Facebook Twitter

საქმე №ას-1024-2020 22 იანვარი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით თ.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად. ხსენებული განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ განჩინების გამოტანის თარიღად, ნაცვლად 2020 წლის 9 ნოემბრისა, მითითებულია 2020 წლის 28 ოქტომბერი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინების თარიღში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს სასამართლოს ინიციატივით და მის შესავალ ნაწილში ნაცვლად 2020 წლის 28 ოქტომბრისა, უნდა მიეთითოს 2020 წლის 9 ნოემბერი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის (საქმე №ას-1024-2020) განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა.

2. განჩინების გამოტანის თარიღად, ნაცვლად 2020 წლის 28 ოქტომბრისა მიეთითოს 2020 წლის 9 ნოემბერი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე