Facebook Twitter

საქმე №ა-4057-შ-94-2020 6 ნოემბერი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ზ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ზ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის, ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილებით, ს.ზ–სა და ი.ზ–ს შორის, 2005 წლის 27 სექტემბერს, საქართველო/მარნეულის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის №0055488/2005). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა საპენსიო უფლებების განაწილების საკითხი.

2. ი.ზ–ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის, ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ განქორწინების დარეგისტრირება.

3. გერმანიის ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 24 თებერვლიდან.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინაღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო, რომელიც წარმოდგენილი იყო საპროცესო წარმომადგენლით. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განქორწინება დასაბუთებას არ საჭიროებს, ვინაიდან დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირების ერთი და იმავე შინაარსის განცხადებები და გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის გაცხადებულ სურვილს არ ეწინააღმდეგება.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ე.ზ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის, ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილებით, ს.ზ–სა და ი.ზ–ს შორის, 2005 წლის 27 სექტემბერს, საქართველო/მარნეულის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის №0055488/2005). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 24 თებერვლიდან. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, განქორწინების ნაწილში, გერმანიის, ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ზ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ბრემენის სამხარეო სასამართლოს, 2014 წლის 19 დეკემბრის (№59 F 4666/13 S) გადაწყვეტილება, რომლითაც შწყვეტილ იქნა 2005 წლის 27 სექტემბერს, საქართველო/მარნეულის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №0055488/2005).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე