტრო კოდი N ......; გ) ი.ბ–ძეს უძრავი ნივთი მდებარე: რაიონი, თეთრიწყარო სოფელი ........ საკადასტრო კოდი N ...... დ) მ.ქ–ს უძრავი ნივთი მდებარე: რაიონი გორი, სოფელი ...... საკადასტრო კოდი N ......; ე) ნ.ლ–ს უძრავი ნივთი მდებარე: რაიონი სამტრედია, სოფელი ........ საკადასტრო კოდი N ........
21. წინამდებარე საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (სუსგ 2019 წლის 8 თებერვლის განჩინება Nას-427-427-2018) მითითებების შესაბამისად, იმსჯელა იმ გარემოებებზე კვლავ წარმოადგენენ თუ არა მოსარჩელეები უძრავი ქონების მესაკუთრეებს და რა სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა შეიძლება გააჩნდეთ მათ სარჩელით მოთხოვნილი აქტების ბათილად გამოცხადების მიმართ.
22. ამ მხრივ, მხედველობაში იქნა მიღებული სსკ-ის 183-ე მუხლი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისთვის ნამდვილ ნებასთან ერთად, სავალდებულოდ აწესებს, წერილობითი გარიგების არსებობას და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
23. საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ, შეაფასა ის ფაქტი, რომ დავის საგნაზე მოსარჩელეთა თავდაპირველი საკუთრება საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე წარმოიშვა. სახელმწიფომ (სამინისტრო), 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძნებით ბათილად ცნო საკუთარი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველი გახდა. მიუხედავად სასამართლოს მიერ #1-1/2776 ბრძანების ბათილად ცნობისა, მოსარჩელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსასაზღვრად, სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება).
24. აქვე, გამოიკვეთა სარჩელით მოთხოვნილი აქტების ბათილად გამოცხადების მიმართ მოსარჩელეთა ნამდვილი იურიდიული ინტერესი - სადავო აქტებით განკარგული უძრავი ნივთების საკუთრებაში დაბრუნება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში, საქმის ხელახლა განხილვის დროს, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ, რომლებიც თავდაპირველ მოსარჩელეებს წარმოადგენენ, დააზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და სადავო აქტების ბათილად ცნობასთან და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვასთან ერთად, სადავო აქტებით განკარგული უძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობა იქნა მოთხოვნილი (ნ.ა–ი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: .......; ნ.გ–ძე უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით; .....; ი.ბ–ძე უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ......; მ.ქ–ი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: ......; ნ.ლ–ი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ....... იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.10.2019წ. სხდომის ოქმი 15:33:15-15:34:06).
25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს საქართველოს ეკონოკიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2011 წლის 10 ივნისს, 2011 წლის 04 აგვისტოს და 2011 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული გარიგებების საფუძველზე უძრავ ნივთებზე მოპოვებული საკუთრების უფლება არ დაუკარგავთ და ამ გარიგებების საფუძველზე მოსარჩელეები კვლავ წარმოადგენენ უძრავი ნივთების მესაკუთრეებს.
26. დადგენილია, რომ 2011 წლის 10 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ.ა–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ.ა–მა იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გარდაბნის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 150.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ......). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ.ა–ის საკუთრებად. (ტ.1, ს.ფ. 34-38, 98).
27. 2011 წლის 05 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ.გ–ძეს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ.გ–ძემ იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ტყიბულის რაიონი, სოფელი ........ მდებარე, არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების 150.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ......). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ.გ–ძის საკუთრებად. (ტ.1, ს.ფ. 39-43, 102).
28. 2011 წლის 10 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ი.ბ–ძეს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი.ბ–ძემ იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ....... მდებარე 150.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N84.14.33.038). ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი.ბ–ძის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ. 44-48, 106).
29. 2011 წლის 10 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მ.ქ–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ.ქ–მა იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გორის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 100.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N......). ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ.ქ–ის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ. 49-53, 110).
30. 2011 წლის 04 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ.ლ–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ.ლ–მა იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი სამტრედიის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 150.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ......). ხელშეკრულების საფუძველზე ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ.ლ–ის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ. 54-58, 114).
31. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N1-1/2776 ბრძანებით ძალაში შესვლიდან ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის და 2011 წლის 27 ივნისის ბრძანებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მათ შორის ბრძანებები იმ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით (ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“, „ე“, „თ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტები), რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელეთა საკუთრებად აღირიცხა (ტ. 1, ს.ფ. 59-60).
32. 30.12.2011 წელს სადავო უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდებით: N ....., N......., N......, N.......და N...... სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვა #05/30956 და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N1-1/2776 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 59-60, 99, 103, 107, 111, 115).
33. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 16 მაისის N1-3/347, 2012 წლის 18 მაისის #1-3/357 და 2012 წლის 22 მაისის N1-3/363 ბრძანებებით შპს ,,ს.მ.ბ–ოს’’ კაპიტალში შეტანილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ზოგიერთი უძრავი ქონება, მათ შორის 1. გორის რაიონი, სოფ. ....... მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: N ....., 2. თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ ........ში მდებარე 150 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: N ...... 3. გარდაბნის რაიონი, სოფ. ....... მდებარე 150 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: N ......; 4. ტყიბულის რაიონი, სოფელ ....... მდებარე 150 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: N3 ...... და 5. სამტრედიის რაიონი, სოფელ ....... მდებარე 150 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: N.......... აღნიშნული უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „ს.მ.ბ–ოს“ საკუთრებად ) ტ.1, ს.ფ. 148-153,100,104, 108, 112,116).
34. სადავო უძრავი ნივთები (საკადასტრო კოდები: N ....., N ......, N ....., N ...... და N .....) შპს „ს.მ.ბ–ოს“ 2013 წლის 30 აგვისტოს N1-1/53 ბრძანების საფუძველზე შპს „ა.მ. და გ.კ–ის’’ საკუთრებად დარეგისტრირდა. (ტ.1, ს.ფ. 147, 101, 105, 109, 113, 117).
35. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის NN1-1/2776 ბრძანების პირველი პუნქტის „თ“, „ნ“, „ბ“, ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 30 დეკემბრის N05/30951, N05/30952, N05/30953, N05/30954, N05/30955, N05/30956 და 2012 წლის 26 მარტის N05/6798 მიმართვები. (ტ.1.ს.ფ. 61-79).
36. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
37. საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულებას, დამატებით ქმნის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) სზაკ-ის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლებს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ან მის გარეშე. პირველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ორი სტადიისაგან შედგება: ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და თვით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილობის გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი (იხ., სუსგ საქმეზე Nბს-459-453 (3კ-14)).
38. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N1-1/2776 ბრძანების ძალაში შესვლიდან ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის და 2011 წლის 27 ივნისის ბრძანებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მათ შორის, ბრძანებები, იმ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელეთა საკუთრებად აღირიცხა. აღნიშნული კი, ბათილად ცნობილი აქტის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა. თუმცა, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით გათვალისწინებული იქნა, რომ ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება, რომლითაც როგორც აღინიშნა ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის და 2011 წლის 27 ივნისის ბრძანებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე და ასევე ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 30 დეკემბრის #05/30951, #05/30952, #05/30953, #05/30954, #05/30955, #05/30956 და 2012 წლის 26 მარტის #05/6798 მიმართვები, რომელთა საფუძველზეც 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანებასთან ერთად სადავო უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მოსარჩელეების მიერ აღძრული ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაბათილდა.
39. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანების ბათილად გამოცხადების შემდეგ, ადმინისტრაციულ ორგანოს უძრავ ნივთებთან მიმართებით მოსარჩელეთა უფლების განსაზღვრის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი აღარ გამოუცია, სასამართლო გადაწყვეტილებით ეკონომიკისა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #N1-1/2776 ბრძანების პირველი პუნქტის „თ“, „ნ“, „ბ“, ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 30 დეკემბრის #05/30951, #05/30952, #05/30953, #05/30954, #05/30955, #05/30956 და 2012 წლის 26 მარტის #05/6798 მიმართვების ბათილად ცნობით, იურიდიულად აღდგა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, რადგან გარდა სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანებისა, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად გამოაცხადა მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ მის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული ბრძანებები, სხვა აქტით, უძრავ ნივთთებან მიმართებით მოსარჩელეთა საკუთრების წარმოშობის საფუძველი გაბათილებული არ ყოფილა და აღნიშნული გარიგებებს იურიდიული ძალა არ დაუკარგავს.
40. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების’’ საფუძველზე კვლავ წარმოადგენენ ამ გარიგებებებით მათ სასარგებლოდ განკარგული უძრავი ნივთების მესაკუთრეებს, რაც უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობაა.
41. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია მოსარჩელეებს და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული გარიგებების საფუძველზე, მოსარჩელეთა სასარგელოდ განკარგული უძრავი ნივთები ეკონომიკის მინისტრის მიერ 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანების გამოცემის და ამ ბრძანების და სამინისტროს მიმართვის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შემდეგ, სსიპ ს.მ.ს–ომ 2012 წლის 16 მაისის, 2012 წლის 18 მაისის და 2012 წლის 22 მაისის ბრძანებებით შპს ,,ს.მ.ბ–ოს’’ სასარგებლოდ განკარგა, რომელმაც აღნიშნული უძრავი ნივთები 2013 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით შვილობილი კომპანიის შპს ,,ა.მ. და გ.კ–ის’’ კაპიტალში შეიტანა, თუმცა, სსიპ საწარმოათა მართვის სააგენტოს და შემდეგ უკვე შპს ,,ს.მ.ბ–ოს’’ ბრძანებები უძრავ ნივთებთან მიმართებით მოსარჩელეთა უფლებას კონკურენციას ვერ გაუწევს.
42. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღება იმ გარემოებაზე გამახვილდა, რომ შპს ,,ს.მ.ბ–ო’’, რომლის სასარგებლოდაც სახელმწიფომ სადავო უძრავი ნივთები განკარგა, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელიც, თავის მხრივ, 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი იყო შპს ,,ა.მ. და გ.კ–აში’’. საწარმოს რეორგანიზაციის ისტორიით დადგენილი იქნა, რომ 2019 წლის 03 სექტემბერს შპს ,,ს.მ.ბ–ო’’ შპს ,,ა.მ. და გ.კ–ას’’ შეერწყა, საზოგადოების 100 % წილის მფლობელი პარტნიორი კი სახელმწიფოა.
43. რაც შეეხება სსკ-ის 312-ე მუხლით გარანტირებულ შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფციას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხორციელებულ შეფასებაზე და მიიჩნია, რომ არსებული მდგომარეობით რეგისტრირებული მესაკუთრე ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება, რადგანაც მესამე მოპასუხე (შპს ,,ს.მ.ბ–ო) წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, ხოლო მეორე (შპს ,,ა.მ. და გ.კ–ა) ამ საწარმოს შვილობილ კომპანიას და ისინი ერთ მხარედ შეიძლება განვიხილოთ სუბიექტურს ჭრილში, რაც არღვევს სსკ-ის 312-ე მუხლით გარანტირებულ შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფციას და შესაბამისად, ნორმის დაცვით ფუნქციას.
44. განსახილველ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი - შპს ,,ს.მ.ბ–ო’’, რომლის სასარგებლოდაც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შემდეგ სადავო უძრავი ნივთები განიკარგა, სახელმწიფოს 100 %-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს წარმოადგენდა, შპს ,,ა.მ. და გ.კ–ის’’ ერთადერთი პარტნიორი კი თავდაპირველად შპს ,,ს.მ.ბ–ო’’, ხოლო 2019 წლის 03 სექტემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, რა დროსაც, შპს ,,ს.მ.ბ–ო'' შპს ,,ა. და მ. და გ.კ–ას'' შერწყა ამ უკანასკნელის ერთდერთი პარტნიორი სახელმწიფოა. გათვალისწინებით იმისა, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეების სასარგებლოდ გამოცემული აქტების ბათილად გამოცხადების შემდეგ საკუთრებაში დარეგისტრირებული უძრავი ნივთები მისი 100 %იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საზოგადოების სასარგებლოდ განკარგა, რომელმაც აღნიშნული ნივთები მოგვიანებით მის მიერ დაფუძნებული საწარმოს კაპიტალში შეიტანა, ანუ საბოლოოდ, როგორც უფლების გამსხვისებელს ასევე უფლების მიმღებს ერთი მხარე წარმოადგენდა, ამიტომ არც შპს ,,ს.მ.ბ–ო’’ და არც შპს ,,ა.მ. და გ.კ–ა’’, სადავო უძრავი ნივთების კეთილსინდისიერ შემძენებად არ მიიჩნეოდა.
45. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია მათზე (შპს ,,ს.მ.ბ–ო'', შპს ,,ა. და მ. და გ. კ–ია'') ვერ გავრცელდება და ნაკლიანი ნების მქონე გარიგებებს რეესტრში რეგისტრირებული უფლება ნამდვილად ვერ აქცევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მართლსაწინააღმდეგო ბათილია ყველა ის გარიგება, რომლითაც სადავო უძრავი ქონება მოპასუხეების სასარგებლოდ განიკარგა. სსკ-ის 170-ე - 172-ე მუხლის საფუძველზე კი, მოსარჩელეებს, პარტნიორულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ბრძანებების ბათილად ცნობასთან და უძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობასთან ერთად, წარმოეშვათ უძრავი ნივთების მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვის ვარგისი სამართლებრივი საფუძველი.
46. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე აპელანტებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება (სარჩელის უარყოფა), შემდეგი საფუძვლებით:
47. შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
48. კასატორის მოსაზრებით, რომ ყველა იმ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რომელიც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საფუძვლად უდევს უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ ისე სცნო ბათილად უფლების დამდგენი დოკუმენტები და შემდგომი რეგისტრაციები, რომ საფუძვლიანად არც უმსჯელია მათ კანონიერებაზე. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, შპს ს.მ.ბ–ოს“ და შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებით ხელყო მათი საკუთრების უფლება. შპს ს.მ.ბ–ომ“, ხოლო შემდგომ, შპს „ა.მ. და გ.კ–ამ“ მიიღო უფლებრივი ნაკლის არმქონე ნივთი. საკარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა მე-3 პირთა უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის უფლება დაცულია სკ-ის 170 და 185-ე მუხლების ნორმათა დაცვითი ფუნქიით. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანებით, როცა ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს ის ბრძანებები, რომლითაც მოხდა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აუქციონის ფორმით პრივატიზება, სზაკ-ის 70-ე მუხლის დანაწესით, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი მათ საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ეს გარემოებები კი, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა.
49. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომლის მიხედვით, რადგანაც მესამე მოპასუხე (შპს ,,ს.მ.ბ–ო) წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, ხოლო მეორე (შპს ,,ა.მ. და გ.კ–ა) ამ საწარმოს შვილობილ კომპანიას და ისინი ერთ მხარედ შეიძლება განვიხილოთ სუბიექტურს ჭრილში, აღნიშნული არღვევს სსკ-ის 312-ე მუხლით გარანტირებულ შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფციას. კასატორის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, ვერ ჩაითვლება ერთ მხარედ. შპს „ა.მ. და გ.კ–ა“ არის კერძო სამართლის სუბიექტი, დაფუძნებულია მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად მისი პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე.
50. სსიპ ს.ქ.ე.ს–ოს საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
51. კასატორის მოსაზრებით, რომ ყველა იმ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რომელიც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საფუძვლად უდევს უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ ისე სცნო ბათილად უფლების დამდგენი დოკუმენტები და შემდგომი რეგისტრაციები, რომ საფუძვლიანად არც უმსჯელია მათ კანონიერებაზე.
52. სსსკ-ის 170-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მესაკუთრეს უფლება აქვს საკუთარი ქონება, კანონით დადგენილი წესით, შეიტანოს საწარმოს კაპიტალში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ს.მ.ბ–ო“ წარმოადგენს სახელმწიფოს 100% წილით დაფუძნებულ საწარმოს. შესაბამისად, სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სადავო ქონების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ. შპს „ს.მ.ბ–ოს" და შპს „ა.მ. და გ.კ–ის" საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონოდ, დაუსაბუთებლად ბათილად ცნობით სასამართლომ ხელყო მათი საკუთრება. სსიპ „ს.მ.ს–ოს“ 2012 წლის 18 მაისის №1-3/357, 2012 წლის 16 მაისის №1-3/347 და 2012 წლის 22 მაისის №1-3/363 ბრძანებების გამოცემისას მოქმედი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „ს.მ.ს–ოს“ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზანია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში (შემდგომში-საწარმოები) პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებისა. სსიპ „ს.მ.ს–ოს“ 2012 წლის 22 მაისის №1-3/363, 2012 წლის 16 მაისის №1-3/347 და 2012 წლის 18 მაისის №1-3/357 ბრძანებებით მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით №......, №......, №....., №....., №.... შეტანილ იქნა შპს „ს.მ.ბ–ოს“ საწესდებო კაპიტალში, რომლებიც აღირიცხა შპს-ს საკუთრებად საჯარო რეესტრში. შპს „ს.მ.ბ–ოს“ 2013 წლის 30 აგვისტოს №1/1-53 პარტნიორის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით №....., №....., №....., №...., №..... შეტანილ იქნა შპს „ა.მ. და გ.კ–ის“ საწესდებო კაპიტალში. შპს „ს.მ.ბ–ომ“ დააფუძნა 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ა.მ. და გ.კ–ა", შესაბამისად მანვე განსაზღვრა შპს-ს საწესდებო კაპიტალი.
53. კასატორი ციტირებს სზაკის 70-ე მუხლის დისპოზიციურ შინაარსზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N1-1/2776 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს ის ბრძანებები, რომლითაც მოხდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტორნული აუქციონის ფორმით პრივატიზება, სზაკის 70-ე მუხლის პირობებით, აგრეთვე, ბათილად იქნა ცნობილი ამ ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, „უძრავი ქონების განკარგვა მოხდა სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოზე, ხოლო უფლების გამსხვისებელს და უფლების მიმღებს ერთი მხარე წარმოადგენდა. შესაბამისად, ეს მხარეების ვერ ჩაითვლებიან სადავო უძრავი ნივთების კეთილსინდისიერ შემძენად“. კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, ვერ ჩაითვლება ერთ მხარედ. შპს „ა.მ. და გ.კ–ა“ არის კერძო სამართლის სუბიექტი, დაფუძნებულია მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად მისი პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
54. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
55. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
56. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობას შეეხება და დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია (სსსკ-ის 180-ე მუხლი). მოსარჩლეებმა სადავო აქტების ბათილად ცნობასთან და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვასთან ერთად, სადავო აქტებით განკარგული უძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს (იხ., ამ განჩინების პ-24). ამდენად, მათი იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.
57. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N1-1/2776 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს ის ბრძანებები, რომლითაც მოხდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტორონული აუქციონის ფორმით პრივატიზება, სზაკის 70-ე მუხლის პირობებით, აგრეთვე, ბათილად იქნა ცნობილი ამ ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ორივე კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით დაირღვა მათი, როგორც მესაკუთრის უფლება - თავისი შეხედულებით განკარგოს საკუთრებაში არსებული ქონება.
58. ორივე კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ არსებული მდგომარეობით რეგისტრირებული მესაკუთრე ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება, რადგანაც მესამე მოპასუხე (შპს ,,ს.მ.ბ–ო) წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, ხოლო მეორე (შპს ,,ა.მ. და გ.კ–ა) ამ საწარმოს შვილობილ კომპანიას და ისინი ერთ მხარედ შეიძლება განვიხილოთ სუბიექტურს ჭრილში. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, ვერ ჩაითვლება ერთ მხარედ. შპს „ა.მ. და გ.კ–ა“ არის კერძო სამართლის სუბიექტი, დაფუძნებულია მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად მისი პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან,
59. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ აქვთ წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა. მეტიც, კასატორთა ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაში. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის განხილვის პროცედურულ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეზე ერთხელ უკვე იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ კასატორთა (სსიპ ს.ქ.ე.ს–ო და შპს „ა.მ. და გ.კ–ის“), ასევე, შპს „ს.მ.ბ–ოს“ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქმე დაბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იმ გარემოებათა გამოსარკვევად, რომლებიც დადგენილია ამჟამად გასაჩივრებულ - სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაში და მათ მიმართ, კასატორებს, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.
60. საკასაციო პალატა განამარტავს, რომ დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
61. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებს საქართველოს ეკონოკიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2011 წლის 10 ივნისს, 2011 წლის 04 აგვისტოს და 2011 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული გარიგებების საფუძველზე უძრავ ნივთებზე მოპოვებული საკუთრების უფლება არ დაუკარგავთ და ამ გარიგებების საფუძველზე მოსარჩელეები კვლავ წარმოადგენენ უძრავი ნივთების მესაკუთრეებს (იხ., ამ განჩინების პპ:26-30), კერძოდ, დადგენილია, რომ:
62. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის NN1-1/2776 ბრძანების პირველი პუნქტის „თ“, „ნ“, „ბ“, ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 30 დეკემბრის N05/30951, N05/30952, N05/30953, N05/30954, N05/30955, N05/30956 და 2012 წლის 26 მარტის N05/6798 მიმართვები. (ტ.1.ს.ფ. 61-79).
63. ამდენად, მართალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N1-1/2776 ბრძანების ძალაში შესვლიდან ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის და 2011 წლის 27 ივნისის ბრძანებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მათ შორის, ბრძანებები, იმ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელეთა საკუთრებად აღირიცხა. აღნიშნული კი, ბათილად ცნობილი აქტის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა. თუმცა, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, გათვალისწინებული იქნა, რომ ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება, რომლითაც როგორც აღინიშნა ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის და 2011 წლის 27 ივნისის ბრძანებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე და ასევე ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 30 დეკემბრის #05/30951, #05/30952, #05/30953, #05/30954, #05/30955, #05/30956 და 2012 წლის 26 მარტის #05/6798 მიმართვები, რომელთა საფუძველზეც 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანებასთან ერთად, სადავო უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრში, სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, მოსარჩელეების მიერ აღძრული ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაბათილდა.
64. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანების ბათილად გამოცხადების შემდეგ, ადმინისტრაციულ ორგანოს უძრავ ნივთებთან მიმართებით მოსარჩელეთა უფლების განსაზღვრის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი აღარ გამოუცია, სასამართლო გადაწყვეტილებით ეკონომიკის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #N1-1/2776 ბრძანების პირველი პუნქტის „თ“, „ნ“, „ბ“, ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 30 დეკემბრის #05/30951, #05/30952, #05/30953, #05/30954, #05/30955, #05/30956 და 2012 წლის 26 მარტის #05/6798 მიმართვების ბათილად ცნობით, იურიდიულად აღდგა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, რადგან გარდა სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანებისა, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად გამოაცხადა მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ მის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული ბრძანებები, სხვა აქტით, უძრავ ნივთთებან მიმართებით მოსარჩელეთა საკუთრების წარმოშობის საფუძველი გაბათილებული არ ყოფილა და აღნიშნული გარიგებებს იურიდიული ძალა არ დაუკარგავს.
65. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამ განჩინების პ.57-ში მითითებულ კასატორთა პრეტენზიას და განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს, შემძენის „კეთილსინდისიერების“ ინსტიტუტზე, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაზე და განმარტავს, რომ იმისათვის, რომ შემძენი გახდეს მესაკუთრე, სადავო ნორმები გამყიდველის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტთან ერთად ასევე ადგენენ დამატებით პირობებს. სსკ-ის 185-ე მუხლი, ისევე როგორც ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ შემძენი მხოლოდ მაშინ გახდება მესაკუთრე, თუ მან არ იცოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „უზუსტო ჩანაწერთან დაკავშირებით, შემძენს არაკეთილსინდისიერად აქცევს არა ყოველგვარი ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთი, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას, ანუ იმ გარემოებათა ცოდნა, რის გამოც ჩანაწერი უზუსტოა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება №ას-189-182-2013). სსკ-ის 185-ე მუხლისაგან განსხვავებით, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი რეესტრში არასწორად რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ ქონების განკარგვისას შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მეორე დამაბრკოლებელ გარემოებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, შემძენი ვერ გახდება მესაკუთრე, თუ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ საჩივარია შეტანილი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე ნ. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქმე N3/4/550; 17 ოქტომბერი 2017წ.). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია საჯარო რეესტრის მიზანი, რაც სამოქალაქო ბრუნვის გამარტივებასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ბრუნვის უსაფრთხოება კი არ გულისხმობს მხოლოდ შემძენის ინტერესების დაცვას, მასში ასევე მოიაზრება ნამდვილი მესაკუთრის ინტერესების დაცვა, რომელსაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ჰქონდა საჯარო რეესტრის სანდოობის კანონიერი მოლოდინი.
66. სსკ-ის 183-ე მუხლი, უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის ნამდვილ ნებასთან ერთად სავალდებულოდ აწესებს წერილობითი გარიგების არსებობას და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარკვეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება არ შეიძლება ნამდვილი მესაკუთრისათვის უფლების ჩამორთმევის საფუძველი გახდეს, რადგანაც რეგისტრაციის ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ ტიტულის დაკარგვა უფლების გაქარწყლებას არ იწვევს.
67. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არ დადგენილა მოსარჩელეთა უფლების საკითხი, არამედ, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ., ამ განჩინების პ.15). არც სასამართლოს დაუდგენია და არც მხარეები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი აქტის გამოცემით განსაზღვრა მოსარჩელეთა უფლების საკითხი, უფრო მეტიც, მან ქონება მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კერძო სამართლის სუბიექტს გადასცა საკუთრებაში, ხოლო ამ უკანასკნელმა _ საკუთარ შვილობილ კომპანიას.
68. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ არსებული მდგომარეობით რეგისტრირებული მესაკუთრე ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება, რადგანაც მესამე მოპასუხე (შპს ,,ს.მ.ბ–ო) წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, ხოლო მეორე (შპს ,,ა.მ. და გ.კ–ა) ამ საწარმოს შვილობილ კომპანიას და ისინი ერთ მხარედ შეიძლება განვიხილოთ სუბიექტურს ჭრილში, რაც არღვევს სსკ-ის 312-ე მუხლით გარანტირებულ შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფციას და შესაბამისად, ნორმის დაცვით ფუნქციას. აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტი კასატორებმა ვერ წარმოადგინეს და ვერ დაარწმუნეს საკასაციო პალატა, მათი საკასაციო საჩივრის, დასაშვებად ცნობის საფუძველების არსებობაში.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
70. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. გარიგების (პარტნიორული გადაწყვეტილება) ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
72. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „ა.მ. და გ.კ–ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. ხოლო სსიპ ს.ქ.ე.ს–ო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის სესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ს.ქ.ე.ს–ოსა და შპს „ა.მ. და გ.კ–ა“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ა.მ. და გ.კ–ას“ (ს/კ: № .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 06.02.2020წ.-ს №1580978257 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ე. გასიტაშვილი