საქმე № ა-3531-შ-81-2020 16 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.შ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე.შ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის იასენოვოს რაიონის N62 უბნის მომრიგებელი მოსამართლის ლ.ა. ჩობანიანის, ქ. მოსკოვის ჩერიომუშკის რაიონის N429 უბნის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობის შემსრულებლის, 10.03.2020 წლის გადაწყვეტილება (საქმე N 2-98/20)
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის იასენოვოს რაიონის N62 უბნის მომრიგებელი მოსამართლის ლ.ა. ჩობანიანის, ქ. მოსკოვის ჩერიომუშკის რაიონის N429 უბნის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობის შემსრულებლის, 10.03.2020 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N 2-98/20) დაკმაყოფილდა ე.შ–ას სარჩელი ი.შ–ას მიმართ განქორწინების თაობაზე. შეწყდა ი.შ–ას (დაბადებული 17.09.1984წ., დაბადების ადგილი საქართველო, ქ. გალი) და ე.შ–ას (ქორწინებამდე კ–ა, დაბადებული 26.07.1985წ., დაბადების ადგილი: ქ. ასტრახანი) შორის 03.08.2015 წელს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ რეგისტირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N01153005132.
2. 02.10.2020წ. ი.შ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის იასენოვოს რაიონის N62 უბნის მომრიგებელი მოსამართლის ლ.ა. ჩობანიანის, ქ. მოსკოვის ჩერიომუშკის რაიონის N429 უბნის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობის შემსრულებლის, 10.03.2020 წლის გადაწყვეტილების (საქმე N 2-98/20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის იასენოვოს რაიონის N62 უბნის მომრიგებელი მოსამართლის ლ.ა. ჩობანიანის, ქ. მოსკოვის ჩერიომუშკის რაიონის N429 უბნის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობის შემსრულებლის, 10.03.2020 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N 2-98/20) დაკმაყოფილდა ე.შ–ას სარჩელი ი.შ–ას მიმართ განქორწინების თაობაზე. შეწყდა ი.შ–ას (დაბადებული 17.09.1984წ., დაბადების ადგილი საქართველო, ქ. გალი) და ე.შ–ას (ქორწინებამდე კ–ა, დაბადებული 26.07.1985წ., დაბადების ადგილი: ქ. ასტრახანი) შორის 03.08.2015 წელს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ რეგისტირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N01153005132.
5. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 14.04.2020წ.. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია").
კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
9. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია და გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კონვენციის 51-55-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.შ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის იასენოვოს რაიონის N62 უბნის მომრიგებელი მოსამართლის ლ.ა. ჩობანიანის, ქ. მოსკოვის ჩერიომუშკის რაიონის N429 უბნის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობის შემსრულებლის, 10.03.2020 წლის გადაწყვეტილება (საქმე N 2-98/20), რომლითაც დაკმაყოფილდა ე.შ–ას სარჩელი ი.შ–ას მიმართ განქორწინების თაობაზე. შეწყდა ი.შ–ას (დაბადებული 17.09.1984წ., დაბადების ადგილი: საქართველო, ქ. გალი) და ე.შ–ას (ქორწინებამდე კ–ა, დაბადებული 26.07.1985წ., დაბადების ადგილი: ქ. ასტრახანი) შორის 03.08.2015 წელს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ რეგისტირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N01153005132.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი