საქმე №ა-4092-შ-95-2020
24 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ს–ა
განხილვის საგანი – გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის №5 F 963/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის №5 F 963/18 გადაწყვეტილებით ა.ს–ძესა და ი.ს–ას შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროში 2011 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 26 თებერვალს.
2. ა.ს–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის №5 F 963/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ა.ს–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის №5 F 963/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა ა.ს–ძემ.
7. გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის №5 F 963/18 გადაწყვეტილებით ა.ს–ძესა და ი.ს–ას შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროში 2011 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 26 თებერვალს.
8. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის №5 F 963/18 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. ა.ს–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის №5 F 963/18 გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ს–ძესა და ი.ს–ას შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროში 2011 წლის 21 სექტემბერს (ქორწინების რეესტრი № E 628/2011) რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე