Facebook Twitter

საქმე №ას-806-2019 16 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი; ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „თ-ის“ წარმომადგენლის ა.ა–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის №ას-806-2019 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის განჩინებაზე სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2020 წლის 2 დეკემბერს სს „თ–ის“ წარმომადგენლმა ა.ა–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება, იმ საფუძვლით, რომ მასში არასწორად არის მითითებული საგადახდო დავალების #87952 თარიღი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის №ას-806-2019 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, საგადახდო დავალების #87952 თარიღი უნდა გასწორდეს და 2019 წლის 6 მაისის ნაცვლად მიეთითოს სწორი თარიღი 2019 წლის 5 ივნისი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ–ის“ წარმომადგენლის ა.ა–ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის №ას-806-2019 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 მაისის №ას-806-2019 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, საგადახდო დავალების #87952 თარიღის 2019 წლის 6 მაისის ნაცვლად მიეთითოს სწორი თარიღი 2019 წლის 5 ივნისი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.ალავიძე

მოსამართლეები: ზ.ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი