საქმე№ა-3283-შ-79-2020 18 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ვ.კ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ს“ (მოსარჩელის უფლებამონაცვლე, შუამდგომლობის ავტორი)
განმცხადებლის მოთხოვნა - ყადაღის მოხსნა
დავის საგანი– თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დსს „ი.ბ–ის“ (ს/ნ: ....) (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ვ.კ–ას (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა.
2. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა, 2007 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, 17.10.2012წ.-ის მდგომარე–ბით, 580210.64 აშშ დოლარის ოდენობით (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსის მიხედვით).
3. გადახდევინება მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ და მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
4. 1200კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი (ს/ნ:.....) მდებარე, მოსკოვის ოლქი, მიტიშჩინსკის რაიონი სასოფლო დასახლება ფედოსკინსკოე, ს. კ.გ–ა, ნაკვეთი 42 და მასზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (საინ: N ....; ლიტ. A-A1-b, საერთო ფართობით 303,8კვ.მ., საცხოვრებელი ფართობით 154,6კვ.მ. მდებარე მისამართზე: მოსკოვის ოლქი, მიტიშჩინსკის რაიონი სასოფლო დასახლება ....., ს. კ.გ–ა, სახლი 42. ქონების საწყის, სავაჭრო ფასად განისაზღვრა 9 450 400 რუსული რუბლი.
5. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯი 60 000 რუსული რუბლი.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს განემარტა გასაჩივრების უფლების შესახებ.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დამოწმებულია რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს ბეჭდით, ამავე ბეჭდით დადასტურებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 16 მარტს.
8. 2020 წლის 15 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
9. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით დაშვებულ იქნა საპროცესო უფლებამონაცვლე–ბა და მოსარჩელე/კრედიტორი დსს „ი.ბ–ი“ (ს/ნ: .....) შეიცვალა შპს „ე–ს“- ით (ს/ნ: ......).(შემდეგში: მოსარჩელის უფლებამონაცვლე ან შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) .
10. 2020 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა - აღსრულება აღუსრულებელ ნაწილში (477 785,78 აშშ დოლარი) დაგადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა, რომ ყადაღა დაედოს ვ.კ–ას (დაბადების თარიღი: 27.02.1964წ.; დაბადების ადგილი: წალენჯიხა, საქართველო.; პ/ნ:5......) სს „თ.ბ–ის“,სს „ტ–ის“, სს „ბ.ბ–ის“ სს „ს.ბ–ის“, სს „ი.ბ–ის“ სს „ბ.ქ–უს“ სს „ლ.ბ–ის“, სს „ხ.ბ–ის“, სს „პ.ბ–ის“ სს „ვ.ბ.ჯ–ას“, თ.რ. სს „ზ.ბ–ის“ (თბილისის ფილიალი), სს „ბ.კ–ტას“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 477 785.78 აშშ დოლარის ფარგლებში.
11. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ, დღეისათვის რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულებულია მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხისაგან ამოღებულია მხოლოდ 7 087 800 რუბლი, რაც ამ თანხის ამოღების დღისთვის, შეადგენდა 102 424.86 აშშ დოლარს. შესაბამისად, არსებული დავალიანება შეადგენს 477 785,78 აშშ დოლარს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოება აღარ მიმდინარე–ბს.
12. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადაწყვეტილების აღსრულება აღუსრულებელ ნაწილში (477 785,78 აშშ დოლარი) აუცილებლად საჭიროებს უზრუნველყოფას, რამეთუ, მოპასუხის საკუთრების უფლებით არ რეგისტრირდება რაიმე უძრავი ქონება ან წილი/აქცია, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებლია მხოლოდ მოძრავი ნივთი - ა/მ, რომლის მიახლოებითი საბაზრო ღირებულებაა 10 000 აშშ დოლარსაც კი არ შეადგენს. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება მთლიანად იქნება დამოკიდებული მოპასუხის ნებაზე - გადაიხადოს დაკისრებული თანხა. რაც შეეხება უზრუნველყოფის მოთხოვნის პროპორციულობას, განმცხადებელმა განმარტა, რომ აღსასრულებელი მოთხოვნა საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორის განცხადება რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის დაყადაღების შესახებ, დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ვ.კ–ას (დაბადების თარიღი: 27.02.1964წ.; დაბადების ადგილი: წალენჯიხა, საქართველო.; პ/ნ:......) სს „თ.ბ–ში“,სს „ტ–ში“, სს „ბ.ბ–ში“ სს „ს.ბ–ში“, სს „ი.ბ–ში“ , სს „ბ.ქ–უში“, სს „ლ.ბ–ში“, სს „ხ.ბ–ში“, სს „პ.ბ–ში“, სს „ვ.ბ.ჯ–აში“, თ.რ. სს „ზ.ბ–ში“ (თბილისის ფილიალი), სს „ბ.კ–ტაში“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 477 785.78 აშშ დოლარის ფარგლებში.
14. 2020 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ.კ–ამ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშის დაყადაღების ნაწილში და ამ ბანკში, მის საპენსიო ანგარიშზე (GE13LB0211149189554002) ყადაღის მოხსნა.
15. განმცხადებელმა განმარტა, რომ არის 100%-ით უსინათლო - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც მძიმე სოციალურ გაჭირვებაშია. მას აქვს დიაბეტი, გლაიკომა, საჭიროებს სპეციალურ კვებით რეჟიმს. ვ.კ–ას სახელმწიფო მხრიდან დანიშნული აქვს 250-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ყველა ანგარიში დაყადაღებულია, იგი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს სახელმწიფოს დახმარებით. ამჟამად ვ.კ–ა კოვიდინფიცირბულია და იმყოფება თვითიზოლაციაში.
16. განმცხადებელი მიუთითებს თუ რას ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტი და აქვე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევში, საქმე შეეხება პირველი ჯგუფის ინვალიდს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. აღნიშნულის შესახებ ეცნობა შუამდგომლობის ავტორს - შპს „ე–ს“-ს.
17. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „ე–ს“-ის წარმომადგენელმა დ.კ–მა წარმოადგინა მოსაზრება ვ.კ–ას მიერ 2020 წლის 24 ნოემბერს წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი გახლავთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (100% უსინათლო), მისი მარწმუნებელი თანახმაა უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ გაუქმდეს და განმცხადებელს მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს და ისარგებლოს ყოველთვიური დახმარებით (პენსია) 250 ლარის ოდენობით, რომელიც მას ერიცხება სს „ლ.ბ–ში“ ანგარიშის ნომერზე (GE13LB0211149189554002).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.კ–ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორის განცხადება რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის დაყადაღების შესახებ, დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ვ.კ–ას (დაბადების თარიღი: 27.02.1964წ.; დაბადების ადგილი: წალენჯიხა, საქართველო.; პ/ნ:......) სს „თ.ბ–ში“,სს „ტ–ში“, სს „ბ.ბ–ში“ სს „ს.ბ–ში“, სს „ი.ბ–ში“ , სს „ბ.ქ–უში“, სს „ლ.ბ–ში“, სს „ხ.ბ–ში“, სს „პ.ბ–ში“, სს „ვ.ბ.ჯ–აში“, თ.რ. სს „ზ.ბ–ში“ (თბილისის ფილიალი), სს „ბ.კ–ტაში“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 477 785.78 აშშ დოლარის ფარგლებში.
21. 2020 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ.კ–ამ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშის დაყადაღების ნაწილში და ამ ბანკში, მის საპენსიო ანგარიშზე (GE13LB0211149189554002) ყადაღის მოხსნა.
22. განმცხადებელმა განმარტა, რომ არის 100%-ით უსინათლო - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც მძიმე სოციალურ გაჭირვებაშია. მას აქვს დიაბეტი, გლაუკომა, საჭიროებს სპეციალურ კვებით რეჟიმს. ვ.კ–ას სახელმწიფო მხრიდან დანიშნული აქვს 250-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ყველა ანგარიში დაყადაღებულია იგი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს სახელმწიფოს დახმარებით. ამჟამად ვ.კ–ა კოვიდინფიცირებულია და იმყოფება თვითიზოლაციაში. აღნიშნულის შესახებ ეცნობა შუამდგომლობის ავტორს - შპს „ე–ს“-ს.
23. 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, შპს „ე–ს“-ის წარმომადგენელმა დ.კ–მა წარმოადგინა განცხადება ვ.კ–ას განცხადების პასუხად. რომელშიც იგი დაეთანხმა მოთხოვნას სს „ლ.ბ–ში“ ანგარიშის ნომერზე (GE13LB0211149189554002) ყადაღის მოხსნის შესახებ. შპს „ე–ს“-ის წარმომადგენლის - დ.კ–ის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი გახლავთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (100% უსინათლო), მისი მხარე თანახმაა უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ გაუქმდეს და განმცხადებელს მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს და ისარგებლოს ყოველთვიური დახმარებით (პენსია) 250 ლარის ოდენობით, რომელიც მას ერიცხება სს „ლ.ბ–ში“ ანგარიშის ნომერზე (GE13LB0211149189554002).
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამ ნორმით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები.
25. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2020 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვ.კ–ას მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშის დაყადაღების ნაწილში და ამ ბანკში, მის საპენსიო ანგარიშზე (GE13LB0211149189554002) ყადაღის მოხსნა, უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 399-ე, 372-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.კ–ას განცხადება, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - სს „ლ.ბ–ში“ მის საპენსიო ანგარიშზე (GE13LB0211149189554002) ყადაღის მოხსნის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღა მოეხსნას სს „ლ.ბ–ში“ ვ.კ–ას საპენსიო ანგარიშს (GE13LB0211149189554002);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე