საქმე №ას-1986-2018 9ნოემბერი,2020წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – იბა „თ......-ის“ წევრები: ლ.ა–ი, ლ.ბ–ა (ა.ბ–ას უფლებამონაცვლე), ნ.გ–ი (გ.ზ–ის უფლებამონაცვლე), დ.მ–ძე, გ.ა–ძე, თ.ა–ი, რ.ა–ი, ზ.ბ–ი, ქ.ბ–ი, ქ.ბ–ი, ქ.ს–ა (ვ.ბ–ის უფლებამონაცვლე), მ.ბ–ი (გ.ბ–ის უფლებამონაცვლე), ი.გ–ძე, ბ.გ–ი, რ.გ–ი, ზ.გ–ძე, ნ.დ–ძე, ჯ.დ–ი, ნ.ვ–ი, დ.მ–ი (დ.თ–ძის უფლებამონაცვლე), გ.თ–ძე, თ.ი–ი, მ.ი–ძე, გ.ი–ძე, ი.კ–ძე, ქ.კ–ა, ი.კ–ი, მ.კ–ი, ს.კ–ი, მ.კ–ა, ც.კ–ძე, გ.ლ–ა, დ.ლ–ძე, რ. მ–ძე, ბ. მ–ძე, ი. მ–ძე, გ.მ–ძე (დ.მ–ძის უფლებამონაცვლე), თ.მ–ძე, უ.ჯ–ი (ე.მ–ის უფლებამონაცვლე), გ.მ–ი, ბ. მ–ძე, ნ.მ–ძე, კ.ო–ი, ა.ჟ–ი, ნ.ს–ა, შ.ტ–ი, ტ.ტ–ი, ც.ტ–ძე, ბ.ფ–ი, ნ.ფ–ძე, მ.შ–ძე, ლ.შ–ძე, ნ.ჩ–ი, გ.ჩ–ძე, ა.ხ–ი, თ.ხ–ი, ლ.ძ–ვა-ლ–ძე, ა.ჭ–ი, მ.ჭ–ძე, მ.წ–ა, მ.წ–ი, ლ.ჯ–ძე, ნ.ჯ–ძე, ზ.ჯ–ძე, ბ.ს–ძე, ზ.ნ–ძე, დ.ი–ძე, გ.მ–ი, თ.ღ–ძე, ზ.თ–ი, ბ.ნ–ი, ფ.კ–ი, ნ.ჯ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.დ–ის სარჩელი, ინდივიდიუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ......“-ის წევრების: ლ.ა–ის, ლ.ბ–ას (ა.ბ–ას უფლებამონაცვლე), ნ.გ–ის (გ.ზ–ის უფლებამონაცვლე), დ.მ–ძის, გ.ა–ძის, თ.ა–ის, რ.ა–ის, ზ.ბ–ის, ქ.ბ–ის, ქ.ბ–ის, ქს–ას (ვ.ბ–ის უფლებამონაცვლე), მ.ბ–ის (გ.ბ–ის უფლებამონაცვლე), ი.გ–ძის, ბგ–ის, რ.გ–ის, ზ.გ–ძის, ნ.დ–ძის, ჯ.დ–ის, ნ.ვ–ის, დ.მ–ის (დ.თ–ძის უფლებამონაცვლე), გ.თ–ძის, თ.ი–ის, მ.ი–ძის, გ.ი–ძის, ი.კ–ძის, ქ.კ–ას, ი.კ–ის, მ.კ–ის, ს.კ–ის, მ.კ–ას, ც.კ–ძის, გ.ლ–ას, დ.ლ–ძის, რ. მ–ძის, ბ. მ–ძის, ი. მ–ძის, გ.მ–ძის (დ.მ–ძის უფლებამონაცვლე), თ.მ–ძის, უ.ჯ–ის (ე.მ–ის უფლებამონაცვლე), გ.მ–ის, ბ. მ–ძის, ნ.მ–ძის, კ.ო–ის, ა.ჟ–ის, ნ.ს–ას, შ.ტ–ის, ტ.ტ–ის, ც.ტ–ძის, ბ.ფ–ის, ნ.ფ–ძის, მ.შ–ძის, ლ.შ–ძის, ნ.ჩ–ის, გ.ჩ–ძის, ა.ხ–ის, თ.ხ–ის, ლ.ძ–ვა-ლ–ძის, ა.ჭ–ის, მ.ჭ–ძის, მ.წ–ას, მ.წ–ის, ლ.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძის, ზ.ჯ–ძის, ბ.ს–ძის, ზ.ნ–ძის, დ.ი–ძის, გ.მ–ის, თ.ღ–ძის, ზ.თ–ის, ბ.ნ–ის, ფ.კ–ისა და ნ.ჯ–ის მიმართ, ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული ნ.დ–სა და ინდივიდულურ მენაშენთა ამხანაგობა „თ–ს“ შორის 2006 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N315-ე ხელშეკრულება. ზ.თ–ს, ნ.ჯ–ს, ფ.კ–ს, ტ.ძ–სა და ბ.ნ–ს, ნ.დ–ის სასარაგებლოდ დაეკისრათ 123 820 აშშ დოლარისა და 2008 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 123 820 აშშ დოლარის წლიური 10 %-ის ანაზღაურების ვალდებულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ.თ–მა, ნ.ჯ–მა, ფ.კ–მა, ტ.ძ–მა და ბ.ნ–მა. მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილება ასევე, გაასაჩივრა ნ.დ–მა და მისი ნაწილობრივ გაუქმებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.თ–ის, ნ.ჯ–ის, ფ.კ–ისა და ბ.ნ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ.დ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, ნ.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნ.დ–მა გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.11.2018 წლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ნ.დ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ქვეპუნქტის მიხედვით.
კასატორის წარმომადგენელმა გ.გ–მა განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მან უარი თქვა სარჩელზე ბ.ს–ძის, ჯ.დ–ისა და თ.ა–ის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.ს–ძის, ჯ.დ–ისა და თ.ა–ის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სსსკ 83-ე მუხლით დადგენილია ასევე მხარეთა უფლება, ისარგებლონ ამ მუხლში ჩამოყალიბებული შესაძლებლობებით. სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85).
მოცემულ შემთხვევაში ნ.დ–ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და უარი განაცხადა ბ.ს–ძის, ჯ.დ–ისა და თ.ა–ის მიმართ აღძრულ სარჩელზე.
საკასაციო პალატამ შეამოწმა ნ.დ–ის წარმომადგენლის გ.გ–ის უფლებამოსილება. სსსკ 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნ.დ–მა გ.გ–ს მიანდო საპროცესო უფლება, მისი სახელით უარი თქვას სარჩელზე.
ყოველივე ზემოაღნული გარემობებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ბ.ს–ძის, ჯ.დ–ისა და თ.ა–ის ნაწილში წარმოება უნდა შეწყდეს. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.დ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ნ.დ–ის სარჩელზე, ჯ.დ–ის, ბ.ს–ძისა და თ.ა–ის მიმართ.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი