Facebook Twitter

25 ნოემბერი, 2020 წელი

საქმე №ას-967-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების (საქმე №ას-967-2020) სამოტივაციო ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილში (რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი სს „ს.ბ–ის“ მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების (საქმე №ას-967-2020) სამოტივაციო ნაწილის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „რ.ბ–ძეს (პ/ნ ......) უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-967-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;“ ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „რ.ბ–ძეს (პ/ნ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-967-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;".

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ვინაიდან რ.ბ–ძეს სახელმწიფო ბაჟი სრულად ჰქონდა გადავადებული საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საბოლოო გადაწყვეტილებით მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რ.ბ–ძეს უნდა დაეკისროს სრული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის - 45 ლარის გადახდა.

ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსახილველი განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-17 პუნქტში და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უსწორობა, კერძოდ დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად ნაცვლად 45 ლარისა მითითებულია 150 ლარი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული უნდა გასწორდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების (საქმე №ას-967-2020) სამოტივაციო ნაწილის მე-17 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „რ.ბ–ძეს (პ/ნ ......) უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-967-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, 30%-ის - 45 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;“ ამასთან, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების (საქმე №ას-967-2020) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „რ.ბ–ძეს (პ/ნ .....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-967-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, 30%-ის - 45 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების (საქმე №ას-967-2020) სამოტივაციო ნაწილის მე-17 პუნქტში დაშვებული უსწორობა და ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების (საქმე №ას-967-2020) სამოტივაციო ნაწილის მე-17 პუნქტში ნაცვლად შემდეგი ჩანაწერისა: „რ.ბ–ძეს (პ/ნ .....) უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-967-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;“ მიეთითოს შემდეგი: „რ.ბ–ძეს (პ/ნ ......) უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-967-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, 30%-ის - 45 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების (საქმე №ას-967-2020) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში ნაცვლად შემდეგი ჩანაწერისა: „რ.ბ–ძეს (პ/ნ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-967-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;" მიეთითოს შემდეგი: „რ.ბ–ძეს (პ/ნ .......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-967-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, 30%-ის - 45 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;“.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე