№ა-4616-შ-121-2018 28 ოქტომბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.პ.ბ.“
განხილვის საგანი – ბელორუსიის, მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების (მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელის ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ის“ სასარგებლოდ 2523.5 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსიის, მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით: შპს „გ.პ.ბ.ს“ (ადგილსამყოფელი: საქართველო, ქ. გორი, ...... რეგისტრაციის ნომერი: 417884748, სახლმწიფო რეგ. თარიღი: არაა დადგენილი; გადასახადის გადამხდელის ანგარიშის ნომერი: 417884748) დაეკისრა ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ის“(ადგილსამყოფელი: ბელორუსიის რესპუბლიკა, მოგილევსკის ოლქი, ქ. ბობრუსკ, ...., 123/1; რეგისტრაციის ნომერი: 700169542, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 20.01.2006; გადასახადის გადამხდელის ანგარიშის ნომერი: 700169542) სასარგებლოდ 03.05.2016 წლის ხელშეკრულებიდან Nბ/ნ გამომდინარე 2523,5 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის 1400 აშშ დოლარის ძირითადი ვალის სახით და 1123,5 აშშ დოლარის პენი 24.05.2016 წლიდან 12.11.2017წლამდე პერიოდისათვის.
2. მოგილევსკის ოლქის ეკონომიკურმა სასამართლომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელე ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ის“ სასარგებლოდ 2523,5 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
4. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მათზე თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა ორჯერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. გორი, ...... ადრესატისათვის გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ მისამართზე არავინ დახვდათ. ზემოაღნიშნული კორესპონდენცია ასევე გაეგზავნა შპს „გ.პ.ბ–ის“ დირექტორ დ.კ–ს მისამართზე გორი, ........ თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი მისამართზე აღარ ცხოვრობს.
6. საკასაციო პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში შპს „გ.პ.ბ–ისათვის“ (417884748) (მისამართი: ქ. გორი, ......) მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების ასლების ჩაბარება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მომართვით დგინდება, რომ გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს ვერ ჩაბარდა, ვინაიდან იგი აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო პალატამ 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საჯაროდ გაავრცელა შეტყობინება, რაც, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარის ინფორმირებულად მიჩნევისა და საქმის განხილვის საკმარისი საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით: შპს „გ.პ.ბ–ს“ დაეკისრა ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ის“ სასარგებლოდ 03.05.2016 წლის ხელშეკრულებიდან Nბ/ნ გამომდინარე 2523,5 აშშ დოლარის გადახდა.
6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, ბელორუსიის, მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
9. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის, მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც:
- შპს „გ.პ.ბ–ს“ (ადგილსამყოფელი: საქართველო, ქ. გორი, ......, რეგისტრაციის ნომერი: 4....., სახლმწიფო რეგ. თარიღი: არაა დადგენილი; გადასახადის გადამხდელის ანგარიშის ნომერი: 417884748) დაეკისრა ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ის“ (ადგილსამყოფელი: ბელორუსიის რესპუბლიკა, მოგილევსკის ოლქი, ქ. ბობრუსკ, ......; რეგისტრაციის ნომერი: 700169542, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 20.01.2006; გადასახადის გადამხდელის ანგარიშის ნომერი: 700169542) სასარგებლოდ 03.05.2016 წლის ხელშეკრულებიდან Nბ/ნ გამომდინარე 2523.5 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის 1400 აშშ დოლარის ძირითადი ვალის სახით და 1123.5 აშშ დოლარის პენი 24.05.2016 წლიდან 12.11.2017 წლამდე პერიოდისათვის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი