Facebook Twitter

საქმე №ა-4164-შ-97-2020 6 ნოემბერი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – პ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ო.გ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №753/13542/16-ც)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №753/13542/16-ც), პ.გ–ძესა და ო.გ–ძეს შორის, 1999 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სრს-ს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. პ.გ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 20 დეკემბრიდან.

4. გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე სარჩელს მხარი დაუჭირა, ხოლო მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარემ) სარჩელი ფაქტობრივად აღიარა. სასამართლომ სწორედ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დააკმაყოფილა სარჩელი.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, პ.გ–ძის შუამდგომლობა უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პ.გ–ძესა და ო.გ–ძეს შორის, 1999 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სრს-ს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

9. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 20 დეკემბრიდან. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, რომელმაც სარჩელი სასამართლო სხდომაზე ფაქტობრივად აღიარა. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №753/13542/16-ც) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ.გ–ძის შუამდგომლობა უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №753/13542/16-ც) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №753/13542/16-ც), რომლითაც პ.გ–ძესა და ო.გ–ძეს შორის, 1999 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სრს-ს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე