№ა-984-შ-30-2019 28 ოქტომბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ.პ–ი“
განხილვის საგანი – უკრაინის რესპუბლიკის ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის რესპუბლიკის ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით :
1.1. საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–ის“ სარჩელი შპს „უ.პ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.2. შპს „უ.პ–ისგან“ (6010, საქართველო, ბათუმი, 6010, ...... ქუჩა 1, ბინა 507, საიდენტიფიკაციო კოდი .....) საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–ის“ სასარგებლოდ (72319. უკრაინა, 72319, ზაპოროჟიეს ოლქი, ქ. მელიტოპოლი, ......, საიდენტიფიკაციო კოდი ეგრპოუ ......) ამოღებულ იქნა ძირითადი დავალიანების თანხა 1 114 004,77 გრივნა (ერთი მილიონი ას თოთხმეტი ათას ოთხი გრივნა 77 კაპიკი) და 16 709,82 გრივნა (თექვსმეტი ათას შვიდას ცხრა გრივნა 82 კაპიკი) სასამართლოს მოსაკრებელი.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 17 სექტემბერს გაიცა ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ.
3. იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–მა“ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს უკრაინის რესპუბლიკის ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
4. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მათზე თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. ბათუმი, ...... ადრესატისათვის გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა არასრული მისამართის გამო.
5. სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, რომ შპს „უ.პ–ის“ იურიდიული მისამართია - ქ. ბათუმი, .......
6. საკასაციო პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში შპს „უ.პ–ისათვის“ (....) (მისამართი: ქ. ბათუმი, ......) საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–ის“ შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების ასლების ჩაბარება. აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის მომართვით დგინდება, რომ გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს ვერ ჩაბარდა, ვინაიდან იგი აღნიშნულ მისამართზე არ არსებობს. საკასაციო პალატამ 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საჯაროდ გაავრცელა შეტყობინება, რაც, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარის ინფორმირებულად მიჩნევისა და საქმის განხილვის საკმარისი საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–ის“ სარჩელი შპს „უ.პ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
8. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
10. ამდენად, უკრაინის რესპუბლიკის ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
9. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის რესპუბლიკის ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც:
- საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–ის“ სარჩელი შპს „უ.პ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- შპს „უ.პ–ისგან“ (6010, საქართველო, ბათუმი, 6010, ........, საიდენტიფიკაციო კოდი .......) საჯარო სააქციო საზოგადოება „მ.ხ–ის“ სასარგებლოდ (უკრაინა, 72319, ზაპოროჟიეს ოლქი, ....... ქუჩა, 175, საიდენტიფიკაციო კოდი ეგრპოუ ......) ამოღებულ იქნა ძირითადი დავალიანების თანხა 1 114 004,77 გრივნა (ერთი მილიონი ას თოთხმეტი ათას ოთხი გრივნა 77 კაპიკი) და 16 709,82 გრივნა (თექვსმეტი ათას შვიდას ცხრა გრივნა 82 კაპიკი) სასამართლოს მოსაკრებელი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი