საქმე №ა-4407-შ-104-2020 18 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ.ფ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ო–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოში, ქ.გორში ზ.ფ–სა და ნ.ო–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №0019717) შეწყდა.
ზ.ფ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 28 ნოემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ზ.ფ–ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ზ.ფ–ის შუამდგომლობა გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ.ფ–ის შუამდგომლობა გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოში, ქ.გორში ზ.ფ–სა და ნ.ო–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №0019717) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 28 ნოემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ზ.ფ–ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ფ–ის შუამდგომლობა გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოში, ქ.გორში ზ.ფ–სა და ნ.ო–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №0019717) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი