Facebook Twitter

საქმე №ა-3925-შ-20-2020

24 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ა–ი

განხილვის საგანი – სომხეთის რესპუბლიკის შირაკის მხარის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის №შდ/4239/02/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – მამობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სომხეთის რესპუბლიკის შირაკის მხარის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის №შდ/4239/02/19 გადაწყვეტილებით მ.ო. ასული ა–ის განცხადება დაკმაყოფილდა და დამტკიცდა 07.08.2018 წელს დაბადებული ა. ა–ის ჟ.ა. ძე მ–გან (დაბადებული 18.02.1992წ./გარდაცვლილი 31.05.2018წ.) წარმოშობის ფაქტი, მამობა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 8 მაისს.

2. მ.ა–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის შირაკის მხარის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის №შდ/4239/02/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. მ.ა–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის შირაკის მხარის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის №შდ/4239/02/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მ.ა–მა განცხადებით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის შირაკის მხარის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს, რომლის 2020 წლის 7 აპრილის №შდ/4239/02/19 გადაწყვეტილებით მ.ო. ასული ა–ის განცხადება დაკმაყოფილდა და დამტკიცდა 07.08.2018 წელს დაბადებული ა. ა–ის ჟ.ა. ძე მ–გან (დაბადებული 18.02.1992წ./გარდაცვლილი 31.05.2018წ.) წარმოშობის ფაქტი, მამობა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 8 მაისს.

7. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტის ასლით დასტურდება, რომ ა. ა–ის დაბადების მოწმობა საქართველოშია გაცემული, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მას სურს სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკის შირაკის მხარის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის №შდ/4239/02/19 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. მ.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას სომხეთის რესპუბლიკის შირაკის მხარის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის №შდ/4239/02/19 გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ო. ასული ა–ის განცხადება დაკმაყოფილდა და დამტკიცდა 07.08.2018 წელს დაბადებული ა. ა–ის ჟ.ა. ძე მ–გან (დაბადებული 18.02.1992წ./გარდაცვლილი 31.05.2018წ.) წარმოშობის ფაქტი, მამობა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე