ბს-76-73(კს-06) 6 აპრილი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ი.-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ქ.-ე, მ. დ.-ე
სარჩელეზე მოპასუხე – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 28 ივლისს მ. ქ.-მ და მ. დ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მიხეილ ი.-ისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ კონკურსის შედეგების, პრივატიზებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ.-ისა და მ. დ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...-ის I მ/რ 25-ე კორპუსის პირველ სართულზე, მდებარე 197,74 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართთან დაკავშირებით, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2000 წლის 5 იანვარს ჩატარებული კომერციული კონკურსის შედეგები აღნიშნული ფართის პრივატიზების შესახებ. ასევე ბათლად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ, 2001 წლის 27 ივნისს, მიხეილ ი.-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/1417-პ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი.-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეება წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით: მოსარჩელე მ. დვალიძე უარს აცხადედა მისი წილის მიღებაზე, ქ. თბილისში, ვარკეთილი-3, 1მ/რ, 25-ე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ არასაცხოვრებელი ფართის 197,74 კვ.მეტრიდან, მ. ი.-ისა და მ. ქ.-ის სასარგებლოდ, ვინაიდან სართო ფართიდან, რომელიც ირიცხებოდა შპს «კაფე-ბარი «ყ.-ის" სახელზე მიღებული აქვს «პავლიონი". მ. ქ.-ე თანახმაა მიიღოს დასახელებული არასაცხოვრებელი ფართიდან 40 პროცენტი. მ. ი.-ი თანახმაა მის სახელზე რიცხული 197,74 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართიდან დარჩეს 60%. მხარეები თანახმა არიან ქ. თბილისში ვარკეთილი-3, პირველი მ/რ 25-ე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი 197,74 კვ.მ გაიყიდოს ერთი თვის ვადაში. რეალიზაციიდან მიღებული თანხის 60% მიიღოს მიხეილ ი.-მა, 40% მ. ქ.-ემ. ანუ 12000 აშშ დოლარი მიეკუთვნოს მიხეილ ი.-ს, 8000 აშშ დოლარი მ. ქ.-ს. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეები ეთანხმებიან ფართზე იძულებითი აღსრულების მიქცევას მისი აუქციონზე გატანის გზით. ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 13.12.04. ¹2-4/867 წერილით დაეთანხმა მორიგებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება ზემოაღნიშნული პირობებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარის, მ. ქ.-ის განცხადების საფუძველზე, განჩინებაში მოცემული მორიგებიოს პირობების აღსრულების მიზნით, 2005 წლის 6 ივლისს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად დასახელებული იქნა მ. ქ.-ე, ხოლო მოვალედ მ. დ.-ე.
2005 წლის 7 სექტემბერს, მ. ქ.-ისა და მ. ი.-ის წარმომადგენლმა გ. ჯ.-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სააღსრულებო ფურცელში უზუსტობაა კრედიტორსა და მოვალის ვინაობაში და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მ. ქ.-ესთან ერთად მ. ი.-ისა და ასევე მოვალედ მ. დ.-იესთან ერთად მ. ი.-ის დასახელება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ.-ისა და მ. ი.-ის წარმომადგენლის გ. ჯ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა; 2005 წლის 06 ივლისის სააღსრულებო ფურცელში შეტანილი იქნა ცვლილება, დ აიმ საფუძვლით, საარსღულებო ფურცელში შეტანილი იქნა ცვლილება და იმ საფუძვლით, რომ მორიგების განჩინებით მხარეეებს გააჩნდათ ურთიერთვალდებულებები, კრედიტორ მ. ქ.-ესთან ერთად მიეთითა მ. ი.-ი და მოვალედ მ. დ.-ესთან ერთად ასევე მ. ი.-ი ,ვინაიდან მორიგების განჩინების მიხედვით მხარეებს გააჩნიათ ურთიერთვალდებულებები.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიხეილ ი.-მა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლო ნაცვლად იმისა რომ ემსჯელა განმცხადებელთა მოთხოვნის ირგვლივ სააღსრულებო ფურცელში მ. დ.-ესთენ ერთად ისიც შეეყვანა,რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით იყო უკანონო, ვინაიდან, ის და მ.ქატთAმაძე თAნახმა იყვნენ მორიგების აქტი ნებასურვილითა აღესრულებინათ. ღასაც ხელდა უშლის მ.დ.-ე რის გამოც სააღსრულებო ფრცელში შეტანილი უნდა ყოფიიყო იმდაგვარად, რომ მ. დ.-ე გამხდარიყო იძულებული აღესრულებინა საოლქო სასამარტლოს მიერ განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. ი.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: «მ. დ.-ე უარს აცხადებდა მისი წილის მიღებაზე, ქ. თბილისში, ვარკეთილი-3, 1მ/რ, 25-ე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი 197,74 კვ. მეტრიდან, მ. ი.-ისა და მ. ქ.-ის სასარგებლოდ, ვინაიდან, საერთო ფართიდან რომელიც ირიცხებოდა შპს «კაფე-ბარი «ყ.-ის" სახელზე მიღებული აქვს «პავლიონი", მ. ქ.-ე თანახმაა დასახელებული არასაცხოვრებელი ფართიდან მიიღოს 40%. მ. ი.-ი თანახმაა მის სახელზე რიცხული 197,74 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართიდან დარჩეს 60%. მხარეები აცხადებდნენ თანხმობას ქ. თბილისში, ვარკეთილი-3, პირველი მ/რ 25-ე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი - 197,74 კვ.მ. გაიყიდოს ერთი თვის ვადაში. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის 60% მიიღოს მიხეილ ი.-მა; ხოლო 40% მ. ქ.-მ. ანუ 1200 აშშ დოლარი მიეკუთვნოს მიხეილ ი.-ს, 8000 აშშ დოლარი - მ. ქ.-ს. Mმხარეები თანხმდებოდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისიში ..., 1-ლი მ/რ, კორპ.¹25 განტავსებული 197,74 კვ.მ არასაცხიოვრებელ ფართზე, რომელიც ირიცხებოდა მ. ი.-ის სახელზე, მოხდებოდა იძულებითი აღსრულება აუქციონის გზით.
აღნიშნულ განჩინებაზე, 2006 წლის 6 ივლისს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მიეთითა მ. ქ.-ე, ხოლო მოვალედ _ მ. დ.-ე. შემდგომ მ. ქ.-ისა და მ. ი.-ის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და კრედიტორად მ. ქ.-სთან ერთად მიეთითა მ. ი.-ი და მოვალედ მ. დ.-ესთან ერთად მითითებულ იქნა ასევე მ. ი.-ი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეტანილი ცვლილება სააღსრულებო ფურცელში.
საქმეში არსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, რომლითაც დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება და გაიცა სააღსრულებო ფურცელი მხარეებს მ. ქ.-ეს, მ. ი.-სა და მ. დ.-ეს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ურთიერთვალდებულებები. ურთიერთობის ერთ მონაწილეს, რომელსაც მეორისგან გააჩნია შესრულების მოთხოვნის უფლება ეწოდება კრედიტორი, ხოლო მეორეს რომელიც ვალდებულია კრედიტყორის მოთხოვნის თანავე შეაშრულოს ნაკისრი ვალდებულება – მოვალე. ეE.ი წარმოდგენილ შემთხვევაში მხარეები ერთმანეთის მიმართ არიან კრედიტორები და მოვალეები. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” შასაბამისად კი, “სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელება.” ვინაიდან, 2006 წლის სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებული იყო მხოლოდ მ. ქ.-ე მოვალედ კი - მ. დ.-ე, ხოლო გამოწერილი სააღსრულებო ფურცლიდან არ იკვეთებოდა მხარეთა ურთიერთ ვალდებულებების არსებობის ფაქტი. შაკასაციო საამართლო, თვლის რომ სააპელაციო სასამართლო საარსრულებო ფურცელში სწორად შეიტან ცვლილებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადგებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა და მასში კრედიტორად მ. ქ.-ესთან ერთAდ მ. ი.-ის და მოვალედ – მ. დ.-სთან ერთად მ. ი.-ის მიტითება განხორციელდა თავად კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუზველზე (ს. ფ 221)
ყველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ი.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.